სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
დღეს ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეა - რა უნდა ვიცოდეთ წმინდანის შესახებ
დღეს ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეა - რა უნდა ვიცოდეთ წმინდანის შესახებ

წმინ­და მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია დღეს სა­ქარ­თვე­ლოს გან­მა­ნათ­ლებ­ლის, წმინ­და მო­ცი­ქულ ან­დრია პირ­ველ­წო­დე­ბუ­ლის ხსე­ნე­ბის დღეს აღ­ნიშ­ნავს.

იე­სოს ამაღ­ლე­ბის შემ­დეგ მო­ცი­ქუ­ლებ­მა წილი ყა­რეს, ვის სად უნდა ექა­და­გა. სა­ქარ­თვე­ლო ყოვ­ლად­წ­მი­და ღვთის­მშო­ბელს ხვდა წი­ლად, მაგ­რამ, რად­გა­ნაც მისი მი­ძი­ნე­ბის ჟამი მო­ახ­ლო­ე­ბუ­ლი­ყო, უფალ­მა ამ­ცნო, რომ ივე­რი­ა­ში სა­ქა­და­გებ­ლად წმი­და ან­დრია პირ­ველ­წო­დე­ბუ­ლი წა­რეგ­ზავ­ნა და თან თა­ვი­სი ხელ­თუქ­მნე­ლი ხატი გა­ე­ტა­ნე­ბი­ნა. მა­რი­ამ­მა მო­უ­წო­და ან­დრი­ას და გა­ნუ­ცხა­და მას ნება ღვთი­სა, შემ­დეგ კი პირი და­ი­ბა­ნა და სა­ხე­ზე მი­ი­დო ფი­ცა­რი, რო­მელ­ზეც სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­და­ვი­და სა­ხე­ბა ყოვ­ლად­წ­მი­და დე­დი­სა. სწო­რედ ეს ხატი წა­მო­აბ­რძა­ნა ქარ­თულ მი­წა­ზე მო­ცი­ქულ­მა, რათა, უფ­ლი­სა და მა­რი­ა­მის ნე­ბი­სა­მებრ, "მკვიდ­რობ­დეს აქა მცვე­ლად... უკუ­ნი­სამ­დე ჟამ­თა."

წმი­და ან­დრი­ამ გა­ი­ა­რა სა­ბერ­ძნე­თი, წინა აზია, შა­ვი­ზღვის­პი­რე­თი, შემ­დეგ კი შე­ვი­და "ქუ­ე­ყა­ნი­სა­სა ქარ­თლი­სა­სა, რო­მელ­სა დიდ-აჭა­რა ეწო­დე­ბის" და და­ი­წყო ქა­და­გე­ბა და სწავ­ლე­ბა ჭეშ­მა­რი­ტი ღმერ­თის შე­სა­ხებ. აუგო ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშობ­ლის სა­ხე­ლო­ბის ტა­ძა­რი, სა­დაც ხელ­თუქ­მნე­ლი ხა­ტი­დან ფი­ცარ­ზე სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­და­სუ­ლი ასლი და­ტო­ვა და წა­ვი­და.

ბორ­ჯო­მის ხე­ო­ბა­ში, სო­ფელ აწყურ­ში, ქვრი­ვი დე­და­კა­ცის, სამ­ძი­ვა­რის ერ­თა­დერ­თი ძე აღად­გი­ნა მკვდრე­თით. უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი შე­იკ­რი­ბა მა­შინ­ვე მის გარ­შე­მო, მაგ­რამ აპო­ლო­ნი­სა და არ­ტე­მის სა­კერ­პო­ე­ბის მღვდლებ­მა ცი­ლო­ბა და­უ­წყეს წმინ­დანს. ხალ­ხი ორად გა­ი­ყო. მა­შინ გა­და­წყვი­ტეს: ხელ­თუქ­მნე­ლი ხატი შე­ებ­რძა­ნე­ბი­ნათ სა­კერ­პო­ში, და­ეხ­შოთ კარი და ყვე­ლას თა­ვი­სი ღმერ­თის მი­მართ ელო­ცა. ვისი ღმერ­თიც სძლევ­და, მის­თვის ეცათ თაყ­ვა­ნი. ასეც მო­იქ­ცნენ.

