ვაკის პარკში, სადაც ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიება იმართება, ინციდენტი მოხდა - პოლკოვნიკ ტრისტან წითელაშვილს საღებავი შეასხეს. წითელაშვილის თქმით, მას საღებავი "თავისუფალი ზონის" აქტივისტებმა შეასხეს. წითელაშვილი Ambebi.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ მასსა და "თავისუფალი ზონის" აქტივისტებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა.
გთავაზობთ ინციდენტის ამსახველ ოთხ ფოტოს, რომელიც "თავისუფალი ზონის" ერთ-ერთმა აქტივისტმა, ფარნაოზ ჭკადუამ Facebook-ზე გამოაქვეყნა.
თუ დაინტრესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი.