პოპულარული ტელეწამყვანი, შოუმენი და ჟურნალისტი ოთარ ყუშანაშვილი უკრაინაში მიემგზავრება. შესაძლოა, ეს განპირობებული იყოს იმით, რომ მას გარემოს შეცვლა სურს, ვინაიდან ბოლო ხანებში ბევრი უბედურება დაატყდა თავს, - იტყობინება ინტერნეტგამოცემა rambler.ru. თავისი გადაწყვეტილების შესახებ, დაეტოვებინა რუსეთი, წამყვანმა "ლაივჯურნალზე", თავის ოფიციალურ გვერდზე განაცხადა.
dni.ru-ს ცნობით, კიევში ჩასულ ყუშანაშვილს ქვეყნის დატოვება მოსთხოვეს. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. "კიევში მიღიმოდნენ, მაგრამ ქალაქიდან წასვლა მთხოვეს. მე უკვე დიდი ბიჭი ვარ და ბილწსიტყვაობას არ დავიწყებ. საკმაოდ მაღალი ინტელექტი და ცოტა დრო მაქვს იმისვის, რომ გავბრაზდე", - ამბობს ოთარ ყუშანაშვილი მედიასთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ ახლახან ოთარს ძმა გარდაეცვალა. წინასწარი მონაცამებით, ის ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზით გარდაიცვალა. როგორც თავად ოთარმა აღნიშნა, ძმის გარდაცვალების შემდეგ მისთვის არავის დაურეკავს მისასამძიმრებლად და ახლობლებმა ზურგი აქციეს. ამ ყველაფერს კი ის დაემატა, რომ მას ძმის დაკრძალვისთვის ფინანსები არ ეყო.
მომზადებულია dni.ru-ს და rambler.ru-ს ინფორმაციის მიხედვით
ქართული თარგმანი - Ambebi.ge
თუ დაინტრესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი.