გიორგი მარგველაშვილი: "რატომ უნდა ვილაპარაკო ხადურის სინტაქსით?"

გიორგი მარგველაშვილი: "რატომ უნდა ვილაპარაკო ხადურის სინტაქსით?"

რატომ უნდა ვილაპარაკო ხადურის სინტაქსით? - ეს კომენტარი პრეზიდენტმა მარგველაშვილმა გადაცემა "რეაქციაში" ლარის კურსთან და "შოკუნიებთან" დაკავშირებით გააკეთა. მან ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა სერიოზულ სირთულედ შეაფასა და აღნიშნა, რომ სიტუაციის დასტაბილურებისთვის მთავრობის ენერგიული ჩართულობაა საჭირო.

"ეს არის სერიოზული სირთულე. ბუნებრივია, სირთულის ნაწილი გარე ფაქტორებითაა შექმნილი, თუმცა არსებობს მეორე საკითხი – ჩვენ რამდენად ვიყავით მზად იმისთვის, რაც მოსალოდნელი იყო და დოლარის გამყარება მოსალოდნელი იყო, ეს არ არის ფორსმაჟორული ეკონომიკური პროცესი. რამდენად ვიყავით მზად იმისთვის, რომ რუსეთში, უკრაინაში არსებული ეკონომიკური პრობლემები აისახებოდა ჩვენს რეგიონზე?! რამდენად გვქონდა ინფორმაცია, რამდენად მოემზადა ეკონომიკა და ახლა რამდენად არსებობს ეფექტური ნაბიჯები იმასთან მიმართებაში, რომ მეტი უცხოური ინვესტიცია შემოვიდეს და ლარი დასტაბილურდეს. გასაკეთებელი ბევრია და უფრო მეტად ენერგიული ჩართულობაა საჭირო", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

იხილეთ ვიდეო

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."