სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
21-ე საუკუნის ხილული სასწაული და უშვილოთა შემწე ტაძარი
21-ე საუკუნის ხილული სასწაული და უშვილოთა შემწე ტაძარი

შარ­შან 50-მდე წყვი­ლი ტა­ძარ­ში მად­ლო­ბის სათ­ქმე­ლად ავი­და. თუმ­ცა შვი­ლი­ე­რე­ბის მთხოვ­ნე­ლი თით­ქმის ათა­სამ­დე წყვი­ლი იყო. წელ­საც და­ით­ვლი­ან ტაძ­რის მსა­ხუ­რე­ბი თუ რამ­დენ ადა­მი­ანს აუს­რუ­ლა უფალ­მა თხოვ­ნა.

"8 წელი შვი­ლი არ მიჩ­ნდე­ბო­და, მრა­ვალ­წლი­ა­ნი მკურ­ნა­ლო­ბა უშე­დე­გო აღ­მოჩ­ნდა, იმე­დი გა­და­წუ­რუ­ლი მქონ­და, რო­დე­საც ამ ტაძ­რის ამ­ბა­ვი გა­ვი­გე. მე და ჩემ­მა მე­უღ­ლემ პა­ტა­რა აკ­ვა­ნი და­ვამ­ზა­დე­ბი­ნეთ და ხუთ­შა­ბათ დღეს ავე­დით ტა­ძარ­ში, ვი­ლო­ცეთ და ვე­ზი­ა­რეთ კი­დეც. სას­წა­უ­ლი მოხ­და, ჩვე­ნი ლოც­ვა უფალ­მა შე­ის­მი­ნა. უბედ­ნი­ე­რე­სი ქალი ვარ, ჩემი მე­უღ­ლე ამ ამ­ბის შემ­დეგ სტი­ქა­რო­სა­ნი გახ­და... დღეს კი მად­ლო­ბის სათ­ქმე­ლად ამო­ვე­დი, 3 თვე­ში შვი­ლი გა­მიჩ­ნდე­ბა", - მი­თხრა შარ­შან წა­ჩხუ­რო­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე თბი­ლი­სი­დან მარ­ტვლის რა­ი­ო­ნის, სო­ფელ სალ­ხი­ნო­ში ჩა­მო­სულ­მა ქალ­ბა­ტონ­მა...

ბრწყინ­ვა­ლე შვი­დე­უ­ლის ყო­ველ ხუთ­შა­ბათს, გამ­თე­ნი­ი­დან მარ­ტვი­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ სალ­ხი­ნო­ში მან­ქა­ნე­ბის ნა­კა­დი არ წყდე­ბა. წა­ჩხუ­რო­ბის დღე­სას­წა­უ­ლის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად და მო­სა­ლო­ცად ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი იმ ტა­ძარ­ში მი­დის, რო­მელ­საც სა­უ­კუ­ნე­ე­ბია უშ­ვი­ლო­თა შემ­წედ მი­იჩ­ნე­ვა. წა­ჩხუ­რუს მთა­ვა­რან­გე­ლო­ზის სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სია სოფ­ლის ცენ­ტრი­დან 7 კი­ლო­მეტ­რის მო­შო­რე­ბით, მაღ­ლობ­ზეა აგე­ბუ­ლი. აქ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ხალ­ხმრავ­ლო­ბა ბრწყინ­ვა­ლე შვი­დე­უ­ლის კვი­რას, აღ­დგო­მის მე­ო­თხე დღეს არის. ამ დღეს ტა­ძარ­ში ძი­რი­თა­დად უშ­ვი­ლო წყვი­ლე­ბი ადი­ან. ტაძ­რამ­დე სა­მან­ქა­ნო გზაა, მაგ­რამ ხალ­ხის დიდი ნა­კა­დის გამო გზას პო­ლი­ცია კე­ტავს და მომ­ლოც­ვე­ლე­ბი გრძელ აღ­მართს ფე­ხით მი­უყ­ვე­ბი­ან.

უშ­ვი­ლო წყვი­ლებს პა­ტა­რა, ლა­მა­ზად მორ­თუ­ლი აკ­ვნე­ბი მი­აქვთ. ზოგს აკ­ვან­ში თო­ჯი­ნა ჰყავს. იქ ბევრ ფეხ­შიშ­ველ ადა­მი­ანს ნა­ხავთ, ყვე­ლას თა­ვი­სი აღ­თქმა აქვს და მის შეს­რუ­ლე­ბას თა­ვი­სე­ბუ­რად ცდი­ლობს. არც მათ ავი­წყდე­ბათ მად­ლო­ბის თქმა, ვი­საც უფალ­მა სას­წა­უ­ლი მო­უვ­ლი­ნა და შვი­ლი აჩუ­ქა. ისი­ნი სა­მად­ლო­ბე­ლის სათ­ქმე­ლად პა­ტა­რა ბავ­შვე­ბით ხელ­ში ადი­ან და უფალს მად­ლო­ბას სწი­რა­ვენ. ზოგს შე­სა­წი­რი მი­აქვს და­პი­რე­ბუ­ლი ცხვა­რი ან ფრინ­ვე­ლი მიჰ­ყავს.

ამ უძ­ვე­ლეს სა­ლო­ცავ­ზე ლე­გენ­და ამ­ბობს: ერთხელ, სოფ­ლის ახ­ლოს, ყა­ნა­ში გლეხს ცოლ­მა სა­დი­ლი მი­უ­ტა­ნა. გლეხ­მა თა­ვის მწირ ტრა­პეზ­ზე უც­ნო­ბი მგზავ­რი მი­ი­პა­ტი­ჟა. ცოტა ხან­ში მას­პინ­ძელ­მა შე­ამ­ჩნია, რომ ღვი­ნო და საჭ­მე­ლი კი არ ილე­ო­და, მრავ­ლდე­ბო­და. მო­უ­ლოდ­ნე­ლად მგზავ­რმა გლეხს სთხო­ვა, იცეკ­ვეო. ისიც და­თან­ხმდა. ამის შემ­დეგ უც­ნო­ბი თვალ­სა და ხელს შუა გა­უ­ჩი­ნარ­და. გლე­ხი მიხ­ვდა, რომ სას­წა­უ­ლებ­რი­ვი ხილ­ვის ღირ­სი გახ­და... სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის აზ­რით, ლე­გენ­და შე­საძ­ლოა, ან­გე­ლო­ზის გა­მო­ცხა­დე­ბა­ზე მი­უ­თი­თებ­დეს. იმა­საც ამ­ბო­ბენ, სა­მეგ­რე­ლო­დან სვა­ნეთს მი­მა­ვალ ან­დრია პირ­ველ­წო­დე­ბულს ამ ად­გი­ლას ქვის ჯვა­რი აღუ­მარ­თავს, ტა­ძა­რი კი მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მე-7 სა­უ­კუ­ნე­ში აუ­გი­ათ. ჩვე­ნამ­დე გა­ნახ­ლე­ბულ­მა, მე-18 სა­უ­კუ­ნის დარ­ბა­ზულ­მა ეკ­ლე­სი­ამ მო­აღ­წია.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

21-ე საუკუნის ხილული სასწაული და უშვილოთა შემწე ტაძარი

21-ე საუკუნის ხილული სასწაული და უშვილოთა შემწე ტაძარი

შარშან 50-მდე წყვილი ტაძარში მადლობის სათქმელად ავიდა. თუმცა შვილიერების მთხოვნელი თითქმის ათასამდე წყვილი იყო. წელსაც დაითვლიან ტაძრის მსახურები თუ რამდენ ადამიანს აუსრულა უფალმა თხოვნა.

"8 წელი შვილი არ მიჩნდებოდა, მრავალწლიანი მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდა, იმედი გადაწურული მქონდა, როდესაც ამ ტაძრის ამბავი გავიგე. მე და ჩემმა მეუღლემ პატარა აკვანი დავამზადებინეთ და ხუთშაბათ დღეს ავედით ტაძარში, ვილოცეთ და ვეზიარეთ კიდეც. სასწაული მოხდა, ჩვენი ლოცვა უფალმა შეისმინა. უბედნიერესი ქალი ვარ, ჩემი მეუღლე ამ ამბის შემდეგ სტიქაროსანი გახდა... დღეს კი მადლობის სათქმელად ამოვედი, 3 თვეში შვილი გამიჩნდება", - მითხრა შარშან წაჩხურობის დღესასწაულზე თბილისიდან მარტვლის რაიონის, სოფელ სალხინოში ჩამოსულმა ქალბატონმა...

ბრწყინვალე შვიდეულის ყოველ ხუთშაბათს, გამთენიიდან მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოში მანქანების ნაკადი არ წყდება. წაჩხურობის დღესასწაულის აღსანიშნავად და მოსალოცად ათასობით ადამიანი იმ ტაძარში მიდის, რომელსაც საუკუნეებია უშვილოთა შემწედ მიიჩნევა. წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია სოფლის ცენტრიდან 7 კილომეტრის მოშორებით, მაღლობზეა აგებული. აქ განსაკუთრებული ხალხმრავლობა ბრწყინვალე შვიდეულის კვირას, აღდგომის მეოთხე დღეს არის. ამ დღეს ტაძარში ძირითადად უშვილო წყვილები ადიან. ტაძრამდე სამანქანო გზაა, მაგრამ ხალხის დიდი ნაკადის გამო გზას პოლიცია კეტავს და მომლოცველები გრძელ აღმართს ფეხით მიუყვებიან.

უშვილო წყვილებს პატარა, ლამაზად მორთული აკვნები მიაქვთ. ზოგს აკვანში თოჯინა ჰყავს. იქ ბევრ ფეხშიშველ ადამიანს ნახავთ, ყველას თავისი აღთქმა აქვს და მის შესრულებას თავისებურად ცდილობს. არც მათ ავიწყდებათ მადლობის თქმა, ვისაც უფალმა სასწაული მოუვლინა და შვილი აჩუქა. ისინი სამადლობელის სათქმელად პატარა ბავშვებით ხელში ადიან და უფალს მადლობას სწირავენ. ზოგს შესაწირი მიაქვს დაპირებული ცხვარი ან ფრინველი მიჰყავს.

ამ უძველეს სალოცავზე ლეგენდა ამბობს: ერთხელ, სოფლის ახლოს, ყანაში გლეხს ცოლმა სადილი მიუტანა. გლეხმა თავის მწირ ტრაპეზზე უცნობი მგზავრი მიიპატიჟა. ცოტა ხანში მასპინძელმა შეამჩნია, რომ ღვინო და საჭმელი კი არ ილეოდა, მრავლდებოდა. მოულოდნელად მგზავრმა გლეხს სთხოვა, იცეკვეო. ისიც დათანხმდა. ამის შემდეგ უცნობი თვალსა და ხელს შუა გაუჩინარდა. გლეხი მიხვდა, რომ სასწაულებრივი ხილვის ღირსი გახდა... სასულიერო პირების აზრით, ლეგენდა შესაძლოა, ანგელოზის გამოცხადებაზე მიუთითებდეს. იმასაც ამბობენ, სამეგრელოდან სვანეთს მიმავალ ანდრია პირველწოდებულს ამ ადგილას ქვის ჯვარი აღუმართავს, ტაძარი კი მოგვიანებით, მე-7 საუკუნეში აუგიათ. ჩვენამდე განახლებულმა, მე-18 საუკუნის დარბაზულმა ეკლესიამ მოაღწია.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია