პანკისელი გოგონები მოჯაჰედებისთვის - როგორ გზავნიან პატარძლებს საქართველოდან სირიაში

პანკისელი გოგონები მოჯაჰედებისთვის - როგორ გზავნიან პატარძლებს საქართველოდან სირიაში

"მუდმივად იზოლირებული ყოფნა იმდენად აუტანელია, ოღონდ კაცმა ხეობიდან გააღწიოს და თანახმაა, თუნდაც სირიაში წავიდეს"

"უკვე ვიცით, რომ კადიროვმა ხეობაში შემოთვალა, - თუ ადგილობრივი ხელისუფლება ვერ გპატრონობთ, მე გიპატრონებთო."

მამუკა არეშიძე, ექსპერტი, 2010 წ.

"პანკისის ხეობაში უცხოეთიდან შემოსულ ფულს ვაჰაბიტები ქართველ ჩინოვნიკებს უყოფენ. ვიცი, სამი წილი მაგათია, ერთი - ვაჰაბიტებისა. ვაჰაბიზმი მოდური გახდა ხეობაში, ფულიც მაგათ აქვთ და ძალაუფლებაც, კარგი მანქანებითაც ეგენი დადიან და მეტი რა უნდა გამოუცდელ ახალგაზრდას?

მე შენ გეტყვი, რამე ალტერნატივა აქვს, ვაჰაბიტებს არ მიეკედლოს! ხან 100 დოლარს მისცემენ, ხან 200-ს და დამთავრებულია საქმე. პანკისში 90% გაჭირვებულია, წელში გამართვის ერთადერთი გზა აქ ვაჰაბიზმია.""

პანკისის ხეობის მცხოვრების ნაამბობიდან, 2010 წ. "კვირის პალიტრა"

"ჩვენ აქ კარგად ვართ, საჭმელიც ბევრი გვაქვს. რა ამბები ატეხეთ მანდ? კაცებს გეუბნებით - ჭორიკანებს ნუ დაემსგავსეთ, ჩვენ ჯიჰადისთვის"წავედით სირიაში და ყველა ახალგაზრდას მოვუწოდებთ, ჯიჰადში მიიღონ მონაწილეობა და სირიაში წამოვიდნენ."

- ამ შინაარსის ვიდეოს ნახვა პანკისის ხეობის ბევრი ახალგაზრდის ტელეფონში შეიძლება.

სანამ საზოგადოებაში პანკისის ხეობაში მიმდინარე მოვლენებზე ვნებათაღელვა არ ცხრება, ცნობილი გახდა, რომ 28 აპრილს ხეობა ამჯერად სოფელ ჯოყოლოში მცხოვრებმა, 17 წლის მე-11 კლასის მოსწავლე გოგონამ დატოვა - მშობლების თანხმობით სირიაში საქმროსთან გაემგზავრა.

როგორც ამბობენ, გოგონა სირიაში მეომარ საქმროს სადედამთილომ ჩაუყვანა (იქაური წესის მიხედვით მოჯაჰედის მონახულება მხოლოდ დედას და მეუღლეს შეუძლიათ).

პატარძალს სირიაში ბექა ტოხოსაშვილი ელოდება, რომელიც ერთი წელია, "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში იბრძვის. როგორც თემურ ბათირაშვილმა (ომარ ალ შიშანის მამა) პირად საუბარში თქვა, ბექა თარხან ბათირაშვილთან არის. მან ასევე გვითხრა, რომ პანკისიდან სირიაში პატარძლების ჩაყვანა პირველი შემთხვევა არ არის, თუმცა ვერ გაუგია, რატომ გზავნიან გოგონებს მშობლები იმ ქვეყანაში, სადაც ომი და სისხლია.

ნათელა, სოფ. დუისი: - "ვერ დავიჯერებ, რომ მშობელს შვილი, მით უმეტეს, გოგონა, ომისთვის ემეტებოდეს, მაგრამ გაჭირვებას რა ვუთხარი... აქ ხალხი სიღატაკის პირასაა (არის შემთხვევები, როცა ვაჟის ოჯახი საპატარძლოსთვის გარკვეულ თანხას იხდის). ისე, შეიძლება გოგოს ოჯახიც ვაჰაბიზმის მიმდევარი იყოს და შვილის მოჯაჰედისთვის მითხოვებაში ცუდს ვერაფერს ხედავდეს."

კითხვაზე, რატომ თანხმდებიან გოგონები სირიაში წასვლაზე, პანკისელი ახალგაზრდების პასუხი ასეთია: - ხეობა ჩაკეტილია, აქ არაფერი ხდება, ახალგაზრდებს შეზღუდული აქვთ ურთიერთობები. მუდმივად იზოლირებული ყოფნა იმდენად აუტანელია, ოღონდ კაცმა ხეობიდან გააღწიოს და თანახმაა, თუნდაც სირიაში წავიდეს."

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია