უძველეს დროში ღმერთმა თურმე ათი ადამი გამოძერწა. ერთი მიწას ხნავდა, მეორე ცხვრებს მწყემსავდა, მესამე თევზს იჭერდა... ცოტა ხნის შემდეგ მივიდნენ ისინი მამა ღმერთთან და სთხოვეს.
- ყველაფერი გვაქვს, მაგრამ რაღაც გვაკლია. მოვიწყინეთ.
ღმერთმა მისცა თიხა და უთხრა:
- თქვენი ნებასურვილისამებრ გამოძერწეთ ქალი, რომელსაც როგორი მოგწონთ: პუტკუნა, გამხდარი, მაღალი, პატარა... მე კი მათ სულ შთავბერავ.
ამის მერე ღმერთმა ლანგრით გამოიტანა შაქარი და ბრძანა:
- აქ ათი ნატეხია. ყოველმა თქვენგანმა აიღოს თითო და მისცეს თავის ცოლს, რომ მასთან ტკბილად იცხოვროს.
ყველა ასე მოიქცა.
ღმერთმა წარბები შეკრა:
- თქვენ შორის ერთი მატყუარაა, ლანგარზე თერთმეტი ნატეხი შაქარი იდო. ვინ აიღო ორი ნატეხი?
ყველა დუმდა.
ღმერთმა ისინი დასაჯა – წაართვა ცოლები, აურია და მერე დაურიგა, ვისაც რომელი შეხვდა.
გაგრძელება