"შინ ელეგანტურად გამოწყობილი, დიდი თაიგულით მომადგა, დედაჩემის დაქალები დადნენ" - თამუნა მუსერიძისა და სანდრო მიკუჩაძის love story

"შინ ელეგანტურად  გამოწყობილი, დიდი თაიგულით მომადგა, დედაჩემის დაქალები დადნენ" - თამუნა მუსერიძისა და სანდრო მიკუჩაძის love story

სიყვარული ორი კვირის წინ აუხსნა. ერთმანეთი საერთო მეგობრის ქორწილში გაიცნეს. როგორც თავად ჯემალ ღაღანიძის შვილიშვილი, მსახიობი სანდრო მიკუჩაძე ამბობს, წვეულებაზე ტელე-რადიო წამყვან თამუნა მუსერიძის დანახვამ მაშინვე მოხიბლა. მსახიობმა და ტელეწამყვანმა "პროფილში" საკუთარი love story-ის შესახებ ისაუბრეს.

სანდროს გაცნობის სურვილი თამუნასაც ჰქონდა, თუმცა მასპინძელი წყვილის დაახლოების კატეგორიული წინააღმდეგი აღმოჩნდა.

"ვინც გინდა ის იყოს ოღონდ ეგ არაო. თავს მოვიკლავ და არ გაგცნობთო ერთმანეთს. ორივე იმდენად ერთნაირი ხართ, უეჭველი მოკლავთ ერთმანეთსო და ან შენ უნდა დაგკარგო და ან სანდროო, ორივე ბავშვობის მეგობრები ხართ და არ მინდა არცერთის დაკარგვაო", - იხსენებს საერთო მეგობართან საუბარს თამუნა.

მართალია, ქორწილში წყვილის გაცნობა არ შედგა, მაგრამ საერთო მეგობრის რჩევა არცერთმა გაითვალისწინა. წყვილის გზები მოგვიანებით ასევე საერთო, თუმცა სხვა მეგობრის წყალობით, გადასაღებ მოედანზე გადაიკვეთა.

თამუნას ფილმში სანდროს შეყვარებულის როლი უნდა ეთამაშა. ამაში მას, როგორც თავად ტელეწამყვანი იხსენებს, ხელი 40 გრადუსმა სიცხემაც ვერ შეუშალა.

თამუნა და სანდრო უკვე რამდენიმე თვეა ერთად არიან, წყვილი ხალხმრავალ და ბოჰემურ ადგილებს ერიდება.

როგორც სანდრო ამბობს, საკუთარ გრძნნობებში ჩამოსაყალიბებლად გარკვეული დრო დასჭირდა, თამუნას კი სანდრო ერთი ნახვით შეუყვარდა, მისი დანახვისთანავე მიხვდა, რომ ის იყო.

"დედაჩემის დაბადების დღე იყო რამდენიმე კვირის წინ და ბაბუამისის დაბადების დღეც. ჩვენ მივდიოდით ბაბუის დაბადების დღეზე ქუთაისში. სახლში ვიყავი, დედაჩემის სადაქალოსთან ერთად და სანდრო დიდი ყვავილებით ხელში ელეგანტურად გამოწობილი მოვიდა. დედაჩემის სადაქალო დადნა", - იხსენებს თამუნა.

მსახიობის თქმით, საყვარელ ქალთან დაკავშირებით მისის არჩევანით მისი ოჯახიც მოხიბლულია.

"ძალიან დადებითად მიიღეს. არა მარტო ჩემი ოჯახისთვის, არამედ ყველასთვის მისაღები ადამიანია. განათლებული და ძალიან საქმიანი გოგონაა", - აღნიშნა სანდრომ.

როგორც ტელე-რადიო წამყვანი ამბობს, სანდროსთან ურთიერთობამ მას მეტი თავისუფლება შესძინა და მის გვერდით ყოფნას საპყრობილედან გამოსული ადამიანის რეაბილიტაციის პერიოდს ადარებს.

"თამუნას გვერდით თავს ძალიან მშვიდად ვგრძნობ. ვარ ბედნიერი, რომ ასეთი ადამიანი მყავს გვერდით. ფანტასტიური დედაა, რაც ძალიან მხიბლავს", - ამბობს სანდროც.

ტელეწამყვანმა საყვარელი მამაკაცი უკვე საკუთარ ვაჟსაც გააცნო და აღნიშნა, რომ ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მათი ურთიერთობის სერიოზულობას.

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება