კანკალი, თავბრუსხვევა და შიშის შეგრძნება - ექიმების პირველი კომენტარი კარალეთში, 10 მოსწავლის უჩვეულო მოწამვლასთან დაკავშირებით

კანკალი, თავბრუსხვევა და შიშის შეგრძნება - ექიმების პირველი კომენტარი კარალეთში, 10 მოსწავლის უჩვეულო მოწამვლასთან დაკავშირებით

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში გეოლოგები და სამართალდამცველები მუშაობენ. ისინი იმ მიზეზების დადგენას ცდილობენ, რის გამოც სკოლის ათი მოსწავლე, ცხრა გოგონა და ერთი ბიჭი დღეს საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპოდენტი კარალეთიდან იუწყება, ბავშვების სისხლის ანალიზის პასუხი 2 საათში გახდება ცნობილი, თუმცა, წინასწარი ინფორმაციით, ექიმები წყლით და საკვებით მოწამვლას გამორიცხავენ.

ამასთან, ყველა ბავშვს საავადმყოფოში გადაყვანისას აღენიშნებოდა კანკალი, თავბრუსხვევა და შიშის შეგრძნება. დაუზუსტებელი ინფორმაციით, მათ აქვთ ე.წ. დაუდგენელი სუბსტანციის ეფექტი, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს პესტიციდებმა, აქროლადმა ნივთიერებებმა და მედიკამენტების ტოქსიკურმა ეფექტმა.

კარალეთის საჯარო სკოლიდან ათი მოზარდი გორის ბავშვთა საავადმყოფოში დღეს გადაიყვანეს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია