ნეპალში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 1800 ადამიანს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას "ბი-ბი-სი" ავრცელებს. მათივე ცნობით, დედაქალაქ კატმანდუში 700-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი. 17 ადამიანი დაიღუპა ევერსტზე, ზვავის ჩამოწოლის შედეგად.
ნეპალში 7,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა გუშინ დილით მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა მეზობელ ინდოეთში, პაკისტანსა და ბანგლადეშშიც. ბოლო 80 წლის განმავლობაში მსგავსი სიძლიერის მიწისძვრა ნეპალში არ მომხდარა.