ქართველები რუსეთ-უკრაინის ომში

ქართველები რუსეთ-უკრაინის ომში

ერთწლიან ომში სამი ქართველი მებრძოლი დაიღუპა, ათზე მეტი დაიჭრა, არანაკლებ ხუთმა მძიმე ტყვეობა გაიარა...

ერთი წელი შესრულდა, რაც უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, დონბასში, საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. მიუხედავად ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებისა (რომელსაც ორი თვის წინ მინსკის მეორე შეხვედრაზე მოაწერეს ხელი), ყველა წინა პირობა არსებობს, რომ უახლოეს პერიოდში ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები განახლდება.

რუსეთის ხელისუფლება უკან დახევას ან შეჩერებას არ აპირებს­, რადგან პრეზიდენტ პუტინის სტრატეგიული მიზანი უკრაინის რუსეთის პოლიტიკური გავლენის სფეროში დაბრუნებაა, რის მისაღწევად მოსკოვი არც რესურსებს იშურებს და არც თავისი მოქალაქეების სიცოცხლეს უფრთხილდება. ამის გათვალისწინებით, მაისიდან აღმოსავლეთ უკრაინაში ფართომასშტაბიანი ბრძოლების განახლება, ალბათ, გარდაუვალია.

ეს ყველაფერი კი საქართველოსაც ეხება. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ უკრაინაში შეჭრილ რუსეთს უკვე მეშვიდე წელია, ჩვენი ქვეყნის ორი რეგიონი აქვს ოკუპირებული და თანაც - ერთი წელია, უკრაინის დამოუკიდებლობისთვის საქართველოს მოქალაქეებიც იბრძვიან.

ამ ერთ წელში, სამწუხაროდ, უკვე სამი მებრძოლი დაგვეღუპა, ათზე მეტი დაიჭრა, ხუთმა კი მძიმე ტყვეობაც გამოიარა. ეს ციფრები ერთი შეხედვით უმნიშვნელოა იმ დანაკარგებთან შედარებით, რაც უკრაინელებმა განიცადეს, მაგრამ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაახლოებით 100-120 საქართველოს მოქალაქე იბრძოდა და ამ რაოდენობისთვის ზემოხსენებული დანაკარგი ცოტა არ არის.

ქართველთაგან ვინ იბრძვის ან ეხმარება უკრაინელებს საბრძოლო დანაყოფების მომზადებაში?

ძირითადად, ისინი, ვისაც თავის დროზე ურთიერთობა ჰქონდათ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და მის ხელისუფლებასთან (ყოველ შემთხვევაში, უკრაინიდან წამოსული, ხშირად - პროპაგანდისტული ხასიათის ინფორმაციით ასე ჩანს.

იხილეთ გაგრძელება

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."