"მაგთის" აბონენტების რაოდენობა მცირდება, "ჯეოსელის" და "ბილაინის" კი იზრდება

"მაგთის" აბონენტების რაოდენობა მცირდება, "ჯეოსელის" და "ბილაინის" კი იზრდება

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველი კვარტალში, "მაგთიკომს" აბონენტების რაოდენობა შეუმცირდა, "ჯეოსელს" და "მობიტელს" ("ბილაინი") კი გაეზარდათ.

ანალიტიკური მონაცამების თანახმად, "მაგთიკომის" აბონენტების რაოდენობა 2015 წლის იანვარიდან მცირდებოდა. მაგალითად, მიმდინარე წლის იანვარში "მაგთიკომს" 1,936,455 აბონენტი ჰყავდა, თებერვალში კი მათი რაოდენობა 1,924,554-მდე შემცირდა. "მაგთიკომს" 21 697 აბონენტი გამოაკლდა მარტშიც და მათმა რაოდენობამ 1,902,857 შეადგინა. საერთო ჯამში, მიმდინარე წლის ინავრიდან მარტამდე, "მაგთიკომის" აბონენტების რაოდენობა 33 598-ით შემცირდა.

მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში აბონენტების რაოდენობა გაეზარდა "ჯეოსელს" _ 1,774,358-დან 1,865,541-მდე. იანვრიდან მარტის ჩათვლით, დაახლოებით 30 ათასი ახალი აბონენტი შეიძინა "მობიტელმა" (ბილაინი) და მარტის მდგომარეობით ამ მობილური ოპერატორის აბონენტების რაოდენობამ 1,243,292 შეადგინა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია