სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ვინ არის CNN-ისა და FOX NEWS-ის ქართველი ჟურნალისტი
ვინ არის CNN-ისა და FOX NEWS-ის ქართველი ჟურნალისტი

"ამე­რი­კა­ში ბა­ლე­ტის ტურ­მა ჟურ­ნა­ლის­ტი­კით და­მა­ინ­ტე­რე­სა"

"კვი­რის პა­ლიტ­რას" ექ­სკლუ­ზი­უ­რად ესა­უბ­რა ჟურ­ნა­ლის­ტი ნუნუ ჯა­ფა­რი­ძე, რო­მე­ლიც, ჯერ­ჯე­რო­ბით, ერ­თა­დერ­თი ქარ­თვე­ლია, ვინც ყვე­ლა ჟურ­ნა­ლის­ტის სა­ოც­ნე­ბო CNN-ში მუ­შა­ობ­და, ამ­ჟა­მად კი FOX NEWS-ის ყვე­ლა­ზე რე­ი­ტინ­გუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი შოუს პრო­დი­უ­სე­რია. რო­გორ მი­აღ­წია მი­ზანს და რას უსურ­ვებს "კვი­რის პა­ლიტ­რას" - ამ შე­კი­თხვებს აშშ-ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი პა­სუ­ხობს.

ბავ­შვო­ბა

- ბავ­შვო­ბი­დან­ვე წიგ­ნე­ბის კი­თხვა ძალ­იან მიყ­ვარ­და. ეს ჩემ­თვის სხვა, მი­უწ­ვდო­მელ­ სამ­ყა­როს­თან და­კავ­ში­რე­ბის გზა იყო. მე­ოც­ნე­ბე ვი­ყა­ვი, ცოტა უც­ნა­უ­რი ბავ­შვიც... სწავ­ლ­ას სე­რი­ო­ზუ­ლად ვე­კი­დე­ბო­დი და სკო­ლა­ში ფრი­ა­დებს მი­წერ­დნენ. ამას­თან, ბა­ლე­ტით ვი­ყა­ვი გა­ტა­ცე­ბუ­ლი. 7 წლი­სა ხე­ლოვ­ნე­ბის სკო­ლა­ში დავ­დი­ო­დი. მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ კარ­გი მო­ნა­ცე­მე­ბი მქონ­და და ბა­ლეტს უნდა გავ­ყო­ლო­დი­. შინ თუ გა­რეთ, სულ ვცეკ­ვავ­დი. ხან­და­ხან ტე­ლე­ვი­ზორს შპა­გატ­ში ჩამ­ჯდა­რი ვუ­ყურ­ებდი. ნინო ანა­ნი­აშ­ვი­ლი­ ჩემი კერ­პი იყო და ვოც­ნე­ბობ­დი, მეც სა­ხელ­გან­თქმუ­ლი­ ბა­ლე­რი­ნა გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი. მშობ­ლე­ბი არას­დროს მზღუ­დავ­დნენ. მამა მა­საწვლი­და, ბავ­შვო­ბი­დან­ვე თა­ვად მი­მე­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, უმ­ნიშ­ვნე­ლო სა­კი­თხებ­ზეც კი...

53-ე სკო­ლა­ში ვსწავ­ლობ­დი.­ კარ­გად მახ­სენ­დე­ბა ეს პე­რი­ო­დი... 10 წლი­სა ამე­რი­კა­ში პირ­ვე­ლად­ ჩა­მო­ვე­დი სა­ბა­ლე­ტო გას­ტროლ­ზე. მა­შინ მი­ვაქ­ციე ყუ­რა­დღე­ბა ამე­რი­კულ ჟურ­ნა­ლის­ტი­კას. მო­მე­წო­ნა, რომ სას­ტუმ­რო­ში ტე­ლე­არ­ხე­ბის დიდი არ­ჩე­ვა­ნი იყო და წამ­ყვ­ანე­ბი ძა­ლი­ან ლა­მა­ზად გა­მო­ი­ყუ­რე­ბოდ­ნენ. ასე რომ, ამე­რი­კა­ში ბა­ლე­ტის ტურ­მა ჟურ­ნა­ლის­ტი­კით და­მა­ინ­ტე­რე­სა. მიზ­ნად და­ვი­სა­ხე, რომ აუცი­ლებ­ლად დავ­ბრუნ­დე­ბო­დი ამ ქვე­ყა­ნა­ში. ეს ზღაპ­რუ­ლი სამ­ყა­რო იყო და არ შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დროს ამერ­ი­კ­აზე გა­და­ღე­ბულ ფილ­მებს, სა­დაც ნაჩ­ვე­ნე­ბი­ იყო უმუ­შე­ვარ­თა რი­გე­ბი, მა­თხოვ­რე­ბი­... 7 წელი დამ­ჭირ­და, რომ ოც­ნე­ბა რე­ა­ლო­ბად მექ­ცია...

წარ­მა­ტე­ბის სა­ათ­მა ჩა­მოჰ­კრა

17 წლი­სამ ამე­რი­კის სა­ხელ­მწი­ფო დეპ­არ­ტა­მენ­ტის და­ფი­ნან­სე­ბულ კონ­კურ­სში გავ­იმარ­ჯვე. 3 წელი ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი. მე­ო­რე წელს რე­ზერვში მოვ­ხვდი - მე­სა­მე ვი­ყა­ვი (იმ წელს პირვ­ელი ორი წა­ვი­და ამე­რი­კა­ში). გულ­ნატ­კე­ნი დავ­რჩი, მაგ­რამ ფარ-ხმა­ლი­ არ და­მიყ­რია. შემ­დეგ წელს ისევ მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და გა­ვი­მარ­ჯვე.

გა­ნათ­ლე­ბა და­სავ­ლეთ კენ­ტუ­კის უნი­ვე­რ­სი­ტე­ტის ჟურ­ნა­ლის­ტი­კის სკო­ლა­ში მი­ვი­ღე.­ უნი­ვერ­სი­ტეტს თა­ვი­სი სა­ტე­ლე­ვი­ზიო არხი და გა­მომ­ცემ­ლო­ბა ჰქონ­და. მა­ღა­ლი ნიშ­ნებ­ის­ გამო სა­ტე­ლე­ვი­ზიო არ­ხის კო­რესპ­ონ­დენ­ტად ამირ­ჩი­ეს. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში თე­ო­რი­ას ვსწავ­ლობ­დი, ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში კი პრაქ­ტ­იკას გავ­დი­ო­დი, რაც ჟურ­ნა­ლის­ტის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია. მალე ნა­ხე­ვარ გა­ნაკ­ვეთ­ზე და­მი­ქი­რა­ვეს PBS Affiliate -ის ტე­ლე­ვი­ზი­ა­შიც...

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ვინ არის CNN-ისა და FOX NEWS-ის ქართველი ჟურნალისტი

ვინ არის CNN-ისა და FOX NEWS-ის ქართველი ჟურნალისტი

"ამერიკაში ბალეტის ტურმა ჟურნალისტიკით დამაინტერესა"

"კვირის პალიტრას" ექსკლუზიურად ესაუბრა ჟურნალისტი ნუნუ ჯაფარიძე, რომელიც, ჯერჯერობით, ერთადერთი ქართველია, ვინც ყველა ჟურნალისტის საოცნებო CNN-ში მუშაობდა, ამჟამად კი FOX NEWS-ის ყველაზე რეიტინგული პოლიტიკური შოუს პროდიუსერია. როგორ მიაღწია მიზანს და რას უსურვებს "კვირის პალიტრას" - ამ შეკითხვებს აშშ-ში წარმატებული ჟურნალისტი პასუხობს.

ბავშვობა

- ბავშვობიდანვე წიგნების კითხვა ძალ­იან მიყვარდა. ეს ჩემთვის სხვა, მიუწვდომელ­ სამყაროსთან დაკავშირების გზა იყო. მეოცნებე ვიყავი, ცოტა უცნაური ბავშვიც... სწავ­ლ­ას სერიოზულად ვეკიდებოდი და სკოლაში ფრიადებს მიწერდნენ. ამასთან, ბალეტით ვიყავი გატაცებული. 7 წლისა ხელოვნების სკოლაში დავდიოდი. მეუბნებოდნენ, რომ კარგი მონაცემები მქონდა და ბალეტს უნდა გავყოლოდი­. შინ თუ გარეთ, სულ ვცეკვავდი. ხანდახან ტელევიზორს შპაგატში ჩამჯდარი ვუყურ­ებდი. ნინო ანანიაშვილი­ ჩემი კერპი იყო და ვოცნებობდი, მეც სახელგანთქმული­ ბალერინა გამოვსულიყავი. მშობლები არასდროს მზღუდავდნენ. მამა მასაწვლიდა, ბავ­შვობიდანვე თავად მიმეღო გადაწყვეტილებები, უმნიშვნელო საკითხებზეც კი...

53-ე სკოლაში ვსწავლობდი.­ კარგად მახსენდება ეს პერიოდი... 10 წლისა ამერიკაში პირველად­ ჩამოვედი საბალეტო გასტროლზე. მაშინ მივაქციე ყურადღება ამერიკულ ჟურნალისტიკას. მომეწონა, რომ სასტუმროში ტელეარხების დიდი არჩევანი იყო და წამყვ­ანები ძალიან ლამაზად გამოიყურებოდნენ. ასე რომ, ამერიკაში ბალეტის ტურმა ჟურნალისტიკით დამაინტერესა. მიზნად დავისახე, რომ აუცი­ლებლად დავბრუნდებოდი ამ ქვეყანაში. ეს ზღაპრული სამყარო იყო და არ შეესაბამებოდა საბჭოთა კავშირის დროს ამერ­ი­კ­აზე გადაღებულ ფილმებს, სადაც ნაჩვენები­ იყო უმუშევართა რიგები, მათხოვრები­... 7 წელი დამჭირდა, რომ ოცნება რეალობად მექცია...

წარმატების საათმა ჩამოჰკრა

17 წლისამ ამერიკის სახელმწიფო დეპ­არტამენტის დაფინანსებულ კონკურსში გავ­იმარჯვე. 3 წელი ვმონაწილეობდი. მეორე წელს რეზერვში მოვხვდი - მესამე ვიყავი (იმ წელს პირვ­ელი ორი წავიდა ამერიკაში). გულნატკენი დავრჩი, მაგრამ ფარ-ხმალი­ არ დამიყრია. შემდეგ წელს ისევ მივიღე მონაწილეობა და გავიმარჯვე.

განათლება დასავლეთ კენტუკის უნივე­რ­სიტეტის ჟურნალისტიკის სკოლაში მივიღე.­ უნივერსიტეტს თავისი სატელევიზიო არხი და გამომცემლობა ჰქონდა. მაღალი ნიშნებ­ის­ გამო სატელევიზიო არხის კორესპ­ონდენ­ტად ამირჩიეს. უნივერსიტეტში თეორიას ვსწავლობდი, ტელევიზიაში კი პრაქ­ტ­იკას გავდიოდი, რაც ჟურნალისტისთვის აუცილებელია. მალე ნახევარ განაკვეთზე დამიქირავეს PBS Affiliate -ის ტელევიზიაშიც...

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია