სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ყველა ადამიანს საკუთარი "მე" უნდა ჰქონდეს"
"ყველა ადამიანს საკუთარი "მე" უნდა ჰქონდეს"

ვინ­მეს მი­ბაძ­ვის სურ­ვი­ლი­თა თუ ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბის გამო გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯის შე­დე­გად, ზოგ­ჯერ ადა­მი­ანს ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის მავ­ნე ჩვე­ვე­ბი ლა­მის სა­მუ­და­მოდ უყა­ლიბ­დე­ბა.

სი­გა­რე­ტის, ალ­კოჰო­ლი­სა თუ ნარ­კო­ტი­კის­გან თა­ვის დაღ­წე­ვას ძლი­ე­რი ნე­ბის­ყო­ფა და უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, თა­ვად ადა­მი­ა­ნის სურ­ვი­ლი სჭირ­დე­ბა. გა­დავ­წყვი­ტე, ცნო­ბი­ლე­ბის­თვის და­მე­რე­კა და გა­მერ­კვია, ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­ში­ში რა მავ­ნე ჩვე­ვე­ბი აქვთ? რა აი­ძუ­ლებთ, რომ სა­კუ­თარ სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე შე­უქ­მნან?

სი­მარ­თლე გი­თხრათ, გუ­ლახ­დი­ლი რეს­პონ­დენ­ტე­ბის პოვ­ნა გა­მი­ჭირ­და. ბევ­რმა ამ თე­მა­ზე სა­უბ­რის­გან თავ­შე­კა­ვე­ბა ამ­ჯო­ბი­ნა...

სოფო ბე­დია:

- ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის მავ­ნე ჩვე­ვე­ბი არ მაქვს. ერ­თა­დერ­თი, ყა­ვას ვსვამ, რად­გან ჩემ­თვის ის ტო­ნუს­თან ასო­ცირ­დე­ბა, ენერ­გი­ას მმა­ტებს. ამი­ტომ დი­ლი­დან 1 ჭიქა ყავა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა დავ­ლიო. ვიცი, ამ­ბო­ბენ, რომ ეს ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის კარ­გი არ არის, მაგ­რამ ვერ და­ვე­თან­ხმე­ბი. სა­ერ­თოდ, ჯან­მრთე­ლი ცხოვ­რე­ბის წესს ვერ მივ­დევ - მო­უც­ლე­ლო­ბის გამო, ფიტ­ნეს-ცენ­ტრში სა­ვარ­ჯი­შოდ ვერ დავ­დი­ვარ, მაგ­რამ ვცდი­ლობ, წონა სულ ვა­კონ­ტრო­ლო. ეს თემა ჩემ­თვის ყო­ველ­თვის პრობ­ლე­მა­ტუ­რია. ამი­ტომ ჯან­მრთე­ლად და "წე­სი­ე­რად" ვიკ­ვე­ბე­ბი (იცი­ნის).

- ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის მავ­ნე ჩვე­ვე­ბი შენ გარ­შე­მო მყო­ფებს აქვთ?

- სა­ბედ­ნი­ე­როდ, ჩემი მე­უღ­ლე არა­სო­დეს ეწე­ო­და, მაგ­რამ მო­გეხ­სე­ნე­ბათ, როცა რეს­ტო­რან­ში ვმუ­შა­ობ, ვმღე­რი, იქ ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ეწე­ვა, გა­მო­ნა­ბოლ­ქვი ჩე­მამ­დე მო­დის. ჩათ­ვა­ლეთ, რომ პა­სი­უ­რი მწე­ვე­ლი ვარ. ეს ძა­ლი­ან ცუ­დია, მაგ­რამ სხვა გზა არ არის.

- სი­გა­რე­ტი გა­გი­სინ­ჯავთ?

- კი. უბ­რა­ლოდ, და­ვინ­ტე­რეს­დი და რომ მივ­ხვდი, ეს ცუ­დია, მო­წე­ვის სურ­ვი­ლი აღარც გამ­ჩე­ნია. თან, მსმე­ნია, რომ მომ­ღერ­ლის ხმა­ზე, სუნ­თქვა­ზე სი­გა­რე­ტი ცუ­დად მოქ­მე­დებს. მომ­ღე­რა­ლიც რომ არ იყო, ფილ­ტვე­ბის­თვის მო­წე­ვა ძა­ლი­ან ცუ­დია. ბევ­რი გა­და­ცე­მა მი­ნა­ხავს და ვიცი, რომ მწე­ვე­ლი ადა­მი­ა­ნის ფილ­ტვე­ბი სა­შინ­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. არ მინ­და, მეც მსგავს სი­ტუ­ა­ცი­ა­ში აღ­მოვ­ჩნდე. ზოგს სი­გა­რე­ტი ისე უყ­ვარს, რომ ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მო­სა­ლოდ­ნე­ლი პრობ­ლე­მე­ბი არ აინ­ტე­რე­სებს. სი­გა­რე­ტის კო­ლოფს პირ­და­პირ აწე­რია - "მო­წე­ვა კლავს", მაგ­რამ მა­ინც ყი­დუ­ლო­ბენ და ეწე­ვი­ან.

- ნარ­კო­ტი­კი თუ გა­გი­სინ­ჯავთ?

- უიმე, არა­სო­დეს, ღმერ­თმა და­მი­ფა­როს!.. ნარ­კო­ტი­კე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აქ­ცია-კონ­ცერ­ტში ხში­რად ვმო­ნა­წი­ლე­ობ. ნარ­კო­ტი­კის მოხ­მა­რე­ბას ბევ­რი ცნო­ბი­ლი თუ უც­ნო­ბი, ქარ­თვე­ლი თუ უცხო­ე­ლი ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა და ეს სა­ში­ნე­ლე­ბაა! ამ მხრივ, პრო­პა­გან­დის­ტი ყო­ველ­თვის ვიქ­ნე­ბი, რომ მავ­ნე ჩვე­ვე­ბის­გან (გან­სა­კუთ­რე­ბით - ნარ­კო­ტი­კის მოხ­მა­რე­ბის­გან) თავი ყვე­ლამ შორს და­ი­ჭი­როს.

- რო­გორ ფიქ­რობ, შე­საძ­ლე­ბე­ლია, ადა­მი­ან­მა ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის მავ­ნე ჩვე­ვას თავი სა­ბო­ლო­ოდ და­აღ­წი­ოს?

- ნარ­კო­ტიკ­თან და­კავ­ში­რე­ბით, კომ­პე­ტენ­ტურ პა­სუხს ვერ გაგ­ცემთ. მხო­ლოდ ის ვიცი, რომ თა­ვის და­ნე­ბე­ბას ბევ­რი ცდი­ლობს და ამის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მე­ბიც არ­სე­ბობს. ზოგი ამ სა­ში­ნელ ჩვე­ვას თავს ვერ ანე­ბებს და თუკი შან­სი მი­ე­ცა, ნარ­კო­ტიკს ისევ იღებს... სი­გა­რეტს რაც შე­ე­ხე­ბა: ჩემ ირ­გვლივ ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც ცდი­ლო­ბენ, მო­წე­ვას თავი და­ა­ნე­ბონ, მაგ­რამ ვერ ახერ­ხე­ბენ. ჩემი აზ­რით, მონ­დო­მე­ბის, ძა­ლის­ხმე­ვის, ძლი­ე­რი ნე­ბის­ყო­ფის შე­დე­გად, მო­წე­ვის­თვის თა­ვის და­ნე­ბე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია.

"ყვე­ლა ადა­მი­ანს სა­კუ­თა­რი "მე" უნდა ჰქონ­დეს"

მა­რი­ტა როხ­ვა­ძე:

- მავ­ნე ჩვე­ვე­ბი? არა, არ მქო­ნია... ხომ გა­გი­გო­ნი­ათ, ზოგი თმას, ფრჩხი­ლებს "ჭამს", მე კი მსგავ­სი არა­ფე­რი მა­ხა­სი­ა­თებს... ნარ­კო­ტი­კი ჩემ­თვის ყო­ველ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია. ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მზე ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლიც უარ­ყო­ფით კვალს ტო­ვებს.

- რო­გორ ფიქ­რობ, მავ­ნე ჩვე­ვე­ბი ადა­მი­ანს რო­გორ უყა­ლიბ­დე­ბა?

- ვფიქ­რობ, გა­რე­მო დიდ როლს თა­მა­შობს. პი­რა­დად მე, ისეთ წრე­ში არ მოვ­ხვედ­რილ­ვარ, რომ მა­გა­ლი­თად, ნარ­კო­ტი­კი გა­მე­სინ­ჯა. ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია, მაგ­რამ გა­რე­მო მა­ინც უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია!

- რას ურ­ჩევ მავ­ნე ჩვე­ვე­ვის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს?

- ადა­მი­ანს უძ­ლი­ე­რე­სი ნე­ბის­ყო­ფა უნდა ჰქონ­დეს და გარ­შე­მო მყო­ფებს "პონ­ტის გამო" არ უნდა აჰ­ყვეს. "ყვე­ლა აკე­თებს და მოდი, მეც გა­ვა­კე­თებ" - ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სუ­ლე­ლუ­რად და მი­უ­ღებ­ლად მი­მაჩ­ნია, რად­გან ყვე­ლა ადა­მი­ანს სა­კუ­თა­რი "მე" უნდა ჰქონ­დეს.

- შენს სა­ნაც­ნო­ბო­ში ალ­კოჰოლ­ზე, ნარ­კო­ტიკ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი ან ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის მავ­ნე სხვა თვი­სე­ბის მქო­ნე ვინ­მე გყო­ლია?

- ყვე­ლა­ნა­ი­რად ვცდი­ლობ, თუ ასე­თი ადა­მი­ა­ნი შემ­ხვდე­ბა, და­ვე­ლა­პა­რა­კო, და­ვეხ­მა­რო... ნარ­კო­ტი­კის, ალ­კოჰო­ლუ­რი სასმლის ჭარ­ბი დო­ზით მი­ღე­ბა დამ­ღუპ­ვე­ლია. ჩემ­თვის ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი უნე­ბის­ყო­ფო­ე­ბი, "პონ­ტებს" აყო­ლი­ლე­ბი არი­ან.

მა­ნი­კა ასა­თი­ა­ნი:

- შე­იძ­ლე­ბა, 2 წელი ისე გა­ვი­დეს, წვე­თი ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლი არ დავ­ლიო.

- სი­გა­რეტს ეწე­ვი?

- ცხოვ­რე­ბა­ში არ მო­მი­წე­ვია.

- დის­კო­თე­კა­ზე მსუ­ბუ­ქი ნარ­კო­ტი­კი არ გა­გი­სინ­ჯავს?

- არა. სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯერ დის­კო­თე­კას რა ვუ­თხა­რი, მერე კი­დევ - ნარ­კო­ტიკს (იცი­ნის). ძა­ლი­ან ჯან­სა­ღად ვცხოვ­რობ: დის­კო­თე­კა­ზე, და­ბა­დე­ბის დღე­ზე თუ ქორ­წილ­ში დროს ყო­ველ­თვის ფხი­ზე­ლი ვა­ტა­რებ. ეს ჩემ­მა სა­მე­გობ­რომ იცის. თავ­და­პირ­ვე­ლად, ყვე­ლას უკ­ვირ­და...

- სა­მე­გობ­რო­ში ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი გყავს, ვი­საც მავ­ნე ჩვე­ვე­ბი აქვთ?

- ჰო, სი­გა­რე­ტის მო­წე­ვა ძა­ლი­ან გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მავ­ნე ჩვე­ვაა, ალ­კოჰო­ლიც ბევ­რს უყ­ვარს - ზოგი ამის გა­რე­შე ვერ ერ­თო­ბა. ჩემ­თვის უალ­კოჰო­ლოდ გარ­თო­ბა პრობ­ლე­მას არ წარ­მო­ად­გენს.

- სი­გა­რე­ტის მო­წე­ვის სურ­ვი­ლი არა­სო­დეს გაგ­ჩე­ნია?

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩემ გარ­შე­მო მხო­ლოდ 1-2 ადა­მი­ა­ნია, რო­მე­ლიც არ ეწე­ვა, თა­ვად სი­გა­რე­ტის გა­სინ­ჯვის სურ­ვი­ლი არა­სო­დეს გამ­ჩე­ნია. ნე­ბის­ყო­ფის და­ძაბ­ვა ნამ­დვი­ლად არ მჭირ­დე­ბა, რომ მავ­ნე ჩვე­ვე­ბი არ შე­ვი­ძი­ნო.

- მავ­ნე ჩვე­ვებს რა აყა­ლი­ბებს?

- სი­გა­რე­ტის მო­წე­ვას ძი­რი­თა­დად, ად­რე­ულ ასაკ­ში, გა­უ­აზ­რებ­ლად იწყე­ბენ: თით­ქოს მო­წე­ვა მო­და­შია, ბავ­შვე­ბი ერ­თმა­ნეთს აჰ­ყვე­ბი­ან ხოლ­მე და მშობ­ლე­ბის­გან მა­ლუ­ლად ეწე­ვი­ან. ჩემი აზ­რით, 22-23 წლის არამ­წე­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი მო­წე­ვას არ და­ი­წყებს, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა, გა­მო­ნაკ­ლი­სიც არ­სე­ბობ­დეს... სა­მე­გობ­რო­ში ალ­კოჰოლ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი არ მყავს. 2 კვი­რა­ში ერთხელ, უკეთ გარ­თო­ბის მიზ­ნით და­ლე­ვა პრობ­ლე­მად არ მი­მაჩ­ნია. წე­ღან დის­კო­თე­კა­ზე მსუ­ბუ­ქი ნარ­კო­ტი­კის მი­ღე­ბა ახ­სე­ნე: ჩვენ ყვე­ლა­ფერს "ნარ­კო­ტიკს" ვუ­წო­დებთ, თო­რემ არის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, რაც ადა­მი­ანს ენერ­გი­ას მა­ტებს. მისი იშ­ვი­ა­თად გა­მო­ყე­ნე­ბა სა­გან­გა­შო არ არის, მაგ­რამ უმ­ჯო­ბე­სია, ფხიზ­ლად, ჯან­სა­ღად გა­ვერ­თოთ.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"ყველა ადამიანს საკუთარი "მე" უნდა ჰქონდეს"

"ყველა ადამიანს საკუთარი "მე" უნდა ჰქონდეს"

ვინმეს მიბაძვის სურვილითა თუ ცნობისმოყვარეობის გამო გადადგმული ნაბიჯის შედეგად, ზოგჯერ ადამიანს ჯანმრთელობისთვის მავნე ჩვევები ლამის სამუდამოდ უყალიბდება.

სიგარეტის, ალკოჰოლისა თუ ნარკოტიკისგან თავის დაღწევას ძლიერი ნებისყოფა და უპირველეს ყოვლისა, თავად ადამიანის სურვილი სჭირდება. გადავწყვიტე, ცნობილებისთვის დამერეკა და გამერკვია, ჯანმრთელობისთვის საშიში რა მავნე ჩვევები აქვთ? რა აიძულებთ, რომ საკუთარ სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნან?

სიმართლე გითხრათ, გულახდილი რესპონდენტების პოვნა გამიჭირდა. ბევრმა ამ თემაზე საუბრისგან თავშეკავება ამჯობინა...

სოფო ბედია:

- ჯანმრთელობისთვის მავნე ჩვევები არ მაქვს. ერთადერთი, ყავას ვსვამ, რადგან ჩემთვის ის ტონუსთან ასოცირდება, ენერგიას მმატებს. ამიტომ დილიდან 1 ჭიქა ყავა აუცილებლად უნდა დავლიო. ვიცი, ამბობენ, რომ ეს ჯანმრთელობისთვის კარგი არ არის, მაგრამ ვერ დავეთანხმები. საერთოდ, ჯანმრთელი ცხოვრების წესს ვერ მივდევ - მოუცლელობის გამო, ფიტნეს-ცენტრში სავარჯიშოდ ვერ დავდივარ, მაგრამ ვცდილობ, წონა სულ ვაკონტროლო. ეს თემა ჩემთვის ყოველთვის პრობლემატურია. ამიტომ ჯანმრთელად და "წესიერად" ვიკვებები (იცინის).

- ჯანმრთელობისთვის მავნე ჩვევები შენ გარშემო მყოფებს აქვთ?

- საბედნიეროდ, ჩემი მეუღლე არასოდეს ეწეოდა, მაგრამ მოგეხსენებათ, როცა რესტორანში ვმუშაობ, ვმღერი, იქ ბევრი ადამიანი ეწევა, გამონაბოლქვი ჩემამდე მოდის. ჩათვალეთ, რომ პასიური მწეველი ვარ. ეს ძალიან ცუდია, მაგრამ სხვა გზა არ არის.

- სიგარეტი გაგისინჯავთ?

- კი. უბრალოდ, დავინტერესდი და რომ მივხვდი, ეს ცუდია, მოწევის სურვილი აღარც გამჩენია. თან, მსმენია, რომ მომღერლის ხმაზე, სუნთქვაზე სიგარეტი ცუდად მოქმედებს. მომღერალიც რომ არ იყო, ფილტვებისთვის მოწევა ძალიან ცუდია. ბევრი გადაცემა მინახავს და ვიცი, რომ მწეველი ადამიანის ფილტვები საშინლად გამოიყურება. არ მინდა, მეც მსგავს სიტუაციაში აღმოვჩნდე. ზოგს სიგარეტი ისე უყვარს, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მოსალოდნელი პრობლემები არ აინტერესებს. სიგარეტის კოლოფს პირდაპირ აწერია - "მოწევა კლავს", მაგრამ მაინც ყიდულობენ და ეწევიან.

- ნარკოტიკი თუ გაგისინჯავთ?

- უიმე, არასოდეს, ღმერთმა დამიფაროს!.. ნარკოტიკების საწინააღმდეგო აქცია-კონცერტში ხშირად ვმონაწილეობ. ნარკოტიკის მოხმარებას ბევრი ცნობილი თუ უცნობი, ქართველი თუ უცხოელი ადამიანი ემსხვერპლა და ეს საშინელებაა! ამ მხრივ, პროპაგანდისტი ყოველთვის ვიქნები, რომ მავნე ჩვევებისგან (განსაკუთრებით - ნარკოტიკის მოხმარებისგან) თავი ყველამ შორს დაიჭიროს.

- როგორ ფიქრობ, შესაძლებელია, ადამიანმა ჯანმრთელობისთვის მავნე ჩვევას თავი საბოლოოდ დააღწიოს?

- ნარკოტიკთან დაკავშირებით, კომპეტენტურ პასუხს ვერ გაგცემთ. მხოლოდ ის ვიცი, რომ თავის დანებებას ბევრი ცდილობს და ამისთვის სპეციალური პროგრამებიც არსებობს. ზოგი ამ საშინელ ჩვევას თავს ვერ ანებებს და თუკი შანსი მიეცა, ნარკოტიკს ისევ იღებს... სიგარეტს რაც შეეხება: ჩემ ირგვლივ ისეთი ადამიანები არიან, რომლებიც ცდილობენ, მოწევას თავი დაანებონ, მაგრამ ვერ ახერხებენ. ჩემი აზრით, მონდომების, ძალისხმევის, ძლიერი ნებისყოფის შედეგად, მოწევისთვის თავის დანებება შესაძლებელია.

"ყველა ადამიანს საკუთარი "მე" უნდა ჰქონდეს"

მარიტა როხვაძე:

- მავნე ჩვევები? არა, არ მქონია... ხომ გაგიგონიათ, ზოგი თმას, ფრჩხილებს "ჭამს", მე კი მსგავსი არაფერი მახასიათებს... ნარკოტიკი ჩემთვის ყოველთვის მიუღებელია. ადამიანის ორგანიზმზე ალკოჰოლური სასმელიც უარყოფით კვალს ტოვებს.

- როგორ ფიქრობ, მავნე ჩვევები ადამიანს როგორ უყალიბდება?

- ვფიქრობ, გარემო დიდ როლს თამაშობს. პირადად მე, ისეთ წრეში არ მოვხვედრილვარ, რომ მაგალითად, ნარკოტიკი გამესინჯა. ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, მაგრამ გარემო მაინც უმნიშვნელოვანესია!

- რას ურჩევ მავნე ჩვევევის მქონე ადამიანებს?

- ადამიანს უძლიერესი ნებისყოფა უნდა ჰქონდეს და გარშემო მყოფებს "პონტის გამო" არ უნდა აჰყვეს. "ყველა აკეთებს და მოდი, მეც გავაკეთებ" - ასეთი გადაწყვეტილება სულელურად და მიუღებლად მიმაჩნია, რადგან ყველა ადამიანს საკუთარი "მე" უნდა ჰქონდეს.

- შენს სანაცნობოში ალკოჰოლზე, ნარკოტიკზე დამოკიდებული ან ჯანმრთელობისთვის მავნე სხვა თვისების მქონე ვინმე გყოლია?

- ყველანაირად ვცდილობ, თუ ასეთი ადამიანი შემხვდება, დაველაპარაკო, დავეხმარო... ნარკოტიკის, ალკოჰოლური სასმლის ჭარბი დოზით მიღება დამღუპველია. ჩემთვის ასეთი ადამიანები უნებისყოფოები, "პონტებს" აყოლილები არიან.

მანიკა ასათიანი:

- შეიძლება, 2 წელი ისე გავიდეს, წვეთი ალკოჰოლური სასმელი არ დავლიო.

- სიგარეტს ეწევი?

- ცხოვრებაში არ მომიწევია.

- დისკოთეკაზე მსუბუქი ნარკოტიკი არ გაგისინჯავს?

- არა. საქართველოში ჯერ დისკოთეკას რა ვუთხარი, მერე კიდევ - ნარკოტიკს (იცინის). ძალიან ჯანსაღად ვცხოვრობ: დისკოთეკაზე, დაბადების დღეზე თუ ქორწილში დროს ყოველთვის ფხიზელი ვატარებ. ეს ჩემმა სამეგობრომ იცის. თავდაპირველად, ყველას უკვირდა...

- სამეგობროში ისეთი ადამიანები გყავს, ვისაც მავნე ჩვევები აქვთ?

- ჰო, სიგარეტის მოწევა ძალიან გავრცელებული მავნე ჩვევაა, ალკოჰოლიც ბევრს უყვარს - ზოგი ამის გარეშე ვერ ერთობა. ჩემთვის უალკოჰოლოდ გართობა პრობლემას არ წარმოადგენს.

- სიგარეტის მოწევის სურვილი არასოდეს გაგჩენია?

- მიუხედავად იმისა, რომ ჩემ გარშემო მხოლოდ 1-2 ადამიანია, რომელიც არ ეწევა, თავად სიგარეტის გასინჯვის სურვილი არასოდეს გამჩენია. ნებისყოფის დაძაბვა ნამდვილად არ მჭირდება, რომ მავნე ჩვევები არ შევიძინო.

- მავნე ჩვევებს რა აყალიბებს?

- სიგარეტის მოწევას ძირითადად, ადრეულ ასაკში, გაუაზრებლად იწყებენ: თითქოს მოწევა მოდაშია, ბავშვები ერთმანეთს აჰყვებიან ხოლმე და მშობლებისგან მალულად ეწევიან. ჩემი აზრით, 22-23 წლის არამწეველი ადამიანი მოწევას არ დაიწყებს, მაგრამ შეიძლება, გამონაკლისიც არსებობდეს... სამეგობროში ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანი არ მყავს. 2 კვირაში ერთხელ, უკეთ გართობის მიზნით დალევა პრობლემად არ მიმაჩნია. წეღან დისკოთეკაზე მსუბუქი ნარკოტიკის მიღება ახსენე: ჩვენ ყველაფერს "ნარკოტიკს" ვუწოდებთ, თორემ არის საშუალებები, რაც ადამიანს ენერგიას მატებს. მისი იშვიათად გამოყენება საგანგაშო არ არის, მაგრამ უმჯობესია, ფხიზლად, ჯანსაღად გავერთოთ.

გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება