სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ეკა ზღულაძე უკრაინული პრესის კრიტიკული კითხვების პირისპირ: რაში ადანაშაულებენ მაღალჩინოსანს
ეკა ზღულაძე უკრაინული პრესის კრიტიკული კითხვების პირისპირ: რაში ადანაშაულებენ მაღალჩინოსანს

აპ­რი­ლის და­სა­წყის­ში უკ­რა­ი­ნის მთავ­რო­ბამ მო­ი­წო­ნა კა­ნონპ­რო­ექ­ტე­ბი, რომ­ლი­თაც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს რე­ფორ­მი­რე­ბას და­ი­წყე­ბენ. გან­ხი­ლუ­ლი ოთხი კა­ნონპ­რო­ექ­ტი­დან, სამი - უკ­რა­ი­ნის ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის, ეკა ზღუ­ლა­ძის გუნ­დის და­წე­რი­ლია. წარ­მო­გიდ­გენთ ინ­ტერ­ვი­უს ნა­წილს, რო­მე­ლიც გა­მო­ცე­მა "უკ­რა­ინ­სკა­ია პრავ­დამ" ზღუ­ლა­ძეს­თან ჩა­წე­რა.

- თქვე­ნი მი­სა­მარ­თით ის­მის კრი­ტი­კა, რომ უკ­რა­ი­ნუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტე­ბის მე­სა­მე­დი გად­მო­წე­რი­ლია ქარ­თუ­ლი კა­ნო­ნე­ბის­გან.

- მე ძა­ლი­ან ფრთხი­ლად ვუდ­გე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბას. ჩვენ გვსურს ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტე­ბი, მაგ­რამ ევ­რო­პა­შიც არ არ­სე­ბობს ერ­თი­ა­ნი ხედ­ვა პო­ლი­ცი­ის სტრუქ­ტუ­რის. არ მიყ­ვარს, რო­დე­საც ასეთ ფრა­ზებს ის­ვრი­ან. უკ­რა­ი­ნის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის კა­ნონპ­რო­ექ­ტის სტრუქ­ტუ­რა ქარ­თულს ემ­სგავ­სე­ბა, ისე­ვე, რო­გორც ქარ­თუ­ლი გავს ლიტ­ვურს, ხოლო ლიტ­ვუ­რი - ჩე­ხურს, ჩე­ხუ­რი კი ფრან­გულს. ერ­თა­დერ­თი ქვეყ­ნე­ბი, რო­მელ­საც ის არ და­ემ­სგავ­სე­ბა, არის ფე­დე­რა­ლუ­რი ქვეყ­ნე­ბი და დიდი ბრი­ტა­ნე­თი. თუ არ და­ე­ზა­რე­ბათ და წა­ი­კი­თხა­ვენ ჩვენ კა­ნონპ­რო­ექტს და ქარ­თულ კა­ნონს, აღ­მო­ა­ჩე­ნენ, რომ ისი­ნი ერ­თმა­ნე­თის­გან საგ­რძნობ­ლად გან­სხვავ­დე­ბი­ან.

- მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, კრი­ტი­კა ისე გა­ის­მის, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უნდა მი­ი­ღოს სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ ვის მი­ი­ღე­ბენ სამ­სა­ხურ­ში და რო­გორ ვი­თარ­დე­ბი­ან თა­ნამ­შრომ­ლე­ბი პოს­ტებ­ზე...

- მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ზო­გა­დო­ე­ბა არა მხო­ლოდ აკ­ვირ­დე­ბო­დეს, თუ რო­გორ მუ­შა­ობს სის­ტე­მა, არა­მედ იღებ­დეს კი­დეც მის მუ­შა­ო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ამი­ტომ კა­ნონპ­რო­ექ­ტის ერთი თავი დათ­მო­ბი­ლია პო­ლი­ცი­ა­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას შო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბას.

- ამ­ჟა­მად მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­პატ­რუ­ლო სამ­სა­ხუ­რის შექ­მნა, რომ­ლის მი­მარ­თაც ახა­ლი მო­თხოვ­ნე­ბია სა­კონ­კურ­სო შერ­ჩე­ვის სა­ხით. რო­დის ამოქ­მედ­დე­ბა ასე­თი ტი­პის შერ­ჩე­ვა გა­მომ­ძი­ებ­ლებ­ზე, რომ­ლე­ბიც შე­დე­გად ახალ პო­ლი­ცი­ა­ში იმ­სა­ხუ­რე­ბენ?

- რე­ფორ­მის შე­დე­გად სის­ტე­მა უნდა შე­იც­ვა­ლოს. ეს მრა­ვალ­ფე­ნი­ა­ნი პრო­ცე­სია. მა­გა­ლი­თად, პო­ლი­ცი­ე­ლი სის­ტე­მა­ში მოხ­ვდე­ბა არა ქრთა­მის ან შე­თან­ხმე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, არა­მედ სტან­დარ­ტუ­ლი შერ­ჩე­ვის პრო­ცე­დუ­რე­ბით. რა­ტომ არის ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი? იმი­ტომ, რომ თუ მა­გა­ლი­თად, 18 წლის ასაკ­ში შენ იხდი ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს აკა­დე­მი­ა­ში ჩა­სა­რი­ცხ ფულს, რომ შემ­დეგ სამ­სა­ხურ­ში მო­ე­წყო, ასე­თი ადა­მი­ა­ნი უკვე გა­ფუ­ჭე­ბუ­ლია.

