სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
საჯარო მოხელემ, რომელიც "მიშა მიშას" შეძახილით ახსოვთ ოზურგეთელებს, შესაძლოა ახალ ააიპ-ს უხელმძღვანელოს
საჯარო მოხელემ, რომელიც "მიშა მიშას" შეძახილით ახსოვთ ოზურგეთელებს, შესაძლოა ახალ ააიპ-ს უხელმძღვანელოს

"დღეს, თბი­ლის­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" ყრი­ლო­ბაა და სა­ქარ­თვე­ლოს დე­და­ქა­ლა­ქის­კენ ქუდ­ზე "ნა­ცი­ო­ნა­ლია" და­ბა­რე­ბუ­ლი", - ეს სი­ტყვე­ბი ოზურ­გე­თის კულ­ტუ­რის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ კობა ბან­ძე­ლა­ძეს ეკუთ­ვნის. "გუ­რია ნი­უ­სის" წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის კულ­ტუ­რის ცენ­ტრი­სა და მოს­წავ­ლე ახალ­გაზ­რდო­ბის სახ­ლის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის შე­დე­გად მი­ღე­ბულ ააიპ-ს ჩა­უდ­გე­ბა სა­თა­ვე­ში.

სა­ჯა­რო მო­ხე­ლე "მიშა მი­შას" შე­ძა­ხი­ლით ოზურ­გე­თე­ლებს კარ­გად ახ­სოვთ. "გუ­რია ნი­უ­სის" არ­ქი­ვიც არა­ერთ მა­სა­ლას ინა­ხავს, რო­მე­ლიც ბან­ძე­ლა­ძის "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში" აქ­ტი­ურ მოღ­ვა­წე­ო­ბას ასა­ხავს.

2011 წლის 16 დე­კემ­ბე­რი - ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ოზურ­გეთ­ში "ავერ­სის" კლი­ნი­კას ხსნის. აქ­ტი­უ­რო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა ოზურ­გე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის კულ­ტუ­რის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი კობა ბან­ძე­ლა­ძე.

2012 წლის 28 სექ­ტემ­ბე­რი - ოზურ­გეთ­ში, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" აქ­ცი­ა­ზე გა­სამ­გზავ­რებ­ლად ემ­ზა­დე­ბი­ან. "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" მხარ­დამ­ჭე­რე­ბის, აქ­ტი­ვის­ტე­ბის და წევ­რე­ბის მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სებ­ში გა­და­ნა­წი­ლე­ბა­ში ოზურ­გე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის კულ­ტუ­რის ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი კობა ბან­ძე­ლა­ძე იყო ჩარ­თუ­ლი.

კობა ბან­ძე­ლა­ძე ოზურ­გე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის კულ­ტუ­რის ცენ­ტრს 2007 წლი­დან ხელ­მძღვა­ნე­ლობს. "გუ­რია ნი­უ­სის" წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, შე­საძ­ლოა სწო­რედ ბან­ძე­ლა­ძემ უხელ­მძღვა­ნე­ლოს ორი ააიპ-ის რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შე­დე­გად შექ­მნილ ახალ ცენ­ტრს.

"ჩემს და­ნიშ­ვნას­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას ვერ და­ვა­დას­ტუ­რებ, რად­გან ჯერ არა­ფე­რი არ ვი­ცით, ახა­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი ვინ იქ­ნე­ბა ... მე მოს­წავ­ლე ახალ­გაზ­რდო­ბის სახ­ლის გა­უქ­მე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ვე­რა­ნა­ირ ინ­ფორ­მა­ცი­ას ვერ მო­გა­წო­დებთ, უბ­რა­ლოდ ვიცი, რა ხდე­ბო­და დღეს საკ­რე­ბუ­ლოს სხდო­მა­ზე. ერთი ის შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ კულ­ტუ­რის ცენ­ტრიც და მოს­წავ­ლე ახალ­გაზ­რდო­ბის სახ­ლიც იქ­ნე­ბა უკე­თეს პი­რო­ბებ­ში. ვგუ­ლის­ხმობ შე­ნო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას, ინ­ვენ­ტარ­სა და აპა­რატს", - აცხა­დებს ბან­ძე­ლა­ზე.

იხი­ლეთ ვრცალდ

"გუ­რია ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

საჯარო მოხელემ, რომელიც "მიშა მიშას" შეძახილით ახსოვთ ოზურგეთელებს, შესაძლოა ახალ ააიპ-ს უხელმძღვანელოს

საჯარო მოხელემ, რომელიც "მიშა მიშას" შეძახილით ახსოვთ ოზურგეთელებს, შესაძლოა ახალ ააიპ-ს უხელმძღვანელოს

"დღეს, თბილისში "ნაციონალების" ყრილობაა და საქართველოს დედაქალაქისკენ ქუდზე "ნაციონალია" დაბარებული", - ეს სიტყვები ოზურგეთის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელ კობა ბანძელაძეს ეკუთვნის. "გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, ის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრისა და მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის გაერთიანების შედეგად მიღებულ ააიპ-ს ჩაუდგება სათავეში.

საჯარო მოხელე "მიშა მიშას" შეძახილით ოზურგეთელებს კარგად ახსოვთ. "გურია ნიუსის" არქივიც არაერთ მასალას ინახავს, რომელიც ბანძელაძის "ნაციონალურ მოძრაობაში" აქტიურ მოღვაწეობას ასახავს.

2011 წლის 16 დეკემბერი - ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოზურგეთში "ავერსის" კლინიკას ხსნის. აქტიურობით გამოირჩევა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი კობა ბანძელაძე.

2012 წლის 28 სექტემბერი - ოზურგეთში, "ნაციონალური მოძრაობის" აქციაზე გასამგზავრებლად ემზადებიან. "ნაცმოძრაობის" მხარდამჭერების, აქტივისტების და წევრების მიკროავტობუსებში გადანაწილებაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის დირექტორი კობა ბანძელაძე იყო ჩართული.

კობა ბანძელაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრს 2007 წლიდან ხელმძღვანელობს. "გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, შესაძლოა სწორედ ბანძელაძემ უხელმძღვანელოს ორი ააიპ-ის რეორგანიზაციის შედეგად შექმნილ ახალ ცენტრს.

"ჩემს დანიშვნასთან დაკავშირებით ინფორმაციას ვერ დავადასტურებ, რადგან ჯერ არაფერი არ ვიცით, ახალი ცენტრის ხელმძღვანელი ვინ იქნება ... მე მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის გაუქმებასთან დაკავშირებით ვერანაირ ინფორმაციას ვერ მოგაწოდებთ, უბრალოდ ვიცი, რა ხდებოდა დღეს საკრებულოს სხდომაზე. ერთი ის შემიძლია გითხრათ, რომ კულტურის ცენტრიც და მოსწავლე ახალგაზრდობის სახლიც იქნება უკეთეს პირობებში. ვგულისხმობ შენობის გაუმჯობესებას, ინვენტარსა და აპარატს", - აცხადებს ბანძელაზე.

იხილეთ ვრცალდ

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა