რუსთაველზე, ძვირადღირებული ტანსაცმლის მაღაზიაში სტალინის დიდი პოსტერი გააკრეს

რუსთაველზე, ძვირადღირებული ტანსაცმლის მაღაზიაში სტალინის დიდი პოსტერი გააკრეს

9 მაისს საქართველოში, ევროპისა და პოსტსაბჭოთა სივრცის ზოგიერთ სახელმწიფოში მეორე მსოფლიო ომში ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების დღე აღინიშნება.

წელს საქართველოში 9 მაისს მეორე მსოფლიო ომის ქართველ ვეტერანებს გამარჯვებიდან 70 წლის იუბილეს არა მარტო ქართველი მოქმედი პოლიტიკოსები, არამედ ისტორიული გმირებიც მიულოცავენ. "გილოცავთ გამარჯვების 70 წლისთავს", - ასეთი წარწერით რუსთაველის გამზირზე ტანსაცმლის მაღაზიის ვიტრინაში არც მეტი არც ნაკლები, იოსებ სტალინის, უინსტონ ჩერჩილისა და ფრანკლინ დელანო რუზველტის ისტორიული ფოტო გამოჩნდა.

ფოტო ქალაქ თეირანში 1943 წელს, თეირანის კონფერენციაზეა გადაღებული, სადაც გერმანიის წინააღმდეგ მებრძოლი მოკავშირე სამი სახელმწიფოს - დიდი ბრიტანეთის, სსრკ-სა და აშშ-ის ლიდერთა შეხვედრა გაიმართა.

რატომ გადაწყვიტეს მსგავსი ბანერით მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისათვის გამარჯვების დღის მილოცვა, მაღაზიაში არ განმარტეს. მაღაზიის კონსულტანტმა და დაცვის თანამშრომლებმა თქვეს, რომ არ იციან, თუ რატომ შეირჩა მაინცდამაინც ეს ფოტო, სადაც სტალინია გამოსახული.

ჯონი პატარკაციშვილი

AMBEBI.GE

იხილეთ ვიდეო

PalitraTV.ge

სიახლე!

თუ დაინტრესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია