"არ შემიძლია არ ვთქვა, ვიხრჩობი და სუნთქვა მიჭირს" - მოკლული პოლიციელის, ბექა მარგიშვილის მეუღლე განცხადებას ავრცელებს

"არ შემიძლია არ ვთქვა, ვიხრჩობი და სუნთქვა მიჭირს" - მოკლული პოლიციელის, ბექა მარგიშვილის მეუღლე განცხადებას ავრცელებს

4 აპრილს მოკლული პოლიციელის, ბექა მარგიშვილის მეუღლე "ფეისბუქზე" მიმართვას ავრცელებს:

"მივცემ თავს უფლებას და ბექას გვერდიდან მოგმართავთ ყველას!!! (იმას რასაც ბექა იტყოდა)....ხანდახან სიტყვების პოვნა რთულია, რადგან უბრალოდ არ იცი რა თქვა, მაგრამ ეს შემთხვევა განსაკუთრებულია არ შემიძლია არ ვთქვა ვიხრჩობი და სუნთქვა მიჭირს.... ჩვენი ოჯახი დიდი ხანია ქირით ვცხოვრობთ და რაღა დავმალოთ და ოცნებად გვქონდა ქცეული ჩვენი მყუდრო ბინა, ადგილი სადაც ჩვენი ოჯახი დიდი სიყვარულით იცხოვრებდა.... თუმცა ჩვენ ყველგან ბედნიერები ვიყავით.

ჩემთვის, როგორც ბექას მეუღლისთვის ეს დიდი სიხარული და ჩემი ოცნება ტკივილნარევია, რადგან ბექას გარეშე ყველაფერი უბრალოდ არაფერია, თუმცა არ შემიძლია არ ავღნიშნო ამ ადამიანების ასე თავდადებული გვერდში დგომა და გამხნევება. მე ვხედავ საქართველოს ჩემს გულშემატკივრად და ჩემი ბექას გულწრფელად დამტირალს.... მადლობელი ვარ ყველაფრისთვის.... ღმერთმა გაშოროთ ყოველგვარი განსაცდელი", - წერს მარგიშვილის მეუღლე.

შეგახსენებთ, რომ შსს-ს ისან-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი და დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებელი ვალერიან გრძელიშვილი 4 აპრილს, საღამოს საათებში, თბილისში, ვარკეთილის მეტროსთან, ჯავახეთის ქუჩაზე, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, რა დროსაც მათ გადამოწმების მიზნით შალვა აბულაძე შეაჩერეს. შალვა აბულაძემ მოულოდნელად პოლიციელების მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად ორივე სამართალდამცველი დაიჭრა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ბექა მარგიშვილი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

იხილეთ ვიდეო: როგორ გამოიყურება ბინა, რომელიც შსს-მ ბექა მარგიშვილის ოჯახს გადასცა

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს