სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
კახა ბენდუქიძის აქამდე უცნობი უნიკალური ფოტოები, რომლებიც ბენდუქიძის დამ ეროვნულ ბიბლიოთეკას გადასცა
კახა ბენდუქიძის აქამდე უცნობი უნიკალური ფოტოები, რომლებიც ბენდუქიძის დამ ეროვნულ ბიბლიოთეკას გადასცა

კახა ბენ­დუ­ქი­ძის დამ, ნუნუ ბენ­დუ­ქი­ძემ ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კას ძმის უნი­კა­ლუ­რი ელექტრო­ნუ­ლი ფო­ტო­არ­ქი­ვი გა­დას­ცა, სა­დაც კახა ბენ­დუ­ქი­ძის სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის დღემ­დე უც­ნო­ბი უამ­რა­ვი ფო­ტოა თავ­მოყ­რი­ლი.

ბენ­დუ­ქი­ძე­ე­ბის არ­ქი­ვი ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში "ციფ­რუ­ლი ფო­ტო­მა­ტი­ა­ნის" ფარ­გლებ­ში აღ­მოჩ­ნდა, როცა ცნო­ბი­ლი და არა მარ­ტო ცნო­ბი­ლი ოჯა­ხე­ბი, სა­კუ­თარ ის­ტო­რი­ულ ფო­ტო­ებს ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ბიბ­ლი­ო­თე­კო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ცენ­ტრს გა­დას­ცე­მენ, სა­დაც შემ­დეგ უნი­კა­ლუ­რი სუ­რა­თე­ბის გა­ციფ­რე­ბა და და­არ­ქი­ვე­ბა ხდე­ბა.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

კახა ბენ­დუ­ქი­ძე 1956 წლის 20 აპ­რილს თბი­ლის­ში და­ი­ბა­და. და­ამ­თავ­რა 55-ე სა­შუ­ა­ლო სკო­ლა, 1977 წელს კი სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბი­ო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტე­ტი. შემ­დგომ მოს­კო­ვის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ას­პი­რან­ტუ­რა­ში ჩა­ი­რი­ცხა. 1981 წლი­დან ბენ­დუ­ქი­ძე ჯერ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მთა ბი­ო­ქი­მი­ი­სა და ფი­ზი­ო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტში მუ­შა­ობ­და, შემ­დეგ ბი­ო­ტექ­ნო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტში ლა­ბო­რა­ტო­რი­ის გამ­გედ. მისი კვლე­ვე­ბი ეძღვნე­ბო­და გე­ნუ­რი ინ­ჟი­ნე­რი­ის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი­სა და რე­კომ­ბი­ნან­ტუ­ლი ვაქ­ცი­ნე­ბის შექ­მნას.

1990 წლი­დან სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბა და­ი­წყო და ჩა­ერ­თო რუ­სე­თის ინ­დუსტრი­ის რესტრუქ­ტუ­რი­ზა­ცი­ის პრო­ცეს­ში. 1996 წელს შექ­მნა მძი­მე ინ­დუსტრი­ის ერთ-ერთი დიდი კომ­პა­ნია - "გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი მან­ქა­ნათმშე­ნე­ბე­ლი ქარ­ხნე­ბი". 2004 წლამ­დე კი კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე და გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი გახ­ლდათ... 2004 წლის და­სა­წყის­ში აქ­ტი­ურ ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბას ჩა­მო­შორ­და და სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის წევ­რი გახ­და (ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრი). 2007 წელს და­ა­ფუძნა საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცია "ცოდ­ნის ფონ­დი". იყო თბი­ლი­სის თა­ვი­სუ­ფა­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე...

კახა ბენ­დუ­ქი­ძე 2014 წლის 13 ნო­ემ­ბერს, ლონ­დო­ნის ერთ-ერთ სას­ტუმ­რო­ში, გუ­ლის უკ­მა­რი­სო­ბით გარ­და­იც­ვა­ლა. მა­ნამ­დე იგი სამ­კურ­ნა­ლოდ შვე­ი­ცა­რი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და... შემ­დგომ ექიმ­მა ფრე­ნის ნება დარ­თო, თუმ­ცა, ლონ­დონ­ში ჩაფ­რე­ნის შემ­დეგ, სას­ტუმ­რო­ში შე­უძ­ლოდ გახ­და და გარ­და­იც­ვა­ლა...

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

კახა ბენდუქიძის აქამდე უცნობი უნიკალური ფოტოები, რომლებიც ბენდუქიძის დამ ეროვნულ ბიბლიოთეკას გადასცა

კახა ბენდუქიძის აქამდე უცნობი უნიკალური ფოტოები, რომლებიც ბენდუქიძის დამ ეროვნულ ბიბლიოთეკას გადასცა

კახა ბენდუქიძის დამ, ნუნუ ბენდუქიძემ ეროვნული ბიბლიოთეკას ძმის უნიკალური ელექტრონული ფოტოარქივი გადასცა, სადაც კახა ბენდუქიძის საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი უამრავი ფოტოა თავმოყრილი.

ბენდუქიძეების არქივი ეროვნულ ბიბლიოთეკაში "ციფრული ფოტომატიანის" ფარგლებში აღმოჩნდა, როცა ცნობილი და არა მარტო ცნობილი ოჯახები, საკუთარ ისტორიულ ფოტოებს ეროვნული ბიბლიოთეკის თანამედროვე საბიბლიოთეკო ტექნოლოგიების ცენტრს გადასცემენ, სადაც შემდეგ უნიკალური სურათების გაციფრება და დაარქივება ხდება.

იხილეთ ფოტოგალერეა

კახა ბენდუქიძე 1956 წლის 20 აპრილს თბილისში დაიბადა. დაამთავრა 55-ე საშუალო სკოლა, 1977 წელს კი სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი. შემდგომ მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში ჩაირიცხა. 1981 წლიდან ბენდუქიძე ჯერ მეცნიერებათა აკადემიის მიკროორგანიზმთა ბიოქიმიისა და ფიზიოლოგიის ინსტიტუტში მუშაობდა, შემდეგ ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტში ლაბორატორიის გამგედ. მისი კვლევები ეძღვნებოდა გენური ინჟინერიის ტექნოლოგიებისა და რეკომბინანტული ვაქცინების შექმნას.

1990 წლიდან სამეწარმეო საქმიანობა დაიწყო და ჩაერთო რუსეთის ინდუსტრიის რესტრუქტურიზაციის პროცესში. 1996 წელს შექმნა მძიმე ინდუსტრიის ერთ-ერთი დიდი კომპანია - "გაერთიანებული მანქანათმშენებელი ქარხნები". 2004 წლამდე კი კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და გენერალური დირექტორი გახლდათ... 2004 წლის დასაწყისში აქტიურ ბიზნესსაქმიანობას ჩამოშორდა და საქართველოს მთავრობის წევრი გახდა (ეკონომიკის მინისტრი). 2007 წელს დააფუძნა საქველმოქმედო ორგანიზაცია "ცოდნის ფონდი". იყო თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტისა და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე...

კახა ბენდუქიძე 2014 წლის 13 ნოემბერს, ლონდონის ერთ-ერთ სასტუმროში, გულის უკმარისობით გარდაიცვალა. მანამდე იგი სამკურნალოდ შვეიცარიაში იმყოფებოდა... შემდგომ ექიმმა ფრენის ნება დართო, თუმცა, ლონდონში ჩაფრენის შემდეგ, სასტუმროში შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია