სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
შსს-მ ფეხბურთელების დაკავების ამსახველი ვიდეომასალა გაავრცელა
შსს-მ ფეხბურთელების დაკავების ამსახველი ვიდეომასალა გაავრცელა

შსს-მ პირ­ველ ლი­გა­ში მო­ას­პა­რე­ზე ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი და­ა­კა­ვა. ამ თე­მა­ზე შსს-ში ბრი­ფინ­გი გა­ი­მარ­თა. რო­გორც უწყე­ბა­ში აცხა­დე­ბენ, და­კა­ვე­ბუ­ლია პირ­ვე­ლი ლი­გის რამ­დე­ნი­მე გუნ­დის 8 ფეხ­ბურ­თე­ლი. ისი­ნი ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი არი­ან თა­მა­შე­ბის ჩა­წყო­ბა­ში.

უწყე­ბამ ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის და­კა­ვე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლაც გა­ავ­რცე­ლა. გა­სა­ჯა­როვ­და იმ პირ­თა ჩა­მო­ნათ­ვა­ლიც, რომ­ლე­ბიც, შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მოს­ყიდ­ვა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ.

დე­ტა­ლე­ბის­თვის| ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, რომ­ლე­ბიც შსს-მ თა­მა­შე­ბის ჩა­წყო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვა

მომ­დარ­თან და­კავ­ში­რე­ბით მა­ლე­ვე გავ­რცელ­და სა­ქარ­თვე­ლოს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის გან­ცხა­დე­ბაც.

"სამ­წუ­ხა­როდ წარ­სუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა, სა­ხელ­მწი­ფო სტუ­რუქ­ტუ­რე­ბი­სა და სფფ-ის შე­უ­ვა­ლი პო­ზი­ცია ასე­თი ფაქ­ტე­ბის მი­მართ არ იქცა სა­გუ­ლის­ხმო მა­გა­ლი­თად ზო­გი­ერ­თი ფეხ­ბურ­თე­ლის, მწვრთნე­ლი­სა თუ ფეხ­ბურთში და­კა­ვე­ბუ­ლი სხვა პი­რი­სათ­ვის. მათ მი­უ­ხე­და­ვად ბოლო წლებ­ში გა­დად­გმუ­ლი მკაც­რი სა­დამ­სჯე­ლო ნა­ბი­ჯე­ბი­სა, და­ჭე­რე­ბი­სა თუ სა­ფეხ­ბურ­თო ოჯა­ხი­დან მოკ­ვე­თის არა ერთი მა­გა­ლი­თის მი­უ­ხე­და­ვად მა­ინც ვერ გა­ი­თა­ვი­სეს ის რის­კე­ბი და სა­შიშ­რო­ე­ბა, რაც ჩა­წყო­ბი­ლი თა­მა­შე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­სა თუ თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მოს­დევს თან. იმედს გა­მოვ­თქვამთ, რომ ეროვ­ნულ ჩემ­პი­ო­ნატ­ში მო­თა­მა­შე ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი, მწვრთნე­ლე­ბი, მსა­ჯე­ბი თუ კლუ­ბებ­ში და­საქ­მე­ბუ­ლი სხვა პი­რე­ბი სრულ­ფა­სოვ­ნად გა­ი­აზ­რე­ბენ იმ ზი­ა­ნის მას­შტა­ბებს, რაც თი­თო­ე­უ­ლი ასე­თი შემ­თხვე­ვის გა­მოვ­ლე­ნი­სას ქარ­თულ ფეხ­ბურთს ად­გე­ბა და ერთხელ და სა­მუ­და­მოდ უარს იტყვი­ან მსგავს გა­რი­გე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე. მა­ნამ­დე, კი სა­ქარ­თვე­ლოს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცია გა­აგ­რძე­ლებს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას და მხარს და­უ­ჭერს ასეთ ფაქ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე ყვე­ლა პი­რის გა­მოვ­ლე­ნა­სა და კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად დას­ჯის ფაქ­ტებს", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­შია.

იხი­ლეთ და­კა­ვე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლა

თე­მის ყვე­ლა დე­ტა­ლი თეგ­ზე # ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის და­კა­ვე­ბა

სი­ახ­ლე!

თუ და­ინ­ტრე­სე­ბუ­ლი ხართ მხო­ლოდ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თე­მე­ბით და არ გსურთ, მი­ი­ღოთ სხვა, თქვენ­თვის უინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია, მო­ი­წო­ნეთ გვერ­დი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

შსს-მ ფეხბურთელების დაკავების ამსახველი ვიდეომასალა გაავრცელა

შსს-მ ფეხბურთელების დაკავების ამსახველი ვიდეომასალა გაავრცელა

შსს-მ პირველ ლიგაში მოასპარეზე ქართველი ფეხბურთელები დააკავა. ამ თემაზე შსს-ში ბრიფინგი გაიმართა. როგორც უწყებაში აცხადებენ, დაკავებულია პირველი ლიგის რამდენიმე გუნდის 8 ფეხბურთელი. ისინი ბრალდებულები არიან თამაშების ჩაწყობაში.

უწყებამ ფეხბურთელების დაკავების ამსახველი ვიდეომასალაც გაავრცელა. გასაჯაროვდა იმ პირთა ჩამონათვალიც, რომლებიც, შსს-ს ინფორმაციით, მოსყიდვაში მონაწილეობდნენ.

დეტალებისთვის| ქართველი ფეხბურთელების ჩამონათვალი, რომლებიც შსს-მ თამაშების ჩაწყობის ბრალდებით დააკავა

მომდართან დაკავშირებით მალევე გავრცელდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაც.

"სამწუხაროდ წარსული გამოცდილება, სახელმწიფო სტურუქტურებისა და სფფ-ის შეუვალი პოზიცია ასეთი ფაქტების მიმართ არ იქცა საგულისხმო მაგალითად ზოგიერთი ფეხბურთელის, მწვრთნელისა თუ ფეხბურთში დაკავებული სხვა პირისათვის. მათ მიუხედავად ბოლო წლებში გადადგმული მკაცრი სადამსჯელო ნაბიჯებისა, დაჭერებისა თუ საფეხბურთო ოჯახიდან მოკვეთის არა ერთი მაგალითის მიუხედავად მაინც ვერ გაითავისეს ის რისკები და საშიშროება, რაც ჩაწყობილი თამაშების ორგანიზებასა თუ თანამონაწილეობას მოსდევს თან. იმედს გამოვთქვამთ, რომ ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელები, მწვრთნელები, მსაჯები თუ კლუბებში დასაქმებული სხვა პირები სრულფასოვნად გაიაზრებენ იმ ზიანის მასშტაბებს, რაც თითოეული ასეთი შემთხვევის გამოვლენისას ქართულ ფეხბურთს ადგება და ერთხელ და სამუდამოდ უარს იტყვიან მსგავს გარიგებებში მონაწილეობაზე. მანამდე, კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გააგრძელებს ამ მიმართულებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობას და მხარს დაუჭერს ასეთ ფაქტებში მონაწილე ყველა პირის გამოვლენასა და კანონის შესაბამისად დასჯის ფაქტებს", - ნათქვამია განცხადებაშია.

იხილეთ დაკავების ამსახველი ვიდეომასალა

თემის ყველა დეტალი თეგზე # ქართველი ფეხბურთელების დაკავება

სიახლე!

თუ დაინტრესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია