თათია შარანგიას ცხოვრების სევდიანი პერიოდი - ''ჩემი შვილები შევარდნაძეები არიან...''

თათია შარანგიას ცხოვრების სევდიანი პერიოდი - ''ჩემი შვილები შევარდნაძეები არიან...''

თათია შარანგია ფართო საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ გაიცნო, როდესაც ის ედუარდ შევარდნაძის რძალი გახდა. მოგვიანებით კი თათია სანდრო შელიას გაჰყვა ცოლად.

თათია და სანდრო რამდენიმე წელია, საქართველოში ცხოვრობენ. პიანისტს ბევრი საქველმოქმედო ღონისძიება აქვს დაგეგმილი. 20 აპრილს პირველი დიდი კონცერტი გამართა და შემოსული თანხა შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვების ფონდში გადარიცხა.

- თათია, ცხოვრება ქველმოქმედებას რომ დაუკავშირე, ეს მშობლების დამსახურებაა?

- რა თქმა უნდა, შენში რასაც ჩადებენ, მერე მოულოდნელად იჩენს თავს. შეიძლება, ჩემი ნათქვამი ცუდად ჟღერდეს, მაგრამ ჩემს მშობლებს მართლა ძალიან უყვარდათ სიკეთის კეთება. ბავშვობიდან მქონდა სურვილი, რითაც შევძლებდი, სხვებს დავხმარებოდი. დიდი მასშტაბით მხოლოდ 20 აპრილს მომეცა ბავშვების დახმარების საშუალება.

- რა ხდებოდა შენს ბავშვობაში?

- წარმოშობით აფხაზეთიდან ვარ. ოჯახმა ბევრი პრობლემა გამოვიარეთ. გაგვიჭირდა აფხაზეთის დატოვება. რაც გვქონდა, ყველაფერი სოხუმში დავტოვეთ. ცხოვრება თავიდან დავიწყეთ. მამაჩემმა თბილისში დაიწყო მუშაობა. დედა ექიმია და ისიც მუშაობდა. ხუთი წლის ასაკში მუსიკალურ საბავშვო ბაღში დავიწყე სიარული. ექვსი წლისა შევედი მუსიკალურ კოლეჯში. ჩვეულებრივად ვსწავლობდი სხვადასხვა საგანს, დავდიოდი ცეკვაზე, მაგრამ მუსიკისადმი განსაკუთრებული სიყვარული არ დამიკარგავს.

- მშობლებმა შენი მიყვანა მუსიკალურ ბაღში რატომ გადაწყვიტეს?

- ეს იყო კერძო ბაღი, სადაც ბევრი ჩემი მეგობარი ერთად დავდიოდით. მუსიკოსი ნათესავები არ მყოლია და ოჯახს არ გაუთვლია, რომ მუსიკალურ კარიერას გავიკეთებდი. მუსიკის არაჩვეულებრივი მასწავლებლები შემხვდნენ, რამაც ფაქტობრივად ჩემი მომავალი განაპირობა.

13 წლის რომ ვიყავი, ერთ-ერთი საერთაშორისო კონკურსი საქართველოში ჩატარდა. ფრანგი ქალბატონი იყო ჟიურის ერთ-ერთი წევრი, მას სხვა დროსაც ვყავდი მოსმენილი კონკურსებზე და მირჩია, საფრანგეთში, კონსერვატორიაში წავსულიყავი სასწავლებლად. პარიზში წასვლის ძალიან მეშინოდა. კიდევ ორი დედმამიშვილი მყავს და დედა ვერ წამომყვებოდა, ძალები მოვიკრიბე და თოთხმეტი წლის ასაკში ჩემს ახლობელ მუსიკოსთან ერთად საფრანგეთში გავემგზავრე საცხოვრებლად. ძალიან რთული კონკურსი გავიარე და პარიზის ნაციონალურ კონსერვატორიაში დავიწყე სწავლა. პირველი ქართველი ვიყავი, რომელმაც ეს სასწავლებელი დაამთავრა.

იხილეთ გაგრძელება

ბათუმში მიკროავტობუსი არხში გადავარდა

გაზგამანაწილებელი მცირე კომპანიების ტარიფები დაკორექტირდა

საქართველოში ამინდი გაუარესდება - როგორია უახლოესი დღეების პროგნოზი