- ანუ ყვე­ლა უნდა გა­ა­თა­ვი­სუფ­ლოთ, სტუ­დენ­ტე­ბი კი ხე­ლა­ხალ გა­მოც­დებ­ზე გაგ­ზავ­ნოთ?

- მე ახლა ვსა­უბ­რობ არა სას­ჯელ­ზე, არა­მედ მე­ო­რე შანსზე. ეს მხო­ლოდ მათი ბრა­ლე­უ­ლო­ბა არ არის, ეს მათი მშობ­ლე­ბის და სის­ტე­მის ბრა­ლი­ცაა. მხო­ლოდ პო­ლი­ცი­ა­ში არ არის ეს პრობ­ლე­მა, ასე­თი­ვე პრობ­ლე­მე­ბია ჯან­დაც­ვა­ში და სხვა პრო­ფე­სი­ებ­ში. ეს ცუდი პრაქ­ტი­კაა და ხელს გვიშ­ლის გან­ვი­თა­რე­ბა­ში.

სტა­ტი­ის ქარ­თუ­ლი თარ­გმა­ნი - AMBEBI.GE

სტა­ტი­ის ორი­გი­ნა­ლი - pravda.com.ua/Эка Згуладзе: Реформа полиции продлится пять лет. А может, и десять

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ეკა ზღულაძე უკრაინული პრესის კრიტიკული კითხვების პირისპირ: რაში ადანაშაულებენ მაღალჩინოსანს

ეკა ზღულაძე უკრაინული პრესის კრიტიკული კითხვების პირისპირ: რაში ადანაშაულებენ მაღალჩინოსანს

აპრილის დასაწყისში უკრაინის მთავრობამ მოიწონა კანონპროექტები, რომლითაც შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირებას დაიწყებენ. განხილული ოთხი კანონპროექტიდან, სამი - უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ეკა ზღულაძის გუნდის დაწერილია. წარმოგიდგენთ ინტერვიუს ნაწილს, რომელიც გამოცემა "უკრაინსკაია პრავდამ" ზღულაძესთან ჩაწერა.

- თქვენი მისამართით ისმის კრიტიკა, რომ უკრაინული კანონპროექტების მესამედი გადმოწერილია ქართული კანონებისგან.

- მე ძალიან ფრთხილად ვუდგები საერთაშორისო გამოცდილებას. ჩვენ გვსურს ევროპული სტანდარტები, მაგრამ ევროპაშიც არ არსებობს ერთიანი ხედვა პოლიციის სტრუქტურის. არ მიყვარს, როდესაც ასეთ ფრაზებს ისვრიან. უკრაინის ნაციონალური პოლიციის კანონპროექტის სტრუქტურა ქართულს ემსგავსება, ისევე, როგორც ქართული გავს ლიტვურს, ხოლო ლიტვური - ჩეხურს, ჩეხური კი ფრანგულს. ერთადერთი ქვეყნები, რომელსაც ის არ დაემსგავსება, არის ფედერალური ქვეყნები და დიდი ბრიტანეთი. თუ არ დაეზარებათ და წაიკითხავენ ჩვენ კანონპროექტს და ქართულ კანონს, აღმოაჩენენ, რომ ისინი ერთმანეთისგან საგრძნობლად განსხვავდებიან.

- მიუხედავად ამისა, კრიტიკა ისე გაისმის, რომ საზოგადოებამ უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, თუ ვის მიიღებენ სამსახურში და როგორ ვითარდებიან თანამშრომლები პოსტებზე...

- მნიშვნელოვანია საზოგადოება არა მხოლოდ აკვირდებოდეს, თუ როგორ მუშაობს სისტემა, არამედ იღებდეს კიდეც მის მუშაობაში მონაწილეობას. ამიტომ კანონპროექტის ერთი თავი დათმობილია პოლიციასა და საზოგადოებას შორის თანამშრომლობას.

- ამჟამად მიმდინარეობს საპატრულო სამსახურის შექმნა, რომლის მიმართაც ახალი მოთხოვნებია საკონკურსო შერჩევის სახით. როდის ამოქმედდება ასეთი ტიპის შერჩევა გამომძიებლებზე, რომლებიც შედეგად ახალ პოლიციაში იმსახურებენ?

- რეფორმის შედეგად სისტემა უნდა შეიცვალოს. ეს მრავალფენიანი პროცესია. მაგალითად, პოლიციელი სისტემაში მოხვდება არა ქრთამის ან შეთანხმების საფუძველზე, არამედ სტანდარტული შერჩევის პროცედურებით. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? იმიტომ, რომ თუ მაგალითად, 18 წლის ასაკში შენ იხდი შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ჩასარიცხ ფულს, რომ შემდეგ სამსახურში მოეწყო, ასეთი ადამიანი უკვე გაფუჭებულია.

- ანუ ყველა უნდა გაათავისუფლოთ, სტუდენტები კი ხელახალ გამოცდებზე გაგზავნოთ?

- მე ახლა ვსაუბრობ არა სასჯელზე, არამედ მეორე შანსზე. ეს მხოლოდ მათი ბრალეულობა არ არის, ეს მათი მშობლების და სისტემის ბრალიცაა. მხოლოდ პოლიციაში არ არის ეს პრობლემა, ასეთივე პრობლემებია ჯანდაცვაში და სხვა პროფესიებში. ეს ცუდი პრაქტიკაა და ხელს გვიშლის განვითარებაში.

სტატიის ქართული თარგმანი - AMBEBI.GE

სტატიის ორიგინალი - pravda.com.ua/Эка Згуладзе: Реформа полиции продлится пять лет. А может, и десять

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა