სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
რით ანებივრებს მეუღლე თათია შარანგიას
რით ანებივრებს მეუღლე თათია შარანგიას

"ჩემს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში სე­რი­ო­ზუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის გამო, 3 წე­ლია, სა­ქარ­თვე­ლო­ში აღარ და­მიკ­რავს", - ამ­ბობს პი­ა­ნის­ტი თა­თია შა­რან­გია, რო­მე­ლიც წე­ლი­წად­ზე მე­ტია, მე­უღ­ლეს­თან - სად­რო შე­ლი­ა­სა და შვი­ლებ­თან ერ­თად, სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რობს. 20 აპ­რილს ის საქ­ველ­მოქ­მე­დო კონ­ცერტს გა­მარ­თავს და რო­გორც ამ­ბობს, შე­მო­სულ თან­ხას შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე ბავ­შვებს გა­და­უ­რი­ცხავს.

- ჩემი დიდი ოც­ნე­ბა და სურ­ვი­ლი იყო, სა­ქარ­თვე­ლო­ში საქ­ველ­მოქ­მე­დო კონ­ცერ­ტი გა­მე­მარ­თა და შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე ბავ­შვებს დავ­ხმა­რე­ბო­დი. დღეს უკვე ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ამის სა­შუ­ა­ლე­ბა მო­მე­ცა და 20 აპ­რილს ოც­ნე­ბას ავის­რუ­ლებ. სოლო კონ­ცერტს რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის დარ­ბაზ­ში გავ­მარ­თავ. ჩემ­თვის ბავ­შვე­ბი ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი არ­სე­ბე­ბი არი­ან. ბევრ შშმ პა­ტა­რას­თან მქო­ნია ურ­თი­ერ­თო­ბა და მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ისი­ნი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად თბი­ლი, მგრძნო­ბი­ა­რე და ნი­ჭი­ე­რე­ბი არი­ან. სა­სი­ა­მოვ­ნოა, მათი სუფ­თა სუ­ლით აღ­ქმუ­ლი და წრფე­ლი, ნა­თე­ლი თვა­ლე­ბით და­ნა­ხუ­ლი სამ­ყა­რო. უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვემ­ზა­დე­ბი ამ კონ­ცერ­ტის­თვის. მინ­და, ბო­ლომ­დე და­ვი­ხარ­ჯო და ჩემს უსაყ­ვარ­ლეს მსმე­ნელ­საც ვა­სი­ა­მოვ­ნო.

- გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი, შე­მოქ­მე­დე­ბით საქ­მი­ა­ნო­ბა­ში პა­უ­ზა გქონ­და...

- დიახ, სამ­წუ­ხა­როდ ასე მოხ­და... 3 წე­ლია, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ და­მიკ­რავს, რაც ჩემს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში მომ­ხდარ­მა ცვლი­ლე­ბებ­მა გა­ნა­პი­რო­ბა. ძა­ლი­ან რთუ­ლი პე­რი­ო­დი გა­მო­ვი­ა­რე, მაგ­რამ ჩემი უსაყ­ვარ­ლე­სი ადა­მი­ა­ნე­ბის თა­ნად­გო­მით, საყ­ვა­რელ საქ­მი­ა­ნო­ბას ახა­ლი ენერ­გი­ი­თა და შე­მარ­თე­ბით და­ვუბ­რუნ­დი. სა­მო­მავ­ლოდ კი­დევ უფრო სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტებს გპირ­დე­ბით.

- ამ­ჟა­მად სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რობთ, არა?

- წე­ლი­წად­ზე მე­ტია, სა­ქარ­თვე­ლო­ში ვართ. იყო პე­რი­ო­დი, როცა ხში­რად მი­წევ­და სა­ზღვარ­გა­რეთ გამ­გზავ­რე­ბა, რად­გან ჩემი მე­უღ­ლე ამე­რი­კის მო­ქა­ლა­ქეა, ვა­შინგტონ­ში ცხოვ­რობ­და და ერთ-ერთი სე­რი­ო­ზუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის დი­რექ­ტო­რი იყო, მაგ­რამ ახლა უკვე ბავ­შვებ­თან ერ­თად, თბი­ლის­ში ვცხოვ­რობთ.

- ყო­ველ­თვის არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ ფორ­მა­ში ხარ. ამას რო­გორ ახერ­ხებ?

- დიდი მად­ლო­ბა კომ­პლი­მენ­ტის­თვის! თა­ვის მოვ­ლას ნამ­დვი­ლად ბევრ დროს ვუთ­მობ. მომ­წონს, რო­დე­საც ქალი სა­კუ­თარ თავს პა­ტივს სცემს და მოვ­ლი­ლია. თუმ­ცა, მან­დი­ლოს­ნე­ბის სი­ლა­მა­ზის მთა­ვა­რი სა­ი­დუმ­ლო - მათი ბედ­ნი­ე­რე­ბა და სუ­ლი­ე­რი სიმ­შვი­დეა. ბედ­ნი­ე­რე­ბის შეგ­რძნე­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი ამ­შვე­ნებს ადა­მი­ანს. ბედ­ნი­ე­რე­ბას არ აქვს სა­ზღვა­რი, ამას გულ­ში ვერ იტევ და "ანა­თებ". რო­გო­რი ლა­მა­ზი და მომ­ხიბ­ვლე­ლიც უნდა იყო, თუ ცხოვ­რე­ბა არ გი­ხა­რია, შე­იძ­ლე­ბა, ჩრდილ­ში დარ­ჩე.

- სა­ხის კანს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად უვლი?

- სა­ხის კა­ნის მოვ­ლის არა­ნა­ი­რი სა­ი­დუმ­ლო არ მაქვს. სი­მარ­თლე გი­თხრათ, მას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლა­დაც არ ვუვ­ლი. ჯერ ახალ­გაზ­რდა ვარ და ზედ­მე­ტი პრო­ცე­დუ­რე­ბი არ მჭირ­დე­ბა.

- ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესს ანი­ჭებ უპი­რა­ტე­სო­ბას? ხში­რად ვარ­ჯი­შობ?

- მხო­ლოდ იმ ელე­მენ­ტა­რულ რა­ღა­ცებს ვა­კე­თებ, რაც სხე­უ­ლის ტო­ნუ­სის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია. მიყ­ვარს წყა­ლი, ცურ­ვა და ხში­რად ვსტუმ­რობ აქვა-აე­რო­ბი­კის ჯგუფს.

- დი­ე­ტა­ზე ყოფ­ნა გი­წევს?

- დი­ე­ტის დაც­ვა მხო­ლოდ ბავ­შვო­ბა­ში მო­მიხ­და, ისიც - გარ­და­ტე­ხის ასაკ­ში. ახლა კი, დი­ე­ტე­ბის სას­ტი­კი წი­ნა­აღ­მდე­გი ვარ. ვცდი­ლობ, სწო­რად ვიკ­ვე­ბო და ჯან­სა­ღად ვი­ცხოვ­რო. თუ კვე­ბის რე­ჟიმს და­ი­ცავ, დი­ე­ტა და შიმ­ში­ლო­ბა სა­ჭი­რო აღარ იქ­ნე­ბა.

- ფო­ტო­ე­ბი­დან ჩანს, რომ გა­რუ­ჯუ­ლი სხე­უ­ლი მოგ­წონს. ზამ­თარ­ში თბილ ქვეყ­ნებს სტუმ­რობ თუ სო­ლა­რი­უმ­ში ირუ­ჯე­ბი?

- სამ­წუ­ხა­როდ, გა­რუ­ჯუ­ლი სხე­უ­ლი ჩემი სუს­ტი წერ­ტი­ლია. ვიცი, რომ დიდი დო­ზით ნამ­ზე­უ­რი კან­ზე ცუ­დად აი­სა­ხე­ბა, მაგ­რამ "ზა­გა­რი" იმ­დე­ნად მიყ­ვარს, რომ ზამ­თარ­ში ამის­თვის თბილ ქვეყ­ნებ­საც კი ვსტუმ­რობ. თუმ­ცა, დრო­დად­რო სო­ლა­რი­უმ­შიც ვირუ­ჯე­ბი...

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

რით ანებივრებს მეუღლე თათია შარანგიას

რით ანებივრებს მეუღლე თათია შარანგიას

"ჩემს პირად ცხოვრებაში სერიოზული ცვლილებების გამო, 3 წელია, საქართველოში აღარ დამიკრავს", - ამბობს პიანისტი თათია შარანგია, რომელიც წელიწადზე მეტია, მეუღლესთან - სადრო შელიასა და შვილებთან ერთად, საქართველოში ცხოვრობს. 20 აპრილს ის საქველმოქმედო კონცერტს გამართავს და როგორც ამბობს, შემოსულ თანხას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს გადაურიცხავს.

- ჩემი დიდი ოცნება და სურვილი იყო, საქართველოში საქველმოქმედო კონცერტი გამემართა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს დავხმარებოდი. დღეს უკვე ბედნიერი ვარ, რომ ამის საშუალება მომეცა და 20 აპრილს ოცნებას ავისრულებ. სოლო კონცერტს რუსთაველის თეატრის დარბაზში გავმართავ. ჩემთვის ბავშვები ყველაზე ძვირფასი არსებები არიან. ბევრ შშმ პატარასთან მქონია ურთიერთობა და მინდა აღვნიშნო, რომ ისინი განსაკუთრებულად თბილი, მგრძნობიარე და ნიჭიერები არიან. სასიამოვნოა, მათი სუფთა სულით აღქმული და წრფელი, ნათელი თვალებით დანახული სამყარო. უდიდესი პასუხისმგებლობით ვემზადები ამ კონცერტისთვის. მინდა, ბოლომდე დავიხარჯო და ჩემს უსაყვარლეს მსმენელსაც ვასიამოვნო.

- გარკვეული პერიოდი, შემოქმედებით საქმიანობაში პაუზა გქონდა...

- დიახ, სამწუხაროდ ასე მოხდა... 3 წელია, საქართველოში არ დამიკრავს, რაც ჩემს პირად ცხოვრებაში მომხდარმა ცვლილებებმა განაპირობა. ძალიან რთული პერიოდი გამოვიარე, მაგრამ ჩემი უსაყვარლესი ადამიანების თანადგომით, საყვარელ საქმიანობას ახალი ენერგიითა და შემართებით დავუბრუნდი. სამომავლოდ კიდევ უფრო საინტერესო პროექტებს გპირდებით.

- ამჟამად საქართველოში ცხოვრობთ, არა?

- წელიწადზე მეტია, საქართველოში ვართ. იყო პერიოდი, როცა ხშირად მიწევდა საზღვარგარეთ გამგზავრება, რადგან ჩემი მეუღლე ამერიკის მოქალაქეა, ვაშინგტონში ცხოვრობდა და ერთ-ერთი სერიოზული ორგანიზაციის დირექტორი იყო, მაგრამ ახლა უკვე ბავშვებთან ერთად, თბილისში ვცხოვრობთ.

- ყოველთვის არაჩვეულებრივ ფორმაში ხარ. ამას როგორ ახერხებ?

- დიდი მადლობა კომპლიმენტისთვის! თავის მოვლას ნამდვილად ბევრ დროს ვუთმობ. მომწონს, როდესაც ქალი საკუთარ თავს პატივს სცემს და მოვლილია. თუმცა, მანდილოსნების სილამაზის მთავარი საიდუმლო - მათი ბედნიერება და სულიერი სიმშვიდეა. ბედნიერების შეგრძნება და სიყვარული ამშვენებს ადამიანს. ბედნიერებას არ აქვს საზღვარი, ამას გულში ვერ იტევ და "ანათებ". როგორი ლამაზი და მომხიბვლელიც უნდა იყო, თუ ცხოვრება არ გიხარია, შეიძლება, ჩრდილში დარჩე.

- სახის კანს განსაკუთრებულად უვლი?

- სახის კანის მოვლის არანაირი საიდუმლო არ მაქვს. სიმართლე გითხრათ, მას განსაკუთრებულადაც არ ვუვლი. ჯერ ახალგაზრდა ვარ და ზედმეტი პროცედურები არ მჭირდება.

- ჯანსაღი ცხოვრების წესს ანიჭებ უპირატესობას? ხშირად ვარჯიშობ?

- მხოლოდ იმ ელემენტარულ რაღაცებს ვაკეთებ, რაც სხეულის ტონუსისთვის აუცილებელია. მიყვარს წყალი, ცურვა და ხშირად ვსტუმრობ აქვა-აერობიკის ჯგუფს.

- დიეტაზე ყოფნა გიწევს?

- დიეტის დაცვა მხოლოდ ბავშვობაში მომიხდა, ისიც - გარდატეხის ასაკში. ახლა კი, დიეტების სასტიკი წინააღმდეგი ვარ. ვცდილობ, სწორად ვიკვებო და ჯანსაღად ვიცხოვრო. თუ კვების რეჟიმს დაიცავ, დიეტა და შიმშილობა საჭირო აღარ იქნება.

- ფოტოებიდან ჩანს, რომ გარუჯული სხეული მოგწონს. ზამთარში თბილ ქვეყნებს სტუმრობ თუ სოლარიუმში ირუჯები?

- სამწუხაროდ, გარუჯული სხეული ჩემი სუსტი წერტილია. ვიცი, რომ დიდი დოზით ნამზეური კანზე ცუდად აისახება, მაგრამ "ზაგარი" იმდენად მიყვარს, რომ ზამთარში ამისთვის თბილ ქვეყნებსაც კი ვსტუმრობ. თუმცა, დროდადრო სოლარიუმშიც ვირუჯები...

გაგრძელება

ქეთა თოფურიას რომანტიკული არდადეგები შეყვარებულთან ერთად - რა ფოტოს აქვეყნებს მომღერალი

აფხაზებისა და ქართველების ურთიერთობაზე ახალი ფილმი: "ზღვის ორი ნაპირი" - "გვინდა, ჩვენს აფხაზ ძმებს დაველაპარაკოთ და არა ოკუპანტებს"

"ორსულობის პერიოდში ლამის 40 კგ-ს ვიმატებ" - რუსა ჩაჩუას დიეტა და იდეალური ფორმის საიდუმლო