ვახტანგ კაპანაძე - არ აქვს მნიშვნელობა არც სქესს, არც ეროვნებას, მთავარია საქართველოს წარმატებით ემსახურებოდეს

ვახტანგ კაპანაძე - არ აქვს მნიშვნელობა არც სქესს, არც ეროვნებას, მთავარია საქართველოს წარმატებით ემსახურებოდეს

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროს ვახტანგ კაპანაძეს თავდაცვის მინისტრის შესაძლო შეცვლასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს.

როგორც კაპანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის მზად არის თავდაცვის ნებისმიერ მინისტრთან ითანამშრომლოს. "ნებისმიერ თავდაცვის მინისტრთან მზად ვარ ვითანამშრომლო. არ აქვს მნიშვნელობა არც სქესს, არც ეროვნებას, მთავარია საქართველოს წარმატებით ემსახურებოდეს", - განაცხადა კაპანაძემ. მისივე თქმით, პოლიტიკაში ჩარევა მისი კომპეტენცია არ არის.

გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობაში შესაძლოა მინდია ჯანელიძე აღარ მოხვდეს და ის თინა ხიდაშელმა შეცვალოს. თავად ხიდაშელი თავდაცვის მინისტრის პოსტზე მის კანდიდატურასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.

როგორც ხიდაშელმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მინისტრებთან დაკავშირებით განცხადებას თავად პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გააკეთებს.

"ვერაფერს გეტყვით, რადგან პრემიერ-მინისტრი თავად გააკეთებს განცხადებას. მე დღეს უკვე გავაკეთე კომენტარი, რომ კონსულტაციები მიმდინარეობს მთავრობასთან დაკავშირებით ბევრ თემაზე. ამაზე პრემიერი თავად გააკეთებს განცხადებას. როდესაც ხარ პოლიტიკაში, ყველაფერს ეთანხმები", - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას ხვალ, 10:00 საათზე დაასახელებს. პრემიერმა, გუშინდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მთავრობაში მხოლოდ ორი ახალი მინისტრი იქნება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."