სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
''X ფაქტორის'' ჟიურის წევრი თამთა გოდუაძე ქართულ პოპულარობას ვერ შეეჩვია
''X ფაქტორის'' ჟიურის წევრი თამთა გოდუაძე ქართულ პოპულარობას ვერ შეეჩვია

"X ფაქ­ტო­რის" ჟი­უ­რის უც­ვლე­ლი წევ­რი აგერ უკვე მე­ო­რე სე­ზო­ნია, სა­ბერ­ძნეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი თამ­თა გო­დუ­ა­ძეა. მან პო­პუ­ლა­რო­ბის გე­მო­უ­ცხო ქვე­ყა­ნა­ში გა­ი­გო, სა­ქარ­თვე­ლო­ში კი სულ მცი­რე ხნის წინ ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­ექტ "X ფაქ­ტო­რის" სა­შუ­ა­ლე­ბით გა­იც­ნო.

თამ­თა სა­ბერ­ძნეთ­ში ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია, იქ ცხოვ­რობს და კა­რი­ე­რის მწვერ­ვა­ლე­ბიც იქ და­ი­პყრო, თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლო­შიც შე­იყ­ვა­რა მა­ყუ­რე­ბელ­მა, ამი­ტომ და­ვინ­ტე­რეს­დით, ხომ არ აპი­რებს კონ­ცერ­ტის გა­მარ­თვას. ამ და სხვა თე­მებ­ზე მას­თან ექ­სკლუ­ზი­უ­რად გა­სა­უბ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა პრო­ექ­ტის კუ­ლი­სებ­ში მოგ­ვე­ცა.

- თამ­თა, რო­გორ გან­წყო­ბა­ზე ხარ, ჩა­წე­რე­ბის შემ­დეგ, სა­ნამ ლა­ი­ვე­ბი და­ი­წყე­ბო­დეს?

- სა­ერ­თო ჯამ­ში, თა­ვად პრო­ექ­ტის და­წყე­ბა, რო­გორც შარ­შან მი­ხა­რო­და, იმა­ზე ნაკ­ლე­ბად კი არა, უფრო მე­ტა­დაც მი­ხა­რია. რაც შე­ე­ხე­ბა მო­ნა­წი­ლე­ებს, ახლა მოვ­რჩით ერთ-ერთი კა­ტე­გო­რი­ის ჩა­წე­რას და იმ­ხე­ლა ენერ­გია და­მე­ხარ­ჯა, ემო­ცი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით, რომ ძა­ლი­ან რთუ­ლი გა­მოდ­გა. შარ­შან არ მახ­სოვს, რომ ასე გამ­ჭირ­ვე­ბო­და ოთხი კონ­კურ­სან­ტის არ­ჩე­ვა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შარ­შა­ნაც ძა­ლი­ან კარ­გი მო­ნა­წი­ლე­ე­ბი იყ­ვნენ, წელს ძა­ლი­ან კარ­გი ნა­კა­დი გვყავს. ემო­ცი­უ­რად "სკა­მე­ბის ეტა­პი" ყვე­ლა­ზე დამ­თრგუნ­ვე­ლი გა­მოდ­გა.

- ჟი­უ­რის ცვლი­ლე­ბა­ზე რას გვე­ტყვი? ძა­ლი­ან ხა­ლი­სობთ ერ­თად.

- სა­ერ­თოდ, მიყ­ვარს ცვლი­ლე­ბე­ბი. სტე­ფა­ნე პრო­ექ­ტში არ გა­მიც­ნია, წლე­ბია, ჩემი მე­გო­ბა­რია. სოფო ტო­რო­შე­ლი­ძე კი "X ფაქ­ტორ­ში" გა­ვი­ცა­ნი და ძა­ლი­ან შე­მიყ­ვარ­და. ჟი­უ­რის შეც­ვლა პრო­დი­უ­სე­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა, ჩემ­თვის - ახა­ლი მე­გობ­რე­ბის შე­ძე­ნა.

- ყვე­ლას უნდა, მის­მა კონ­კურ­სან­ტმა გა­ი­მარ­ჯვოს.

- რა თქმა უნდა, თუმ­ცა მთლი­ა­ნო­ბა­ში არა­ე­გო­ის­ტუ­რად თუ შევ­ხე­დავთ, პრო­ექ­ტი რომ შედ­გეს, მას უნდა ჰყავ­დეს ძლი­ე­რი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი და მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, ვისი კონ­კურ­სან­ტი იქ­ნე­ბა. მაგ­რამ, ბუ­ნებ­რი­ვია, ყვე­ლა ჩვენ­გა­ნი იბ­რძო­ლებს, რომ ეს გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი მისი გუნ­დი­დან იყოს.

- სტრა­ტე­გია თუ გქონ­და წინა ჯერ­ზე და ახლა თუ გაქვს?

- რა­ღაც სტრა­ტე­გი­ას თა­ვი­დან­ვე აყა­ლი­ბებ, მაგ­რამ ლა­ი­ვებ­ზე ბევ­რი რამ იც­ვლე­ბა, ასე რომ, ზუს­ტი და ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ვერ იქ­ნე­ბი. ბევ­რი რამ და­მო­კი­დე­ბუ­ლია კონ­კურ­სანტზე, რას და­დებს ის სცე­ნა­ზე. პი­რა­დად ჩემ­თვის ხალ­ხის აზრს, რე­აქ­ცი­ა­სა და სიყ­ვა­რულს დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. ვნა­ხოთ, გა­და­ვუხ­ვევ თუ არა ჩემს სტრა­ტე­გი­ას (იღი­მის).

- ხალ­ხის აზრს რო­გორ იგებ? სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კი­თხუ­ლობ?

- სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის­მა­ნი­ა­კი არ ვარ, იმას ვგუ­ლის­ხმობ, რომ არ ვუკ­ვირ­დე­ბი ყვე­ლა სი­ტყვას. შე­იძ­ლე­ბა, ზო­გა­დად გა­დავ­ხე­დო და და­ვი­ჭი­რო და­დე­ბი­თი და უარ­ყო­ფი­თი მო­საზ­რე­ბე­ბი. ნე­გა­ტი­უ­რი აზ­რის მოს­მე­ნაც სა­ჭი­როა. მცი­რე დო­ზით მა­ინც თუ შე­ი­ცავს ლო­გი­კას, და­გა­ფიქ­რებს, შე­საძ­ლოა, მა­ნამ­დე ამა­ზე არც გი­ფიქ­რია. არას­დროს მთრგუ­ნავს უარ­ყო­ფი­თი აზრი, ხან­და­ხან გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლიც კია. თუკი პი­რა­დად ჩემ­ზე მე­კი­თხე­ბი, უმა­დუ­რი უნდა ვიყო, რამე რომ ვთქვა, იმ­დე­ნად და­დე­ბი­თი ემო­ცია მო­დის ჩემ­და­მი. მცი­რე­ო­დე­ნი უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა თუ არ­სე­ბობს და ალ­ბათ, იარ­სე­ბებს, ვერ გა­და­წო­ნის ამ კარგ ემო­ცი­ებს. გუ­შინ მინ­დო­და პოს­ტის და­წე­რა ამ თე­მა­ზე. ვი­ფიქ­რე, ვინ­მეს არ ეგო­ნოს, რომ გა­მიზ­ნუ­ლად ვწერ-მეთ­ქი. გულ­წრფე­ლად და გუ­ლით მინ­დო­და ხალ­ხის­თვის მად­ლო­ბის გა­დახ­და. შენი ხალ­ხის სიყ­ვა­რულს სხვა­ნა­ი­რი სიტ­კბო აქვს. ძა­ლი­ან მად­ლო­ბე­ლი ვარ ამის­თვის.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

''X ფაქტორის'' ჟიურის წევრი თამთა გოდუაძე ქართულ პოპულარობას ვერ შეეჩვია

''X ფაქტორის'' ჟიურის წევრი თამთა გოდუაძე ქართულ პოპულარობას ვერ შეეჩვია

"X ფაქტორის'' ჟიურის უცვლელი წევრი აგერ უკვე მეორე სეზონია, საბერძნეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი თამთა გოდუაძეა. მან პოპულარობის გემოუცხო ქვეყანაში გაიგო, საქართველოში კი სულ მცირე ხნის წინ ფართო საზოგადოებამ მუსიკალური პროექტ `X ფაქტორის'' საშუალებით გაიცნო.

თამთა საბერძნეთში ძალიან პოპულარულია, იქ ცხოვრობს და კარიერის მწვერვალებიც იქ დაიპყრო, თუმცა საქართველოშიც შეიყვარა მაყურებელმა, ამიტომ დავინტერესდით, ხომ არ აპირებს კონცერტის გამართვას. ამ და სხვა თემებზე მასთან ექსკლუზიურად გასაუბრების საშუალება პროექტის კულისებში მოგვეცა.

