სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
წყლის სმა და ხშირი კვება შაკიკის შეტევებს აიშვიათებს
წყლის სმა და ხშირი კვება შაკიკის შეტევებს აიშვიათებს

შა­კი­კის შე­სა­ხებ ხში­რად მცდა­რი მო­საზ­რე­ბე­ბი ვრცელ­დე­ბა არა მხო­ლოდ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, არა­მედ ექი­მებ­შიც კი. უნდა იცო­დეთ, რომ შა­კიკს არ იწ­ვევს სის­ხლძარ­ღვე­ბის სპაზ­მი და ეს გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 30-იან წლებ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს ; "ჩვენ კი ჯი­უ­ტად ვებ­რძვით სპაზმს, სა­დაც იგი არ არის!". შა­კი­კის დროს არ უნდა ვე­ძე­ბოთ: მა­რი­ლე­ბი, ოს­ტე­ო­ქონ­დრო­ზი, პროთ­რომ­ბი­ნის მო­მა­ტე­ბა; არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი წნე­ვის ხში­რი გა­ზომ­ვა (თუ წნე­ვის ავად­მყო­ფო­ბა - ჰი­პერ­ტო­ნია არ გაქვთ). შა­კი­კის დროს ძებ­ნას ნუ და­უ­წყებთ "ჯა­დოს­ნურ პრე­პა­რა­ტებს".

შა­კი­კის სამ­კურ­ნა­ლო მე­დი­კა­მენ­ტე­ბის უმე­ტე­სო­ბა ორ­სუ­ლო­ბი­სას აკ­რძა­ლუ­ლია.

შა­კი­კი აერ­თი­ა­ნებს 11 სხვა­დას­ხვა ავად­მყო­ფო­ბას, 5 გარ­თუ­ლე­ბას და 3 სა­ვა­რა­უ­დო ფორ­მას. შა­კი­კი ქრო­ნი­კუ­ლი ორ­გა­ნუ­ლი და­ა­ვა­დე­ბაა, რო­მე­ლიც უმ­თავ­რე­სად მემ­კვიდ­რე­ო­ბით გა­და­ე­ცე­მა და რომ­ლი­თაც მსოფ­ლი­ო­ში - ყო­ვე­ლი მე­ა­თე, ხოლო სა­ქარ­თვე­ლო­ში ყო­ვე­ლი მე­ექ­ვსე-მეშ­ვი­დე ადა­მი­ა­ნია და­ა­ვა­დე­ბუ­ლი. შა­კი­კი ხში­რად ბავ­შვო­ბი­სას ვლინ­დე­ბა, თუმ­ცა შე­იძ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ერ სხვა ასაკ­შიც იჩი­ნოს თავი. ამას­თან, 3-ჯერ უფრო ხში­რია ქა­ლებ­ში. შე­ტე­ვებს შო­რის შა­კი­კი სრუ­ლი­ად უსიმპტო­მოა. 40 წლის შემ­დეგ შე­ტე­ვე­ბის სიმ­ძაფ­რე და სიხ­ში­რე შე­საძ­ლოა შემ­ცირ­დეს და თან­და­თან ად­ვი­ლად და­სა­მორ­ჩი­ლე­ბე­ლი გახ­დეს.

შე­ტე­ვას ხელს უწყობს: ემო­ცი­უ­რი ფაქ­ტო­რე­ბი (სტრე­სი, შფოთ­ვა, ბრა­ზი, დარ­დი, დეპ­რე­სია, აღ­გზნე­ბა, მღელ­ვა­რე­ბა, და­ძა­ბუ­ლო­ბის მკვეთ­რი შემ­ცი­რე­ბა, ში­შის ან "ნერ­ვი­უ­ლო­ბის" გა­დავ­ლა), ჰორ­მო­ნუ­ლი ფაქ­ტო­რე­ბი (მენ­ზე­სი, ჩა­სახ­ვის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აბე­ბი, ლო­გი­ნო­ბის ხანა), ამინ­დი­სა და ტემ­პე­რა­ტუ­რის მკვეთ­რი ცვლი­ლე­ბა, მძაფ­რი სუნი, კაშ­კა­შა შუქი, ხმა­უ­რი, უძი­ლო­ბა (ან ზედ­მე­ტი ძილი), გა­დაღ­ლა, შიმ­ში­ლი (ან გა­ძღო­მა), წო­ნის მა­ტე­ბა, თამ­ბა­ქო, ალ­კოჰო­ლი, კო­ფე­ი­ნი, წა­მალ­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, ტრან­სპორ­ტში ჯან­ჯღა­რი, კის­რის და/ან თა­ვის ტრავ­მა, ინ­ფექ­ცია, ნა­ყი­ნი, ყი­ნუ­ლი­ა­ნი წყა­ლი, ნიტ­როგ­ლი­ცე­რი­ნი ან სხვა მე­დი­კა­მენ­ტე­ბი, ზო­გი­ერ­თი საკ­ვე­ბი.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

წყლის სმა და ხშირი კვება შაკიკის შეტევებს აიშვიათებს

წყლის სმა და ხშირი კვება შაკიკის შეტევებს აიშვიათებს

შაკიკის შესახებ ხშირად მცდარი მოსაზრებები ვრცელდება არა მხოლოდ საზოგადოებაში, არამედ ექიმებშიც კი. უნდა იცოდეთ, რომ შაკიკს არ იწვევს სისხლძარღვების სპაზმი და ეს გასული საუკუნის 30-იან წლებში აღმოაჩინეს ; "ჩვენ კი ჯიუტად ვებრძვით სპაზმს, სადაც იგი არ არის!". შაკიკის დროს არ უნდა ვეძებოთ: მარილები, ოსტეოქონდროზი, პროთრომბინის მომატება; არ არის აუცილებელი წნევის ხშირი გაზომვა (თუ წნევის ავადმყოფობა - ჰიპერტონია არ გაქვთ). შაკიკის დროს ძებნას ნუ დაუწყებთ "ჯადოსნურ პრეპარატებს".

შაკიკის სამკურნალო მედიკამენტების უმეტესობა ორსულობისას აკრძალულია.

შაკიკი აერთიანებს 11 სხვადასხვა ავადმყოფობას, 5 გართულებას და 3 სავარაუდო ფორმას. შაკიკი ქრონიკული ორგანული დაავადებაა, რომელიც უმთავრესად მემკვიდრეობით გადაეცემა და რომლითაც მსოფლიოში - ყოველი მეათე, ხოლო საქართველოში ყოველი მეექვსე-მეშვიდე ადამიანია დაავადებული. შაკიკი ხშირად ბავშვობისას ვლინდება, თუმცა შეიძლება ნებისმიერ სხვა ასაკშიც იჩინოს თავი. ამასთან, 3-ჯერ უფრო ხშირია ქალებში. შეტევებს შორის შაკიკი სრულიად უსიმპტომოა. 40 წლის შემდეგ შეტევების სიმძაფრე და სიხშირე შესაძლოა შემცირდეს და თანდათან ადვილად დასამორჩილებელი გახდეს.

შეტევას ხელს უწყობს: ემოციური ფაქტორები (სტრესი, შფოთვა, ბრაზი, დარდი, დეპრესია, აღგზნება, მღელვარება, დაძაბულობის მკვეთრი შემცირება, შიშის ან "ნერვიულობის" გადავლა), ჰორმონული ფაქტორები (მენზესი, ჩასახვის საწინააღმდეგო აბები, ლოგინობის ხანა), ამინდისა და ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება, მძაფრი სუნი, კაშკაშა შუქი, ხმაური, უძილობა (ან ზედმეტი ძილი), გადაღლა, შიმშილი (ან გაძღომა), წონის მატება, თამბაქო, ალკოჰოლი, კოფეინი, წამალდამოკიდებულება, ტრანსპორტში ჯანჯღარი, კისრის და/ან თავის ტრავმა, ინფექცია, ნაყინი, ყინულიანი წყალი, ნიტროგლიცერინი ან სხვა მედიკამენტები, ზოგიერთი საკვები.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს