სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
საქართველოში ამერიკული სამხედრო ტექნიკა შემოვიდა
საქართველოში ამერიკული სამხედრო ტექნიკა შემოვიდა

ქარ­თულ-ამე­რი­კუ­ლი ერ­თობ­ლი­ვი სწავ­ლე­ბის­თვის "მა­ღა­ლი დო­ნის პარტნი­ო­რო­ბა" გან­კუთ­ვნი­ლი ამე­რი­კუ­ლი სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კა ბა­თუ­მის პორ­ტში გე­მით უკვე შე­მო­ვი­და.

თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 14 ერ­თე­უ­ლი ქვე­ით­თა საბ­რძო­ლო მან­ქა­ნა "ბრედ­ლი", ლო­გის­ტი­კუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მან­ქა­ნე­ბი და სწავ­ლე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა ეშე­ლო­ნე­ბით დღეს ვა­ზი­ან­ში ჩა­მო­ვა. სწავ­ლე­ბის­თვის სა­ჭი­რო სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კა ვარ­ნა­დან ბა­თუ­მის მი­მარ­თუ­ლე­ბით 2 მა­ისს გა­მო­იგ­ზავ­ნა.

ქარ­თულ-ამე­რი­კუ­ლი ერ­თობ­ლი­ვი სწავ­ლე­ბა "მა­ღა­ლი დო­ნის პარტნი­ო­რო­ბა" (Noble Partner) 11 მა­ისს ვა­ზი­ან­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­იხ­სნე­ბა. სწავ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად ტარ­დე­ბა და ქარ­თუ­ლი ასე­უ­ლის ნა­ტოს სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბის ძა­ლებ­თან და­ახ­ლო­ე­ბას, ასე­ვე ნა­ტოს მო­მა­ვალ ოპე­რა­ცი­ებ­სა და წვრთნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის მზად­ყოფ­ნის ამაღ­ლე­ბას ისა­ხავს მიზ­ნად.

სწავ­ლე­ბა ვა­ზი­ა­ნის სამ­ხედ­რო აე­როდ­რო­მის ტე­რი­ტო­რი­ა­სა და სამ­ხედ­რო პო­ლი­გონ­ზე ჩა­ტარ­დე­ბა. წვრთნა­ში სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის I ქვე­ი­თი ბრი­გა­დის 12-ე ბა­ტა­ლი­ო­ნის "ალფა" ასე­უ­ლი, IV მე­ქა­ნი­ზი­რე­ბუ­ლი ბრი­გა­დის 42-ე ბა­ტა­ლი­ო­ნის I მე­ქა­ნი­ზი­რე­ბუ­ლი ასე­უ­ლი და სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის ოცე­უ­ლი მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

ამე­რი­კის მხრი­დან სწავ­ლე­ბა­ში აშშ-ის არ­მი­ის ჯავ­შანტრან­სპორ­ტი­ო­რე­ბი "ბრედ­ლი" და მე­დე­სან­ტე­ე­ბის ასე­უ­ლე­ბი ჩა­ერ­თვე­ბი­ან.

იხი­ლეთ გა­ლე­რეა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

საქართველოში ამერიკული სამხედრო ტექნიკა შემოვიდა

საქართველოში ამერიკული სამხედრო ტექნიკა შემოვიდა

ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლებისთვის "მაღალი დონის პარტნიორობა" განკუთვნილი ამერიკული სამხედრო ტექნიკა ბათუმის პორტში გემით უკვე შემოვიდა.

თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, 14 ერთეული ქვეითთა საბრძოლო მანქანა "ბრედლი", ლოგისტიკური უზრუნველყოფის მანქანები და სწავლებისთვის განკუთვნილი აღჭურვილობა ეშელონებით დღეს ვაზიანში ჩამოვა. სწავლებისთვის საჭირო სამხედრო ტექნიკა ვარნადან ბათუმის მიმართულებით 2 მაისს გამოიგზავნა.

ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლება "მაღალი დონის პარტნიორობა" (Noble Partner) 11 მაისს ვაზიანში ოფიციალურად გაიხსნება. სწავლება საქართველოში პირველად ტარდება და ქართული ასეულის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებთან დაახლოებას, ასევე ნატოს მომავალ ოპერაციებსა და წვრთნებში მონაწილეობისთვის მზადყოფნის ამაღლებას ისახავს მიზნად.

სწავლება ვაზიანის სამხედრო აეროდრომის ტერიტორიასა და სამხედრო პოლიგონზე ჩატარდება. წვრთნაში საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის 12-ე ბატალიონის "ალფა" ასეული, IV მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის I მექანიზირებული ასეული და სამხედრო პოლიციის ოცეული მიიღებს მონაწილეობას.

ამერიკის მხრიდან სწავლებაში აშშ-ის არმიის ჯავშანტრანსპორტიორები "ბრედლი" და მედესანტეების ასეულები ჩაერთვებიან.

იხილეთ გალერეა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."