სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
გაათავისუფლებენ თუ არა მინდია ჯანელიძეს თანამდებობიდან - მინისტრი კომენტარს არ აკეთებს
გაათავისუფლებენ თუ არა მინდია ჯანელიძეს თანამდებობიდან - მინისტრი კომენტარს არ აკეთებს

სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა მინ­დია ჯა­ნე­ლი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან მის შე­საძ­ლო გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტა­რი არ გა­ა­კე­თა.

მინ­დია ჯა­ნე­ლი­ძემ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში გა­მარ­თუ­ლი სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბა კო­მენ­ტა­რის გა­რე­შე და­ტო­ვა. ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი შე­ე­ცად­ნენ, მის­თვის ეკი­თხათ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც მინ­დია ჯა­ნე­ლი­ძეს თინა ხი­და­შე­ლი შეც­ვლის, თუმ­ცა ის ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან არ გა­ჩერ­და და კო­მენ­ტა­რი არ გა­ა­კე­თა.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის ახალ შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­საძ­ლოა მინ­დია ჯა­ნე­ლი­ძე აღარ მოხ­ვდეს და ის თინა ხი­და­შელ­მა შეც­ვა­ლოს. თა­ვად ხი­და­შე­ლი თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის პოსტზე მის კან­დი­და­ტუ­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტარს არ აკე­თებს.

რო­გორც ხი­და­შელ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, მი­ნის­ტრებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას თა­ვად პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი გა­ა­კე­თებს.

"ვე­რა­ფერს გე­ტყვით, რად­გან პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი თა­ვად გა­ა­კე­თებს გან­ცხა­დე­ბას. მე დღეს უკვე გა­ვა­კე­თე კო­მენ­ტა­რი, რომ კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს მთავ­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ბევრ თე­მა­ზე. ამა­ზე პრე­მი­ე­რი თა­ვად გა­ა­კე­თებს გან­ცხა­დე­ბას. რო­დე­საც ხარ პო­ლი­ტი­კა­ში, ყვე­ლა­ფერს ეთან­ხმე­ბი", - აღ­ნიშ­ნა თინა ხი­და­შელ­მა.

პრე­მი­ერ­მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის ახალ შე­მად­გენ­ლო­ბას ხვალ, 10:00 სა­ათ­ზე და­ა­სა­ხე­ლებს. პრე­მი­ერ­მა, გუ­შინ­დელ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, რომ მთავ­რო­ბა­ში მხო­ლოდ ორი ახა­ლი მი­ნის­ტრი იქ­ნე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

გაათავისუფლებენ თუ არა მინდია ჯანელიძეს თანამდებობიდან - მინისტრი კომენტარს არ აკეთებს

გაათავისუფლებენ თუ არა მინდია ჯანელიძეს თანამდებობიდან - მინისტრი კომენტარს არ აკეთებს

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ ჟურნალისტებთან მის შესაძლო გათავისუფლებასთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთა.

მინდია ჯანელიძემ თავდაცვის სამინისტროში გამართული საზეიმო ღონისძიება კომენტარის გარეშე დატოვა. ჟურნალისტები შეეცადნენ, მისთვის ეკითხათ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც მინდია ჯანელიძეს თინა ხიდაშელი შეცვლის, თუმცა ის ჟურნალისტებთან არ გაჩერდა და კომენტარი არ გააკეთა.

გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობაში შესაძლოა მინდია ჯანელიძე აღარ მოხვდეს და ის თინა ხიდაშელმა შეცვალოს. თავად ხიდაშელი თავდაცვის მინისტრის პოსტზე მის კანდიდატურასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.

როგორც ხიდაშელმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მინისტრებთან დაკავშირებით განცხადებას თავად პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გააკეთებს.

"ვერაფერს გეტყვით, რადგან პრემიერ-მინისტრი თავად გააკეთებს განცხადებას. მე დღეს უკვე გავაკეთე კომენტარი, რომ კონსულტაციები მიმდინარეობს მთავრობასთან დაკავშირებით ბევრ თემაზე. ამაზე პრემიერი თავად გააკეთებს განცხადებას. როდესაც ხარ პოლიტიკაში, ყველაფერს ეთანხმები", - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას ხვალ, 10:00 საათზე დაასახელებს. პრემიერმა, გუშინდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მთავრობაში მხოლოდ ორი ახალი მინისტრი იქნება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."