მე­ო­რე დი­ლით კარი გა­ა­ღეს და ყვე­ლამ იხი­ლა "კერპნი ქუ­ე­ყა­ნად დაქ­ცე­ულ­ნი და სა­ხედ მტუ­ე­რი­სა შე­მუს­რვილ­ნი, ხოლო ხატი ყოვ­ლად­წ­მი­დი­სა ღვთის­მშო­ბე­ლი­სა ბრწყინ­ვი­და, ვი­თარ­ცა მზე, დი­დე­ბი­თა და პა­ტი­ვი­თა." მთელ­მა ერმა ადი­და ღმერ­თი, თა­ვად სა­კერ­პო­ე­ბის მსა­ხუ­რებ­მაც კი შენ­დო­ბა სთხო­ვეს წმინ­დანს. წმ. ან­დრი­ამ ცოტა ხანს კი­დევ დაჰ­ყო აწყურ­ში, მო­ა­წყო ეკ­ლე­სია, ააგო ტა­ძა­რი და მის მცი­რე ეკვდერ­ში ხელ­თუქ­მნე­ლი ხატი და­აბ­რძა­ნა, შემ­დეგ კი გა­ნე­შო­რა სამ­წყსოს. იყო კლარ­ჯეთ­ში, ატან-კო­ლა­ში, სომ­ხეთ­ში, პარ­თი­ა­ში, შემ­დეგ კი იე­რუ­სა­ლემს გა­ე­შუ­რა, სა­ი­და­ნაც სი­მონ კა­ნა­ნელ­სა და მა­ტა­თა მო­ცი­ქულ­თან ერ­თად დაბ­რუნ­და ქარ­თლს ქრის­ტი­ა­ნო­ბის გან­სამ­ტკი­ცებ­ლად. ქარ­თლი­დან სა­მეგ­რე­ლო­სა და სვა­ნეთ­ში გა­და­ვი­და, იქი­დან - აფხა­ზეთ­ში.

წმ. მო­ცი­ქუ­ლი ან­დრია სა­ბერ­ძნე­თის ქა­ლაქ პატ­რა­ში ჯვარ­ზე და­კი­დე­ბუ­ლი აღეს­რუ­ლა. მის ხსე­ნე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი სა­მო­ცი­ქუ­ლო ეკ­ლე­სია ორ­ჯერ აღ­ნიშ­ნავს. 12 მა­ისს წმინ­და მო­ცი­ქუ­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლის დღე აღი­ნიშ­ნე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

დღეს ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეა - რა უნდა ვიცოდეთ წმინდანის შესახებ

დღეს ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეა - რა უნდა ვიცოდეთ წმინდანის შესახებ

წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

იესოს ამაღლების შემდეგ მოციქულებმა წილი ყარეს, ვის სად უნდა ექადაგა. საქართველო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ხვდა წილად, მაგრამ, რადგანაც მისი მიძინების ჟამი მოახლოებულიყო, უფალმა ამცნო, რომ ივერიაში საქადაგებლად წმიდა ანდრია პირველწოდებული წარეგზავნა და თან თავისი ხელთუქმნელი ხატი გაეტანებინა. მარიამმა მოუწოდა ანდრიას და განუცხადა მას ნება ღვთისა, შემდეგ კი პირი დაიბანა და სახეზე მიიდო ფიცარი, რომელზეც სასწაულებრივად გადავიდა სახება ყოვლადწმიდა დედისა. სწორედ ეს ხატი წამოაბრძანა ქართულ მიწაზე მოციქულმა, რათა, უფლისა და მარიამის ნებისამებრ, "მკვიდრობდეს აქა მცველად... უკუნისამდე ჟამთა."

წმიდა ანდრიამ გაიარა საბერძნეთი, წინა აზია, შავიზღვისპირეთი, შემდეგ კი შევიდა "ქუეყანისასა ქართლისასა, რომელსა დიდ-აჭარა ეწოდების" და დაიწყო ქადაგება და სწავლება ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ. აუგო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, სადაც ხელთუქმნელი ხატიდან ფიცარზე სასწაულებრივად გადასული ასლი დატოვა და წავიდა.

ბორჯომის ხეობაში, სოფელ აწყურში, ქვრივი დედაკაცის, სამძივარის ერთადერთი ძე აღადგინა მკვდრეთით. უამრავი ადამიანი შეიკრიბა მაშინვე მის გარშემო, მაგრამ აპოლონისა და არტემის საკერპოების მღვდლებმა ცილობა დაუწყეს წმინდანს. ხალხი ორად გაიყო. მაშინ გადაწყვიტეს: ხელთუქმნელი ხატი შეებრძანებინათ საკერპოში, დაეხშოთ კარი და ყველას თავისი ღმერთის მიმართ ელოცა. ვისი ღმერთიც სძლევდა, მისთვის ეცათ თაყვანი. ასეც მოიქცნენ.

მეორე დილით კარი გააღეს და ყველამ იხილა "კერპნი ქუეყანად დაქცეულნი და სახედ მტუერისა შემუსრვილნი, ხოლო ხატი ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა ბრწყინვიდა, ვითარცა მზე, დიდებითა და პატივითა." მთელმა ერმა ადიდა ღმერთი, თავად საკერპოების მსახურებმაც კი შენდობა სთხოვეს წმინდანს. წმ. ანდრიამ ცოტა ხანს კიდევ დაჰყო აწყურში, მოაწყო ეკლესია, ააგო ტაძარი და მის მცირე ეკვდერში ხელთუქმნელი ხატი დააბრძანა, შემდეგ კი განეშორა სამწყსოს. იყო კლარჯეთში, ატან-კოლაში, სომხეთში, პართიაში, შემდეგ კი იერუსალემს გაეშურა, საიდანაც სიმონ კანანელსა და მატათა მოციქულთან ერთად დაბრუნდა ქართლს ქრისტიანობის განსამტკიცებლად. ქართლიდან სამეგრელოსა და სვანეთში გადავიდა, იქიდან - აფხაზეთში.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს