ვინ არის რუსეთის ყველაზე მდიდარი ქალბატონი

ვინ არის რუსეთის ყველაზე მდიდარი ქალბატონი

რუსეთის ყველაზე მდიდარ ქალბატონად კვლავ რჩება მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის მეუღლე ელენა ბატურინა. ჟურნალ "ფორბსის" ყველაზე მდიდარი რუსი ქალების ბოლო რეიტინგის მიხედვით, 51 წლის ელენა ბატურინას ქონება 1 მილიარდი დოლარია. თუმცა, 2010 წელთან შედარებით, როდესაც ელენა ბატურინამ ყველაზე მდიდარი რუსი ქალების რეიტინგში მესამე ადგილი დაიკავა, მისი ქონება 2,9 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

450 მილიონი დოლარის მფლობელია რეიტინგის მეორეადგილოსანი, კომპანია "პროგრეს კაპიტალის" თანამფლობელი და დირექტორთა საბჭოს წევრი, 45 წლის ოლგა ბელიავცევა. მესამე ადგილს კი ინტერნეტ-მაღაზია Wildberries გენერალური დირექტორი 40 წლის ტატიანა ბაკარჩუკი იკავებს 380 მილიონი დოლარით. ახალგაზრდა ტატიანა ბაკარჩუკმა ეს ბიზნესი ჯერ კიდევ 2004 წელს, ინგლისურის მასწავლებლად მუშაობისას წამოიწყო.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია