სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"დამხვდა "ნაციონალების" კრიმინალური ბანდა და მოხდა ჩვენს შორის ფიზიკური შეტაკება" - რას ყვება პოლკოვნიკი წითელაშვილი, რომელიც ვაკის პარკში საღებავით შეღებეს
"დამხვდა "ნაციონალების" კრიმინალური ბანდა და მოხდა ჩვენს შორის ფიზიკური შეტაკება" - რას ყვება პოლკოვნიკი წითელაშვილი, რომელიც ვაკის პარკში საღებავით შეღებეს

დღეს ვა­კის პარკში, ომის ვე­ტე­რა­ნებ­თან შე­სახ­ვედ­რად მი­სულ სამ­ხედ­რო ექ­სპერტს, ტრის­ტან წი­თე­ლაშ­ვილს სა­ღე­ბა­ვი შე­ას­ხეს. ჩვენ და­ვუ­კავ­შირ­დით მას და ამ ინ­ცი­დენტზე კო­მენ­ტა­რი ვთხო­ვეთ:

- მე ვა­კის პარკში მო­ვე­დი, რათა ვე­ტე­რა­ნე­ბის­თვის მი­მე­ლო­ცა დღე­ვან­დე­ლი დღე. ვა­კის პარკში შე­მოს­ვლის დროს აქ დამ­ხვდა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" კრი­მი­ნა­ლუ­რი ბან­და, რო­მელ­საც "თა­ვი­სუ­ფა­ლი ზონა" ჰქვია და მოხ­და ჩემ­სა და მათ შო­რის შე­ტა­კე­ბა. იყო ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბაც, მაგ­რამ პო­ლი­ცი­ამ გან­მუხ­ტა სი­ტუ­ა­ცია. გპირ­დე­ბით, რომ ასე არ დავ­ტო­ვებ და ბო­ლომ­დე მი­ვიყ­ვან ამ საქ­მეს. ყვე­ლა აგებს პა­სუხს ამ უმ­სგავ­სო­ბის გამო. ეს გა­ყი­დუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი არი­ან და მე მათ აუ­ცი­ლებ­ლად მოვ­თხოვ პა­სუხს.

- გავ­რცელ­და ფო­ტო­ე­ბი, რომ თქვენ სა­ღე­ბა­ვი შე­გას­ხეს.

- კი, მათ ის­რო­ლეს სა­ღე­ბა­ვი და მეც მომ­ხვდა, თუმ­ცა ჩემს გარ­და იქ სხვებ­საც მოხ­ვდათ სა­ღე­ბა­ვე­ბი. იყო ლურ­ჯი სა­ღე­ბა­ვი, მომ­ხვდა სა­ხე­ში და ტან­საც­მელ­ზე. მა­გათ სხვა­ნა­ი­რი მე­თო­დე­ბი არ აქვთ, სა­ლა­პა­რა­კოდ ეგე­ნი არ მო­დი­ან, რად­გან იცი­ან, რომ ნე­ბის­მი­ერ დი­ა­ლოგ­ში გამ­ტყუნ­დე­ბი­ან და ასე ღო­რუ­ლად ცდი­ლო­ბენ ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას. ეს არის არა­კა­ცუ­რი და ხუ­ლიგ­ნუ­რი საქ­ცი­ე­ლი. ამის პა­ტი­ე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა და არც ვა­პა­ტი­ებ. ესე­ნი მარ­ტო მე კი არა, ყვე­ლას ასე ხვდე­ბი­ან, ვინც ქარ­თუ­ლად აზ­როვ­ნებს და ვი­საც სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბა სურს.

- სა­სა­მარ­თლო­ში ჩი­ვილს ხომ არ აპი­რებთ?

- არა, ჩი­ვილს არ ვა­პი­რებ. შევ­ხვდე­ბი მათ და და­ვე­ლა­პა­რა­კე­ბი ისე, რო­გორც კაცი კაცს და თუ კა­ცე­ბი არი­ან, გა­ი­გე­ბენ.

- რას გუ­ლის­ხმობთ კა­ცურ და­ლა­პა­რა­კე­ბა­ში? ქუ­ჩა­ში აპი­რებთ საქ­მის გარ­ჩე­ვას?

