"ის ჯერ კიდევ იქ უნდა იყოს ოკუპირებული ქალაქის მცველად" - ირაკლი ალასანია მამას იხსენებს

"ის ჯერ კიდევ იქ უნდა იყოს ოკუპირებული ქალაქის მცველად" - ირაკლი ალასანია მამას იხსენებს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი და "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია სოციალურ ქსელში მოსახლეობას გიორგობას ულოცავს და მამას იხსენებს, ვინაიდან დღეს ის იუბილარია:

"დღეს, 6 მაისს, გიორგობას, არის მამაჩემის, მამია ალასანიას დაბადების დღე. 1993 წელს ჭუბერის გზით ჩემთან ერთად არ წამოვიდა, დარჩა სოხუმის ერთ-ერთ უკანასკნელ მცველად. ბევრი წლის მერე, გადმოსვენების შესაძლებლობა რომ გაჩნდა, ვიგრძენი, ხელი არ უნდა მეხლო. ის ჯერ კიდევ იქ უნდა იყოს ოკუპირებული ქალაქის მცველად. დღე არ გასულა, რომ მისგან გამხნევება და სიმტკიცე არ მეგრძნო. მეამაყება რომ მისი სისხლი და ხორცი ვარ. გიორგობას ვულოცავ სამშობლოს ყველა მცველის ოჯახებს და მთელ საქართველოს".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს