ახალი აღმოჩენა სუპერმარკეტებში - თუ პროდუქტის საყიდლად ხშირად დადიხართ, მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა

ახალი აღმოჩენა სუპერმარკეტებში - თუ პროდუქტის საყიდლად ხშირად დადიხართ, მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა

ალბათ, იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომელსაც მაღაზიებში, სუპერმარკეტებსა და ბაზარში სიარული არ უწევს. შესაბამისად, თქვენი სამზარეულოს ერთი რომელიმე უჯრა მუდამ სავსე იქნება პოლიეთილენის ცელოფნის პარკებით, რომლებშიც გამყიდველები ამა თუ იმ პროდუქტს გვიდებენ.

ჩვენ მათ მეორე სიცოცხლეს მაშინ ვუბრუნებთ, როდესაც სხვადასხვა დანიშნულებისთვის ვიყენებთ, საბოლოოდ კი ზოგი მათგანი სანაგვეზე ხვდება და ზოგიც ბუნებაში "იდებს" ბინას. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ჩვენი დაუდევრობით დაგდებული ცელოფნის პარკის სრულად გახრწნას ყველაზე მეტი დრო - 200-1000 წელი სჭირდება.

როგორც წესი, პარკებს, რომლებსაც სუპერმარკეტებში გვთავაზობენ, ერთდჯერადი დანიშნულება აქვს, მაგრამ ხშირად ისინი ერთჯერადადაც ვერ ასრულებს "დაკისრებულ მოვალეობას"…

ნაყიდი პროდუქტი ხშირად სახლამდეც ვერ მიგვიტანია, რადგან პარკს ან სახელური სძვრება, ან ძირი. ნერვებთან ერთად კი, ნაყიდი პროდუქტიც ზიანდება. რამდენიმე დღის წინ "ნიკორას" სუპერმარკეტში ვაშლის ფორმის აქსესუარი შევნიშნე, რომელიც გაშლის შემდეგ ნაჭრის მყარ ჩანთად გადაიქცა.

მისი მრავალჯერადი გამოყენება და გარეცხვაცაა შესაძლებელი. მშვენიერი ფერი და ფორმა აქვს, რაც დისკომფორტს არ მიქმნის მისი ტარებისას, იაფია და რაც ყველაზე მთავარია, იგი დაკეცილი სახით სულ მიდევს ხელჩანთაში. არც დიდ ადგილს იკავებს და ძალიან მსუბუქია.

მსგავსი რამ აქამდე არსად შემხვედრია, მიხარია, რომ ნელ-ნელა მომსახურების სფეროში გადავდივართ ცივილურ ფორმებზე და თანაც, ამ ჩანთების შემოღებას, კომფორტის გარდა, ის დიდი იდეა უდევს საფუძვლად, რასაც გარემოზე ზრუნვა ჰქვია.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია