სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
''როცა ქალს შენთან რაღაც არ გამოსდის, აუცილებლად იტყვის, რომ გეი ხარ'' - ნოდიკო ტატიშვილი
''როცა ქალს შენთან რაღაც არ გამოსდის, აუცილებლად იტყვის, რომ გეი ხარ'' - ნოდიკო ტატიშვილი

ნო­დი­კო ტა­ტიშ­ვილ­თან ინ­ტერ­ვიუ ტრა­დი­ცი­ე­ბის თე­მა­ზე ჩავ­წე­რეთ. სხვა და­ნარ­ჩენ­თან ერ­თად ოჯა­ხუ­რი ტრა­დი­ცი­ე­ბიც გან­ვი­ხი­ლეთ. როცა ვკი­თხეთ, რო­გო­რია მის­თვის ნამ­დვი­ლი ქარ­თვე­ლი ქალი, ასე­თი პა­სუ­ხი გამ­ცა: "დე­და­ჩე­მი ეტა­ლო­ნია ჩემ­თვის..."

- ძა­ლი­ან ტრა­დი­ცი­ულ ოჯახ­ში გა­ვი­ზარ­დე, ტრა­დი­ცი­ე­ბი ქარ­თვე­ლებს თით­ქოს შე­სის­ხლხორ­ცე­ბუ­ლი გვაქვს. ბევ­რი ტრა­დი­ცია მარ­თლაც სა­ა­მა­ყოა და არ მინ­და, და­ი­კარ­გოს. მა­გა­ლი­თად, ჩვენ­თვის ძა­ლი­ან სა­ა­მა­ყო ტრა­დი­ცი­აა ძმო­ბა, დედ­მა­მიშ­ვი­ლო­ბა, დე­დაშ­ვი­ლო­ბა. მომ­წონს ქარ­თუ­ლი სუფ­რის ტრა­დი­ცია, ოღონდ მე იმ ტრა­დი­ცი­ა­ზე ვსა­უბ­რობ, რო­მელ­ზეც ყვე­ლა სტუ­მა­რი გიჟ­დე­ბა და არა ღრე­ო­ბა­ზე და იმ­დე­ნის სმა­ზე, ბო­ლოს სა­ცივ­ში რომ დე­ბენ თავს. ასე­ვე ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცის ურ­თი­ერ­თო­ბის ძა­ლი­ან კარ­გი ტრა­დი­ცი­ე­ბი გვაქვს. გა­სა­გე­ბია, რომ ქალი სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნია, მაგ­რამ ოჯახ­ში რომ კაცი უნდა იყოს უფ­რო­სი და მან უნდა მარ­თოს - ეს მომ­წონს, ოღონდ, რა თქმა უნდა, აუ­ცი­ლებ­ლად ქა­ლის გამ­ჭრი­ახ გო­ნე­ბას­თან ერ­თად. მა­ღი­ზი­ა­ნებს ის ტრა­დი­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც XXI სა­უ­კუ­ნე­ში მა­ხინჯდე­ბა. ძა­ლი­ან დიდი გან­საც­დე­ლი აქვს სა­ქარ­თვე­ლოს, არ ვიცი, ასე რამ გა­ა­ბო­რო­ტა ხალ­ხი, თავ­ნე­ბო­ბა ისევ მო­წო­დე­ბის სი-მაღ­ლე­ზეა, რო­გორც ადრე, ჩემი ბავშ-ვო­ბის პე­რი­ოდ­ში. თით­ქოს ძმა­კა­ცო­ბის ტრა­დი­ცი­აც კი და­ი­კარ­გა, ძმა­კაც­მა ძმა­კა­ცი შე­იძ­ლე­ბა, სხვა­დას­ხვა პოლი-ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბის გამო და­კარ­გოს.

- ოჯა­ხის შექ­მნის ტრა­დი­ცი­ა­სა და ქორ­წი­ნე­ბამ­დე თა­ნა­ცხოვ­რე­ბა­ზე მა­ინ­ტე­რე­სებს შენი აზრი.

- რამ­დე­ნი­მე წლის წინ იყო პე­რი­ო­დი, როცა თა­ნა­ცხოვ­რე­ბა ქორ­წი­ნე­ბამ­დე ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი იყო, მაგ­რამ უკვე დიდი ხა­ნია მივ­ხვდი, რომ ეს კარ­გი­ცაა. ოღონდ ამას გა­მოც­დის სახე არ უნდა მი­ე­ცეს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რე­ლი­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით წი­ნას­წა­რი თა­ნა­ცხოვ­რე­ბა ჯვრის­წე­რის გა­რე­შე მრუ­შო­ბაა და მი­უ­ღე­ბე­ლია, მა­ინც მგო­ნია, რომ თუ ორ ადა­მი­ანს უნდა ერ­თად ცხოვ­რე­ბა იმი­ტომ, რომ ერ­თმა­ნე­თი ძა­ლი­ან უყ­ვართ, ეს უნდა გა­ა­კე­თონ. თუმ­ცა, როცა ადა­მი­ა­ნი გიყ­ვარს, მაგ­რამ ბო­ლომ­დე არაა ხელ­მი­საწ­ვდო­მი შენ­თვის, შეყ­ვა­რე­ბუ­ლო­ბის ეტა­პი კი ქორ­წი­ლი­თა და ჯვრის­წე­რით გვირ­გვინ­დე­ბა, ამა­საც თა­ვი­სი ხიბ­ლი აქვს. ხე­ლის თხო­ვაც არაა ცუდი ტრა­დი­ცია, ბავ­შვო­ბი­დან სულ ვამ­ბობ­დი, ამას არ გა­ვა­კე­თებ-მეთ­ქი, თით­ქოს მე­უ­ხერ­ხუ­ლე­ბა ხე­ლის თხო­ვა, მაგ­რამ არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, ასეც მო­ვიქ­ცე, ნათ­ქვა­მია, არა­სო­დეს თქვა არა­სო­დე­სო.

- რას ნიშ­ნავს შენ­თვის პა­ტი­ო­სა­ნი ქალი?

- ქალი არ უნდა იყოს როს­კი­პი, მე­ძა­ვი არც გო­ნე­ბით და არც სხე­უ­ლით, ეს პირ­და­პირ რომ გი­თხრა და მარ­ტი­ვად. ჩემ­თვის აფე­რის­ტი, ცბი­ე­რი ქალი იგი­ვე მე­ძა­ვია. თუ ქალს ჰყავ­და შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, ჰქონ­და მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, ან ჰყავ­და ქმა­რი და არ გა­უ­მარ­თლა, ეს ჩემ­თვის გა­სა­გე­ბია. მხო­ლოდ სექ­სუ­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბით არ გა­ნი­სა­ზღვრე­ბა პა­ტი­ოს­ნე­ბა.

- კაცს რა­ტომ ეპა­ტი­ე­ბა ღა­ლა­ტი, ქა­ლის­გან გან­სხვა­ვე­ბით?

- ლო­გი­კუ­რად რომ მივ­ყვეთ, ისე­ვე არ ეპა­ტი­ე­ბა კაცს, რო­გორც ქალს. მყავს რამ­დე­ნი­მე ძმა­კა­ცი, რო­მელ­თაც ოჯა­ხის შექ­მნის შემ­დეგ გვერ­დზე არ გა­უ­ხე­დავთ. ამას ვა­ფა­სებ. მგო­ნია, რომ მეც ასე ვიქ­ნე­ბი. როცა შე­მიყ­ვარ­დე­ბა ქალი სი­ცო­ცხლე­ზე მე­ტად და მას და­ვუ­კავ­ში­რებ ჩემს ცხოვ­რე­ბას, არ მო­მინ­დე­ბა გვერ­დით გა­ხედ­ვა, თუმ­ცა ძნე­ლია ამა­ზე უა­რის თქმა, მით უმე­ტეს, როცა ინი­ცი­ა­ტი­ვა მო­დის ლა­მა­ზი, სექ­სუ­ა­ლუ­რი, მიმ­ზიდ­ვე­ლი ქა­ლის­გან.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

''როცა ქალს შენთან რაღაც არ გამოსდის, აუცილებლად იტყვის, რომ გეი ხარ'' - ნოდიკო ტატიშვილი

''როცა ქალს შენთან რაღაც არ გამოსდის, აუცილებლად იტყვის, რომ გეი ხარ'' - ნოდიკო ტატიშვილი

ნოდიკო ტატიშვილთან ინტერვიუ ტრადიციების თემაზე ჩავწერეთ. სხვა დანარჩენთან ერთად ოჯახური ტრადიციებიც განვიხილეთ. როცა ვკითხეთ, როგორია მისთვის ნამდვილი ქართველი ქალი, ასეთი პასუხი გამცა: ''დედაჩემი ეტალონია ჩემთვის...''

- ძალიან ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე, ტრადიციები ქართველებს თითქოს შესისხლხორცებული გვაქვს. ბევრი ტრადიცია მართლაც საამაყოა და არ მინდა, დაიკარგოს. მაგალითად, ჩვენთვის ძალიან საამაყო ტრადიციაა ძმობა, დედმამიშვილობა, დედაშვილობა. მომწონს ქართული სუფრის ტრადიცია, ოღონდ მე იმ ტრადიციაზე ვსაუბრობ, რომელზეც ყველა სტუმარი გიჟდება და არა ღრეობაზე და იმდენის სმაზე, ბოლოს საცივში რომ დებენ თავს. ასევე ქალისა და მამაკაცის ურთიერთობის ძალიან კარგი ტრადიციები გვაქვს. გასაგებია, რომ ქალი სრულუფლებიანია, მაგრამ ოჯახში რომ კაცი უნდა იყოს უფროსი და მან უნდა მართოს - ეს მომწონს, ოღონდ, რა თქმა უნდა, აუცილებლად ქალის გამჭრიახ გონებასთან ერთად. მაღიზიანებს ის ტრადიციები, რომლებიც XXI საუკუნეში მახინჯდება. ძალიან დიდი განსაცდელი აქვს საქართველოს, არ ვიცი, ასე რამ გააბოროტა ხალხი, თავნებობა ისევ მოწოდების სი-მაღლეზეა, როგორც ადრე, ჩემი ბავშ-ვობის პერიოდში. თითქოს ძმაკაცობის ტრადიციაც კი დაიკარგა, ძმაკაცმა ძმაკაცი შეიძლება, სხვადასხვა პოლი-ტიკური შეხედულების გამო დაკარგოს.

- ოჯახის შექმნის ტრადიციასა და ქორწინებამდე თანაცხოვრებაზე მაინტერესებს შენი აზრი.

- რამდენიმე წლის წინ იყო პერიოდი, როცა თანაცხოვრება ქორწინებამდე ჩემთვის მიუღებელი იყო, მაგრამ უკვე დიდი ხანია მივხვდი, რომ ეს კარგიცაა. ოღონდ ამას გამოცდის სახე არ უნდა მიეცეს. მიუხედავად იმისა, რომ რელიგიური თვალსაზრისით წინასწარი თანაცხოვრება ჯვრისწერის გარეშე მრუშობაა და მიუღებელია, მაინც მგონია, რომ თუ ორ ადამიანს უნდა ერთად ცხოვრება იმიტომ, რომ ერთმანეთი ძალიან უყვართ, ეს უნდა გააკეთონ. თუმცა, როცა ადამიანი გიყვარს, მაგრამ ბოლომდე არაა ხელმისაწვდომი შენთვის, შეყვარებულობის ეტაპი კი ქორწილითა და ჯვრისწერით გვირგვინდება, ამასაც თავისი ხიბლი აქვს. ხელის თხოვაც არაა ცუდი ტრადიცია, ბავშვობიდან სულ ვამბობდი, ამას არ გავაკეთებ-მეთქი, თითქოს მეუხერხულება ხელის თხოვა, მაგრამ არაა გამორიცხული, ასეც მოვიქცე, ნათქვამია, არასოდეს თქვა არასოდესო.

- რას ნიშნავს შენთვის პატიოსანი ქალი?

- ქალი არ უნდა იყოს როსკიპი, მეძავი არც გონებით და არც სხეულით, ეს პირდაპირ რომ გითხრა და მარტივად. ჩემთვის აფერისტი, ცბიერი ქალი იგივე მეძავია. თუ ქალს ჰყავდა შეყვარებული, ჰქონდა მასთან ურთიერთობა, ან ჰყავდა ქმარი და არ გაუმართლა, ეს ჩემთვის გასაგებია. მხოლოდ სექსუალური ცხოვრებით არ განისაზღვრება პატიოსნება.

- კაცს რატომ ეპატიება ღალატი, ქალისგან განსხვავებით?

- ლოგიკურად რომ მივყვეთ, ისევე არ ეპატიება კაცს, როგორც ქალს. მყავს რამდენიმე ძმაკაცი, რომელთაც ოჯახის შექმნის შემდეგ გვერდზე არ გაუხედავთ. ამას ვაფასებ. მგონია, რომ მეც ასე ვიქნები. როცა შემიყვარდება ქალი სიცოცხლეზე მეტად და მას დავუკავშირებ ჩემს ცხოვრებას, არ მომინდება გვერდით გახედვა, თუმცა ძნელია ამაზე უარის თქმა, მით უმეტეს, როცა ინიციატივა მოდის ლამაზი, სექსუალური, მიმზიდველი ქალისგან.

იხილეთ გაგრძელება

როგორ გამოიყურება კერძო სახლი ბათუმში, რომელიც 10 მლნ ლარამდე ღირს - ნახეთ ფოტოები

5 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით "დაბნელებების დერეფანია" - რა უნდა ვიცოდეთ ამ ერთ თვესთან დაკავშირებით

ბადრი ვადაჭკორიას ულამაზესი ფოტოები დენდროლოგიური პარკიდან, რომელიც 15 ივლისიდან იხსნება