- თამთა, როგორ განწყობაზე ხარ, ჩაწერების შემდეგ, სანამ ლაივები დაიწყებოდეს?

- საერთო ჯამში, თავად პროექტის დაწყება, როგორც შარშან მიხაროდა, იმაზე ნაკლებად კი არა, უფრო მეტადაც მიხარია. რაც შეეხება მონაწილეებს, ახლა მოვრჩით ერთ-ერთი კატეგორიის ჩაწერას და იმხელა ენერგია დამეხარჯა, ემოციური თვალსაზრისით, რომ ძალიან რთული გამოდგა. შარშან არ მახსოვს, რომ ასე გამჭირვებოდა ოთხი კონკურსანტის არჩევა, მიუხედავად იმისა, რომ შარშანაც ძალიან კარგი მონაწილეები იყვნენ, წელს ძალიან კარგი ნაკადი გვყავს. ემოციურად `სკამების ეტაპი'' ყველაზე დამთრგუნველი გამოდგა.

- ჟიურის ცვლილებაზე რას გვეტყვი? ძალიან ხალისობთ ერთად.

- საერთოდ, მიყვარს ცვლილებები. სტეფანე პროექტში არ გამიცნია, წლებია, ჩემი მეგობარია. სოფო ტოროშელიძე კი `X ფაქტორში'' გავიცანი და ძალიან შემიყვარდა. ჟიურის შეცვლა პროდიუსერების გადაწყვეტილებაა, ჩემთვის - ახალი მეგობრების შეძენა.

- ყველას უნდა, მისმა კონკურსანტმა გაიმარჯვოს.

- რა თქმა უნდა, თუმცა მთლიანობაში არაეგოისტურად თუ შევხედავთ, პროექტი რომ შედგეს, მას უნდა ჰყავდეს ძლიერი გამარჯვებული და მნიშვნელობა არ აქვს, ვისი კონკურსანტი იქნება. მაგრამ, ბუნებრივია, ყველა ჩვენგანი იბრძოლებს, რომ ეს გამარჯვებული მისი გუნდიდან იყოს.

- სტრატეგია თუ გქონდა წინა ჯერზე და ახლა თუ გაქვს?

- რაღაც სტრატეგიას თავიდანვე აყალიბებ, მაგრამ ლაივებზე ბევრი რამ იცვლება, ასე რომ, ზუსტი და ჩამოყალიბებული ვერ იქნები. ბევრი რამ დამოკიდებულია კონკურსანტზე, რას დადებს ის სცენაზე. პირადად ჩემთვის ხალხის აზრს, რეაქციასა და სიყვარულს დიდი მნიშვნელობა აქვს. ვნახოთ, გადავუხვევ თუ არა ჩემს სტრატეგიას (იღიმის).

- ხალხის აზრს როგორ იგებ? სოციალურ ქსელში კითხულობ?

- სოციალური ქსელებისმანიაკი არ ვარ, იმას ვგულისხმობ, რომ არ ვუკვირდები ყველა სიტყვას. შეიძლება, ზოგადად გადავხედო და დავიჭირო დადებითი და უარყოფითი მოსაზრებები. ნეგატიური აზრის მოსმენაც საჭიროა. მცირე დოზით მაინც თუ შეიცავს ლოგიკას, დაგაფიქრებს, შესაძლოა, მანამდე ამაზე არც გიფიქრია. არასდროს მთრგუნავს უარყოფითი აზრი, ხანდახან გასათვალისწინებელიც კია. თუკი პირადად ჩემზე მეკითხები, უმადური უნდა ვიყო, რამე რომ ვთქვა, იმდენად დადებითი ემოცია მოდის ჩემდამი. მცირეოდენი უარყოფითი დამოკიდებულება თუ არსებობს და ალბათ, იარსებებს, ვერ გადაწონის ამ კარგ ემოციებს. გუშინ მინდოდა პოსტის დაწერა ამ თემაზე. ვიფიქრე, ვინმეს არ ეგონოს, რომ გამიზნულად ვწერ-მეთქი. გულწრფელად და გულით მინდოდა ხალხისთვის მადლობის გადახდა. შენი ხალხის სიყვარულს სხვანაირი სიტკბო აქვს. ძალიან მადლობელი ვარ ამისთვის.

გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება