ნაკურთხი საკვების ბიზნესი თბილისში: რესტორანი, სადაც კლიენტებს ანთებული საკმეველით იზიდავენ

ნაკურთხი საკვების ბიზნესი თბილისში: რესტორანი, სადაც კლიენტებს ანთებული საკმეველით იზიდავენ

ნაკურთხი ზეთით დამზადებული კერძები და რესტორანში ანთებული საკმეველი - ასე ცდილობს ქართულ ბაზარზე ახალი ნიშის დაკავებას ახლადგახსნილი რესტორანი, რომელიც ეკლესიების მეურნეობიდან მიღებული პროდუქციით და ნაკურთხი ზეთით დამზადებულ კერძებს სთავაზობს ქართველ და უცხოელ სტუმრებს.

"ნაკურთხი ზეთისა და ნაკურთხი მარილის ხმარება კერძებში, ნებისმიერი მორწმუნე ადამიანისთვის  ჩვეულებრივი ამბავია. ვემსახურებით სხვა რელიგიის წარმომადგენლებსაც და მათთვის განკუთვნილ მენიუებზეც ვფიქრობთ.

ყველა ქართული რესტორნის აქცენტი ქეიფი და გართობაა, ჩვენ კი აქცენტი სამზარეულოსა და მშვიდ გარემოზე გავაკეთეთ", - ამბობს რესტორნის წარმომადგენელი ნიკოლოზ აღდგომელაშვილი.

ორსართულიან რესტორანში მოწევა დაშვებულია, თუმცა დაწესებულების სტუმრებს არამწეველთა სივრცით სარგებლობაც შეუძლიათ. რესტორნის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მსურველებმა დაბადების დღე, ნათლობა და სხვა საერო თუ საეკლესიო დღესასწაულები უკვე აღნიშნეს.

"სატრაპეზოდ" მისულ სტუმრებს შეუძლიათ ქველმოქმედებაში მიიღონ მონაწილეობა - რესტორანი შემოსული თანხის გარკვეულ ნაწილს ფონდებში რიცხავს. კვების ობიექტის ხელმძღვანელობა დარწმუნებულია, რომ ნაკურთხი საკვების ბიზნესი წარმატებული იქნება.

თამარ კორკოტაშვილი

AMBEBI.GE

იხილეთ ვიდეო

PalitraTV.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია