სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
განახლებული დილის გადაცემა რადიო ''პალიტრაზე'' - ''ვერაფრით ვჩერდები, თუკი სიცილი ამიტყდა...''
განახლებული დილის გადაცემა რადიო ''პალიტრაზე'' - ''ვერაფრით ვჩერდები, თუკი სიცილი ამიტყდა...''

თქვენს ბუკ­ლი­კოს რა­დი­ოს მოს­მე­ნა ძა­ლი­ან უყ­ვარს. ალ­ბათ, არ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, თუ გე­ტყვით, რომ კარგ მუ­სი­კას და ახალ ამ­ბებს ყვე­ლა­ზე გემ­რი­ე­ლად და სა­ინ­ტე­რე­სოდ რა­დიო "პა­ლიტ­რა­ზე" გად­მოს­ცე­მენ. დი­ლა­ო­ბით რა­დი­ოს ჩარ­თვა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მა­ხა­ლი­სებს, ჰოდა, ამას წი­ნათ რა­დიო "პა­ლიტ­რა­ზე" რომ გა­დავ­რთე, ხა­ლი­სი­ა­ნი თამ­თა კვა­რა­ცხე­ლი­ას ხმა შე­მო­მეს­მა, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მეთ­ვი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ რა­დი­ოს კვლავ და­უბ­რუნ­და და გა­ნახ­ლე­ბუ­ლი დი­ლის გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნი გახ­და.

"დი­ლის პა­ლიტ­რა­ში" ყვე­ლა­ფე­რია, რაც დღის ამ მო­ნაკ­ვეთ­ში სახ­ლი­დან გა­სულ ადა­მი­ანს შე­იძ­ლე­ბა დას­ჭირ­დეს, ამინ­დის პროგ­ნო­ზი­დან და­წყე­ბუ­ლი, სა­სარ­გებ­ლო რჩე­ვე­ბით დას­რუ­ლე­ბუ­ლი. გა­და­ცე­მის პრო­დი­უ­სე­რი ნა­ტუ­ნა მა­ღა­ლაშ­ვი­ლია, რო­მე­ლიც "პა­ლიტ­რის" გუნდს ახ­ლა­ხან შე­უ­ერ­თდა.

თამ­თა:

- რა­დიო ყო­ველ­თვის მე­ნატ­რე­ბო­და და ამას გულ­წრფე­ლად ვამ­ბობ. ვფიქ­რობ, რა­დი­ო­ში უფრო მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბა გაქვს და ახ­ლოს ხარ მსმე­ნელ­თან, მეტი სა­შუ­ა­ლე­ბაა სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­მო­სა­ხა­ტა­ვად.

ნა­ტუ­ნა:

- თამ­თას დაბ­რუ­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ვი­ტყვი, და­ახ­ლო­ე­ბით ორი კვი­რა მი­წევ­და ზა­რებ­ზე პა­სუ­ხი, მსმე­ნე­ლე­ბი მად­ლო­ბას გვიხ­დიდ­ნენ, რომ მათ საყ­ვა­რელ რა­დი­ოს მათი საყ­ვა­რე­ლი ხმა და­უბ­რუნ­და. მგო­ნი, ის ორი კვი­რა მხო­ლოდ ამით ვი­ყა­ვი და­კა­ვე­ბუ­ლი (იცი­ნის). რაც შე­მე­ხე­ბა მე, არ მქო­ნია რა­დი­ო­ში მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა, აქამ­დე სულ ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ში ვმუ­შა­ობ­დი, მაგ­რამ სულ მა­ინ­ტე­რე­სებ­და ამ ინ­ტი­მუ­რი გა­რე­მოს ნახ­ვა. მარ­თლა ძა­ლი­ან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია და უფრო ახლო კონ­ტაქ­ტია მსმე­ნელ­თან, ამა­ში თამ­თას ვე­თან­ხმე­ბი. ძი­რი­თა­დად, რა­დი­ო­წამ­ყვა­ნებს სა­სი­ა­მოვ­ნო ხმე­ბი აქვთ და ყო­ველ­თვის არის იდუ­მა­ლე­ბის გარ­კვე­უ­ლი მო­მენ­ტი, გა­ინ­ტე­რე­სებს, რო­გო­რია შენი საყ­ვა­რე­ლი წამ­ყვა­ნი გა­რეგ­ნუ­ლად.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

განახლებული დილის გადაცემა რადიო ''პალიტრაზე'' - ''ვერაფრით ვჩერდები, თუკი სიცილი ამიტყდა...''

განახლებული დილის გადაცემა რადიო ''პალიტრაზე'' - ''ვერაფრით ვჩერდები, თუკი სიცილი ამიტყდა...''

თქვენს ბუკლიკოს რადიოს მოსმენა ძალიან უყვარს. ალბათ, არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ კარგ მუსიკას და ახალ ამბებს ყველაზე გემრიელად და საინტერესოდ რადიო ''პალიტრაზე'' გადმოსცემენ. დილაობით რადიოს ჩართვა განსაკუთრებულად მახალისებს, ჰოდა, ამას წინათ რადიო ''პალიტრაზე'' რომ გადავრთე, ხალისიანი თამთა კვარაცხელიას ხმა შემომესმა, რომელიც რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ რადიოს კვლავ დაუბრუნდა და განახლებული დილის გადაცემის წამყვანი გახდა.

''დილის პალიტრაში'' ყველაფერია, რაც დღის ამ მონაკვეთში სახლიდან გასულ ადამიანს შეიძლება დასჭირდეს, ამინდის პროგნოზიდან დაწყებული, სასარგებლო რჩევებით დასრულებული. გადაცემის პროდიუსერი ნატუნა მაღალაშვილია, რომელიც ''პალიტრის'' გუნდს ახლახან შეუერთდა.

თამთა:

- რადიო ყოველთვის მენატრებოდა და ამას გულწრფელად ვამბობ. ვფიქრობ, რადიოში უფრო მეტი თავისუფლება გაქვს და ახლოს ხარ მსმენელთან, მეტი საშუალებაა საკუთარი თავის გამოსახატავად.

ნატუნა:

- თამთას დაბრუნებასთან დაკავშირებით ვიტყვი, დაახლოებით ორი კვირა მიწევდა ზარებზე პასუხი, მსმენელები მადლობას გვიხდიდნენ, რომ მათ საყვარელ რადიოს მათი საყვარელი ხმა დაუბრუნდა. მგონი, ის ორი კვირა მხოლოდ ამით ვიყავი დაკავებული (იცინის). რაც შემეხება მე, არ მქონია რადიოში მუშაობის გამოცდილება, აქამდე სულ ტელევიზიებში ვმუშაობდი, მაგრამ სულ მაინტერესებდა ამ ინტიმური გარემოს ნახვა. მართლა ძალიან განსაკუთრებულია და უფრო ახლო კონტაქტია მსმენელთან, ამაში თამთას ვეთანხმები. ძირითადად, რადიოწამყვანებს სასიამოვნო ხმები აქვთ და ყოველთვის არის იდუმალების გარკვეული მომენტი, გაინტერესებს, როგორია შენი საყვარელი წამყვანი გარეგნულად.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება