გიორგი კვირიკაშვილი - კარგად დაფიქრდით, როდის აღიარეთ თქვენი შეცდომები, ერთი შემთხვევა მაინც მითხარით

გიორგი კვირიკაშვილი - კარგად დაფიქრდით, როდის აღიარეთ თქვენი შეცდომები, ერთი შემთხვევა მაინც მითხარით

კარგად დაფიქრდით, როდის აღიარეთ თქვენ თქვენი შეცდომები, ერთი შემთხვევა მაინც მითხარით?!, – ასე მიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა საპარლამენტო უმცირესობის წევრებს. გიორგი კვირიკაშვილმა საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრისას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდი გაიხსენა, და განაცხადა, რომ წინა ხელისუფლების პერიოდში ბიზნესმენებზე ხდებოდა ზეწოლა ქონების დათმობის სანაცვლოდ.

"თბილისში დღეს შენდება სასტუმრო "Park Inn By Radisson", რომლის მფლობელსაც დროებითი დაკავების საკანში სკაიპით მიაცემინეს მამამისზე მინდობილობა, რომ ეს ქონება გადაეფორმებინა. ის სამი წლის მანძილზე საქართველოდან იყო წასული, დღეს კი ჩამოვიდა, პროექტი განაახლა და სასტუმროს აშენებს", - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა.

იხილეთ ასევე: გიორგი კვირიკაშვილი - საქართველოში კიდევ რამდენიმე საერთაშორისო სასტუმრო ბრენდი შემოვა

მთავრობა საგადასახადო ლიბერალიზაციის გამოცხადებას გეგმავს

გიორგი კვირიკაშვილი - ჩვენი მოქალაქეების ცხოვრება, დიახ, გაუარესდა და ძალიან ვწუხვართ ამაზე

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."