"ჩვენში, ჯერ უნდა გაგსრისონ, ფეხით გთელონ, რომ მერე ადამიანური თანაგრძნობა იგრძნონ" - ნათია ფანჯიკიძე თინა ხიდაშელს მიმართავს

"ჩვენში, ჯერ უნდა გაგსრისონ, ფეხით გთელონ, რომ მერე ადამიანური თანაგრძნობა იგრძნონ" - ნათია ფანჯიკიძე თინა ხიდაშელს მიმართავს

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელს მიმართავს და დროებით "ყურების დახუჭვისკენ" მოუწოდებს:

"პატარა რომ ვიყავი, ჩემი ძმა ჩემზე ეჭვიანობდა. აბა რა იქნებოდა, დედა წავართვი, გამოვასახლე ოთახიდან. ხოდა ამ არაცნობიერ უკმაყოფილებას ასე გამოხატავდა, - დამჩქმიტავდა ლოყებზე, მატკენდა, ამატირებდა და რომ ავტირდებოდი, ვეცოდებოდი, მხოლოდ ამგვარად გრძნობდა ჩემს მიმართ სიყვარულს. მერე მკოცნიდა და ნუ ტირიხარო, მეუბნებოდა. თანდათან სიყვარული ისწავლა და სულ მალე ტკენის და ჩქმეტის გარეშე ვუყვარდი. მას შემდეგ ჩემს ძმაზე ერთგული და თბილი მეგობარი მე არ მყავს.

თინა ხიდაშელს მინდა ვუთხრა, დახუჭოს ყურები ცოტა ხანს, ანდა უკვე შეუძლია დახუჭულის გახელა.

აქ, ჩვენში, ჯერ უნდა გაგსრისონ, ფეხით გთელონ, რომ მერე ადამიანური თანაგრძნობა იგრძნონ. გასრესა შედგა თინიკო, ახლა უკვე გადავხედე და თანამგრძნობთა გამოსვლები ჭარბობს. ასე იწყება ინფანტილურ საზოგადოებაში სიყვარული. გასული ხარ უკვე ფონს. მოკლედ, შეუბერე, საქმეზე იფიქრე, ანუ იმაზე, რაც მთავარია.

წარმატებები.

პ.ს. პატიმრები არ დაგავიწყდეს. მაქვს შენი იმედი." - წერს ნათია.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია