ქართველი პოლიტიკოსების ''მარგალიტები'': წელიწად-ნახევრის წინ ჩვენ აღვადგინეთ ძალადობა და უსამართლობა

ქართველი პოლიტიკოსების ''მარგალიტები'': წელიწად-ნახევრის წინ ჩვენ აღვადგინეთ ძალადობა და უსამართლობა

სამწუხაროა, მაგრამ ბოლო დროს ერთადერთი სფერო, სადაც ყოველთვის რაღაც ხდება, პოლიტიკაა. ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს გვახსოვს, როგორ იცვლებოდა პოლიტიკური ცხოვრება ყოველდღიურად, როგორ მიდიოდნენ გადაყენებული მინისტრები საზღვარგარეთ სასწავლებლად ან წლების მერე - ოპოზიციაში და არსებული მთავრობის ლანძღვას იწყებდნენ.

როგორც ჩანს, ''ქართული ოცნების'' მთავრობამ სააკაშვილის ეს შეცდომა გაითვალისწინა და ცდილობს, პოსტიდან გადაყენებული მინისტრები უკმაყოფილო არ დატოვოს და სხვა პოზიციაზე გადაიყვანოს, თუმცა ამ კუთხით გამონაკლისი ირაკლი ალასანია აღმოჩნდა.

ორიოდ კვირაა, პოლიტიკური გარემო განსაკუთრებულად დამძიმდა. თანამდებობიდან გადადგნენ ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი და გარემოს დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი. პოსტი დატოვა სპორტის მინისტრმაც, რომელსაც ბოლო დროს საკუთარ გუნდში გადაემტერნენ და როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, მათი შერიგება ვერ მოახერხა. თუმცა იმ დღეს ლევან ყიფიანის გადადგომის ამბავი დილის საათებში მინისტრის მოადგილის მიერ ჟურნალისტებისთვის ნათქვამმა სიტყვებმა გადაფარა.

''მთელი ღამე ''ჯაყოს ხიზნებს'' ვკითხულობდი და წარმოდგენა არ მაქვს, რა ხდება'', - განაცხადა ყიფიანის მოადგილე ნუგზარ კევლიშვილმა და ჟურნალისტებს თვალი ჩაუკრა.

მოგვიანებით ყიფიანის დამცველებმა მოადგილეს კომენტარი ალეგორიად ჩაუთვალეს, რომლის მიხედვითაც ექსმინისტრი თეიმურაზ ხევისთავად იყო წარმოდგენილი. კითხულობდა თუ არა იმ ღამეს კევლიშვილი ''ჯაყოს ხიზნებს'', ეს ალბათ მხოლოდ მისმა მეუღლემ იცის, თუმცა ფაქტია, პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე იმ დილას მისი კომენტარი არაადეკვატურად გამოჩნდა.

მიხეილ სააკაშვილი:

''ჩვენ მოვახერხეთ ბაკურიანის სრული განათება წელს, მაგრამ მომავალ წელს უფრო გავანათებთ''.

''მეთერთმეტე კლასელთა გამოსაშვებ ბალზე ვიყავი''.

''ყველამ იცოდეს, რომ ოქრუაშვილი ერთი ღამით თითოეულ სამხედრო ბანაკში იქნება მოულოდნელი სტუმარი''.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს