მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 70 წელი გავიდა. კაცობრიობას დღემდე თავზარს სცემს ის სისასტიკე, რაც მაშინ ადამიანების თავს დატრიალდა. ამ ომმა მილიონობით ბავშვიც იმსხვერპლა. ძალიან ბევრმა მოზარდმა დღიურებში ასახა ის მოვლენები, რაც მათ თვალწინ განვითარდა. გამოცემაში "ბავშვური წიგნი ომზე" 35 ასეთი დღიური შევიდა. ამ დღიურებს ბავშვები 1941-1945 წლებში ტყვეობაში, ბლოკადაში, საკონცენტრაციო ბანაკებსა თუ ოკუპირებულ ტერიტორიებზე წერდნენ. ფურცელზე გადაჰქონდათ ის ენით აუწერელი სისასტიკე, რის წინაშეც აღმოჩნდნენ. ეს ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული და სულისშემძვრელი დოკუმენტებია კაცობრიობის ისტორიაში. წარმოგიდგენთ ამონარიდებს ამ დღიურებიდან:
• მეორე კატა ყოველგვარი ზიზღის გარეშე შევჭამეთ, კმაყოფილები ვართ, რომ დავნაყრდით. მერე საშინელი შიმშილის დღეები დაიწყო. მაღაზიებში არაფერი აღარაა, არც სახლში, კატებსაც, ეტყობა, სხვებიც ჭამენ. ქუჩაში ერთ მაწანწალა კატასაც ვეღარ იპოვი.
1942 წელი, ლენინგრადის ბლოკადა
• ზედამხედვალმა რვანი შეგვარჩია და გვითხრა, დამკრძალავთა ბრიგადაში იქნებითო. აქამდე დიდი არეულობა იყო, მკვდრები რამდენიმე დღე იწვნენ ბარაკებში. ახლა გვევალება, რომ ადამიანი მოკვდება თუ არა, მაშინვე გავხადოთ, ამოვაცალოთ ოქროს კბილები, ოთხმა კაცმა გავიტანოთ და ბარაკის კართან დავაწვინოთ.
1943 წელი, შტუტჰოფის საკონცენტრაციო ბანაკი.
განაგრძეთ კითხვა