- რო­გორც მო­ე­თხო­ვე­ბა ვაჟ­კაც კაცს, მო­ვიქ­ცე­ვი ისე და არა ისე, რო­გორც ეგე­ნი იქ­ცე­ვი­ან. გპირ­დე­ბით, რომ მალე ნა­ხავთ შე­დეგს, თუ რა დღე­ში ჩა­ვარ­დე­ბი­ან ეგე­ნი. არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, სად იქ­ნე­ბი­ან, სახ­ლში თუ სა­დარ­ბა­ზო­ში. ვერ და­მე­მა­ლე­ბი­ან, პა­სუხს მოვ­თხოვ ყვე­ლას.

ამა­ვე თე­მა­ზე კო­მენ­ტა­რი ვთხო­ვეთ "თა­ვი­სუ­ფა­ლი ზო­ნის" ერთ-ერთ ლი­დერს ფარ­ნა­ოზ ჭკა­დუ­ას, რო­მე­ლიც უარ­ყოფს ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბას "თა­ვი­სუ­ფა­ლი ზო­ნის" აქ­ტი­ვის­ტებ­სა და ტრის­ტან წი­თე­ლაშ­ვილს შო­რის და ამ­ბობს, რომ "თა­ვი­სუ­ფა­ლი ზონა" სა­ერ­თოდ არ ყო­ფი­ლა იქ".

"იმ დროს, რო­დე­საც ინ­ცი­დენ­ტი მოხ­და, "თა­ვი­სუ­ფა­ლი ზონა" სა­ერ­თოდ არ ყო­ფი­ლა იქ, და შე­სა­ბა­მი­სად, ვერ გე­ტყვით, ვინ შე­ას­ხა ტრის­ტან წი­თე­ლაშ­ვილს სა­ღე­ბა­ვი. თუ არ ვცდე­ბი, ამ ინ­ცი­დენ­ტის გამო ვი­ღა­ცე­ე­ბი და­კა­ვე­ბუ­ლი არი­ან და ალ­ბათ, გავ­რცელ­დე­ბა კი­დევ ინ­ფორ­მა­ცია", - ამ­ბობს ფარ­ნა­ოზ ჭკა­დუა Ambebi.ge-სთან სა­უ­ბარ­ში.

იხი­ლეთ ინ­ცი­დენ­ტის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბი, რო­მე­ლიც "თა­ვი­სუ­ფა­ლი ზო­ნის" აქ­ტი­ვის­ტმა ფარ­ნა­ოზ ჭკა­დუ­ამ Facebook-ზე, შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან გა­ავ­რცე­ლა.

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რებთ| ქარ­თვე­ლი ბა­ი­კე­რე­ბის აქ­ცია ვა­კის პარკში: რა ხდე­ბა პუ­ტი­ნის "ღა­მის მგლე­ბის" მო­ლო­დინ­ში

ლადო გო­გო­ლა­ძე

AMBEBI.GE

სი­ახ­ლე!

თუ და­ინ­ტრე­სე­ბუ­ლი ხართ მხო­ლოდ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თე­მე­ბით და არ გსურთ, მი­ი­ღოთ სხვა, თქვენ­თვის უინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია, მო­ი­წო­ნეთ გვერ­დი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"დამხვდა "ნაციონალების" კრიმინალური ბანდა და მოხდა ჩვენს შორის ფიზიკური შეტაკება" - რას ყვება პოლკოვნიკი წითელაშვილი, რომელიც ვაკის პარკში საღებავით შეღებეს

"დამხვდა "ნაციონალების" კრიმინალური ბანდა და მოხდა ჩვენს შორის ფიზიკური შეტაკება" - რას ყვება პოლკოვნიკი წითელაშვილი, რომელიც ვაკის პარკში საღებავით შეღებეს

დღეს ვაკის პარკში, ომის ვეტერანებთან შესახვედრად მისულ სამხედრო ექსპერტს, ტრისტან წითელაშვილს საღებავი შეასხეს. ჩვენ დავუკავშირდით მას და ამ ინციდენტზე კომენტარი ვთხოვეთ:

- მე ვაკის პარკში მოვედი, რათა ვეტერანებისთვის მიმელოცა დღევანდელი დღე. ვაკის პარკში შემოსვლის დროს აქ დამხვდა "ნაციონალური მოძრაობის" კრიმინალური ბანდა, რომელსაც "თავისუფალი ზონა" ჰქვია და მოხდა ჩემსა და მათ შორის შეტაკება. იყო ფიზიკური დაპირისპირებაც, მაგრამ პოლიციამ განმუხტა სიტუაცია. გპირდებით, რომ ასე არ დავტოვებ და ბოლომდე მივიყვან ამ საქმეს. ყველა აგებს პასუხს ამ უმსგავსობის გამო. ეს გაყიდული ახალგაზრდები არიან და მე მათ აუცილებლად მოვთხოვ პასუხს.

- გავრცელდა ფოტოები, რომ თქვენ საღებავი შეგასხეს.

- კი, მათ ისროლეს საღებავი და მეც მომხვდა, თუმცა ჩემს გარდა იქ სხვებსაც მოხვდათ საღებავები. იყო ლურჯი საღებავი, მომხვდა სახეში და ტანსაცმელზე. მაგათ სხვანაირი მეთოდები არ აქვთ, სალაპარაკოდ ეგენი არ მოდიან, რადგან იციან, რომ ნებისმიერ დიალოგში გამტყუნდებიან და ასე ღორულად ცდილობენ ადამიანებთან ურთიერთობას. ეს არის არაკაცური და ხულიგნური საქციელი. ამის პატიება არ შეიძლება და არც ვაპატიებ. ესენი მარტო მე კი არა, ყველას ასე ხვდებიან, ვინც ქართულად აზროვნებს და ვისაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა სურს.

- სასამართლოში ჩივილს ხომ არ აპირებთ?

- არა, ჩივილს არ ვაპირებ. შევხვდები მათ და დაველაპარაკები ისე, როგორც კაცი კაცს და თუ კაცები არიან, გაიგებენ.

- რას გულისხმობთ კაცურ დალაპარაკებაში? ქუჩაში აპირებთ საქმის გარჩევას?

- როგორც მოეთხოვება ვაჟკაც კაცს, მოვიქცევი ისე და არა ისე, როგორც ეგენი იქცევიან. გპირდებით, რომ მალე ნახავთ შედეგს, თუ რა დღეში ჩავარდებიან ეგენი. არ აქვს მნიშვნელობა, სად იქნებიან, სახლში თუ სადარბაზოში. ვერ დამემალებიან, პასუხს მოვთხოვ ყველას.

ამავე თემაზე კომენტარი ვთხოვეთ "თავისუფალი ზონის" ერთ-ერთ ლიდერს ფარნაოზ ჭკადუას, რომელიც უარყოფს ფიზიკურ დაპირისპირებას "თავისუფალი ზონის" აქტივისტებსა და ტრისტან წითელაშვილს შორის და ამბობს, რომ "თავისუფალი ზონა" საერთოდ არ ყოფილა იქ".

"იმ დროს, როდესაც ინციდენტი მოხდა, "თავისუფალი ზონა" საერთოდ არ ყოფილა იქ, და შესაბამისად, ვერ გეტყვით, ვინ შეასხა ტრისტან წითელაშვილს საღებავი. თუ არ ვცდები, ამ ინციდენტის გამო ვიღაცეები დაკავებული არიან და ალბათ, გავრცელდება კიდევ ინფორმაცია", - ამბობს ფარნაოზ ჭკადუა Ambebi.ge-სთან საუბარში.

იხილეთ ინციდენტის ამსახველი ფოტოები, რომელიც "თავისუფალი ზონის" აქტივისტმა ფარნაოზ ჭკადუამ Facebook-ზე, შემთხვევის ადგილიდან გაავრცელა.

ასევე დაგაინტერებთ| ქართველი ბაიკერების აქცია ვაკის პარკში: რა ხდება პუტინის "ღამის მგლების" მოლოდინში

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

სიახლე!

თუ დაინტრესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია