17 აპრილს, 13:30 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, წარჩინებული სტუდენტების დაჯილდოების ცერემონია გიმართება. კ
ერძოდ, უნივერსიტეტის სამ საუკეთესო სტუდენტს გადაეცემა ოქროს 2 000 ლარის, ვერცხლის 1 500 ლარისა და ბრინჯაოს 1 000 ლარის ოდენობის ჯილდო და სერტიფიკატები, ხოლო ერთი გამორჩეული სტუდენტი დაჯილდოვდება სლოვაკეთში 2 კვირიანი მოგზაურობით, სადაც მას გაცნობით ექსკურსიებთან ერთად ექნება შეხვედრები მისი სპეციალობის შესაბამის სტუდენტებთან და პროფესორ - მასწავლებლებთან.