სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
თოლორდავას ხსოვნისადმი მიძღვნილი ემოციური კლიპი, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ - ნინი ბადურაშვილი "ტრიბუტის" იდეის შესახებ
თოლორდავას ხსოვნისადმი მიძღვნილი ემოციური კლიპი, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ - ნინი ბადურაშვილი "ტრიბუტის" იდეის შესახებ

კოტე თო­ლორ­და­ვას გარ­დაც­ვა­ლე­ბამ გული ყვე­ლას ატ­კი­ნა. მომ­ღერ­ლე­ბი, მსა­ხი­ო­ბე­ბი და გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი მსა­ხი­ო­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვა­მენ.

კოტე თო­ლორ­და­ვა გუ­ლახ­დი­ლი, იუ­მო­რით სავ­სე, კარ­გი მე­უღ­ლე, მამა და სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნი იყო. ყვე­ლას აქვს რა­ღაც კარ­გად გა­სახ­სე­ნე­ბე­ლი მის შე­სა­ხებ, ვი­საც ერთხელ მა­ინც შეხ­ვედ­რია ცხოვ­რე­ბა­ში.

დიდი გეგ­მე­ბი ჰქონ­და, ბევ­რს შრო­მობ­და, სახ­ლის ყიდ­ვა უნ­დო­და, მაგ­რამ...

ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლე­ბის ნა­წილ­მა მსა­ხი­ო­ბის ხსოვ­ნას სიმ­ღე­რა "What a wonderful world" მი­უ­ძღვნა, რო­მელ­საც კოტე ნინი ბა­დუ­რაშ­ვილ­თან ერ­თად პრო­ექ­ტში "ორი ვარ­სკვლა­ვი" ას­რუ­ლებ­და. მუ­სი­კა­ლუ­რი ნა­მუ­შევ­რის შექ­მნის იდეა ნინი ბა­დუ­რაშ­ვილს და რუსა მორ­ჩი­ლა­ძეს ეკუთ­ვნის. კლი­პის შექ­მნა კი ანრი ჯო­ხა­ძემ გა­და­წყვი­ტა.

ნინი ბა­დუ­რაშ­ვილ­მა კოტე თო­ლორ­და­ვა პრო­ექტ "ორ ვარ­სკვლავ­ში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბის დროს გა­იც­ნო.

- ნინი, რო­გორ გაჩ­ნდა ამ სიმ­ღე­რის ჩა­წე­რის იდეა?

- ამ ტურ­ზე მე და ეკას ისე­დაც უნდა გვემ­ღე­რა, რად­გან დის­კო ტური იყო. რო­დე­საც კო­ტეს გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ გა­ვი­გე, ვერ ვიმ­ღე­რებ­დი. რუსა მორ­ჩი­ლა­ძეს ვუ­თხა­რი, არ შე­მიძ­ლია ამის სიმ­ღე­რა-თქო. როცა ვფიქ­რობ­დით, რა უნდა მემ­ღე­რა, მო­ვი­ფიქ­რეთ, მე და კოტე რა­საც ვმღე­რო­დით, რო­მე­ლი­მე სიმ­ღე­რას ვიმ­ღე­რებთ-თქო. რუ­სამ შე­მომ­თა­ვა­ზა, მარ­ტო ნუ იმ­ღე­რებ ამ სიმ­ღე­რა­სო და სხვა ვარ­სკვლა­ვებ­საც და­ვუ­კავ­შირ­დით. ანრი ჯო­ხა­ძემ გვი­თხრა, სიმ­ღე­რის ფო­ნოგ­რა­მას და ყვე­ლა­ფერს მე ვუზ­რუნ­ველ­ვყო­ფო და კლი­პიც ან­რიმ გა­ა­კე­თა.

- მე­გობ­რობ­დი კო­ტეს­თან?

- არ ვმე­გობ­რობ­დით, მე და კო­ტემ ერ­თმა­ნე­თი "ორ ვარ­სკვლავ­ში" გა­ვი­ცა­ნით. ყო­ველ­დღი­უ­რად მი­წევ­და მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. სულ მეს­მო­და მისი წარ­მა­ტე­ბე­ბის შე­სა­ხებ და ისიც ვი­ცო­დი, მოს­კოვ­ში რომ გა­ემ­გზავ­რა გა­და­ღე­ბებ­ზე. პრო­ექ­ტის გან­მავ­ლო­ბა­შიც დატ­ვირ­თუ­ლი იყო, უხა­რო­და ძა­ლი­ან. ვერ ვი­ჯე­რებ ბო­ლომ­დე, რომ აღარ არ­სე­ბობს. გული მტკი­ვა. მინ­და მთელ ოჯახს მი­ვუ­სამ­ძიმ­რო, პირ­ველ რიგ­ში გა­ნოს. განო ჩემი ჯგუ­ფე­ლი იყო სამ­სა­ხი­ო­ბო­ზე, ვიცი მის­თვის რა დიდი ტკი­ვი­ლია, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი ჰქონ­დათ. ჩემს გარ­შე­მო ასე­თი სიყ­ვა­რუ­ლი იშ­ვი­ა­თია.

ანრი ჯო­ხა­ძე:

სიმ­ღე­რის იდეა ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლის­გან და რუსა მორ­ჩი­ლა­ძეს­გან წა­მო­ვი­და. პირ­ვე­ლი სე­ზო­ნის მო­ნა­წი­ლე­ებს დაგ­ვი­ძა­ხეს და გაჩ­ნდა იდეა, ჩაგ­ვე­წე­რა სიმ­ღე­რა, რო­მე­ლიც ნი­ნიმ და კო­ტემ იმ­ღე­რეს პრო­ექ­ტში. კლი­პის შექ­მნის იდეა მე გა­მიჩ­ნდა. თა­ვი­დან ეს არც იყო ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი. ვი­ფიქ­რეთ, სა­კონ­ცერ­ტო ვა­რი­ან­ტი საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბო­და. როცა ვნა­ხეთ გა­და­ღე­ბუ­ლი მა­სა­ლა, სე­რი­ო­ზუ­ლი ხარ­ვე­ზე­ბი იყო და იქვე გაჩ­ნდა სინ­ქრო­ნის ჩა­წე­რის და კო­ტეს კად­რე­ბით სიმ­ღე­რის ჩა­წე­რის იდეა. იქვე, კუ­ლი­სებ­ში გა­ვა­კე­თეთ ეს.

- მე­გობ­რობ­დით კო­ტეს­თან?

- პო­ზი­ტი­უ­რი ადა­მი­ა­ნი იყო. რომ და­მი­ნა­ხავ­და, მი­ყუ­რებ­და და გა­ნოს­თან ერ­თად იხე­ო­და ჩემს სი­სუ­ლე­ლე­ებ­ზე. "პა­ლიტ­რა TV"-ს ეთერ­ში ვი­ყა­ვი სტუმ­რად მას­თან და გა­ნოს­თან, ბევ­რი ვი­ხა­ლი­სეთ. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი იყო.

იხი­ლეთ ვი­დე­ოკ­ლი­პი

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

თოლორდავას ხსოვნისადმი მიძღვნილი ემოციური კლიპი, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ - ნინი ბადურაშვილი "ტრიბუტის" იდეის შესახებ

თოლორდავას ხსოვნისადმი მიძღვნილი ემოციური კლიპი, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ - ნინი ბადურაშვილი "ტრიბუტის" იდეის შესახებ

კოტე თოლორდავას გარდაცვალებამ გული ყველას ატკინა. მომღერლები, მსახიობები და გულშემატკივრები მსახიობის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ.

კოტე თოლორდავა გულახდილი, იუმორით სავსე, კარგი მეუღლე, მამა და საინტერესო ადამიანი იყო. ყველას აქვს რაღაც კარგად გასახსენებელი მის შესახებ, ვისაც ერთხელ მაინც შეხვედრია ცხოვრებაში.

დიდი გეგმები ჰქონდა, ბევრს შრომობდა, სახლის ყიდვა უნდოდა, მაგრამ...

ქართველი მომღერლების ნაწილმა მსახიობის ხსოვნას სიმღერა "What a wonderful world" მიუძღვნა, რომელსაც კოტე ნინი ბადურაშვილთან ერთად პროექტში "ორი ვარსკვლავი" ასრულებდა. მუსიკალური ნამუშევრის შექმნის იდეა ნინი ბადურაშვილს და რუსა მორჩილაძეს ეკუთვნის. კლიპის შექმნა კი ანრი ჯოხაძემ გადაწყვიტა.

ნინი ბადურაშვილმა კოტე თოლორდავა პროექტ "ორ ვარსკვლავში" მონაწილეობის დროს გაიცნო.

- ნინი, როგორ გაჩნდა ამ სიმღერის ჩაწერის იდეა?

- ამ ტურზე მე და ეკას ისედაც უნდა გვემღერა, რადგან დისკო ტური იყო. როდესაც კოტეს გარდაცვალების შესახებ გავიგე, ვერ ვიმღერებდი. რუსა მორჩილაძეს ვუთხარი, არ შემიძლია ამის სიმღერა-თქო. როცა ვფიქრობდით, რა უნდა მემღერა, მოვიფიქრეთ, მე და კოტე რასაც ვმღეროდით, რომელიმე სიმღერას ვიმღერებთ-თქო. რუსამ შემომთავაზა, მარტო ნუ იმღერებ ამ სიმღერასო და სხვა ვარსკვლავებსაც დავუკავშირდით. ანრი ჯოხაძემ გვითხრა, სიმღერის ფონოგრამას და ყველაფერს მე ვუზრუნველვყოფო და კლიპიც ანრიმ გააკეთა.

- მეგობრობდი კოტესთან?

- არ ვმეგობრობდით, მე და კოტემ ერთმანეთი "ორ ვარსკვლავში" გავიცანით. ყოველდღიურად მიწევდა მასთან ურთიერთობა. სულ მესმოდა მისი წარმატებების შესახებ და ისიც ვიცოდი, მოსკოვში რომ გაემგზავრა გადაღებებზე. პროექტის განმავლობაშიც დატვირთული იყო, უხაროდა ძალიან. ვერ ვიჯერებ ბოლომდე, რომ აღარ არსებობს. გული მტკივა. მინდა მთელ ოჯახს მივუსამძიმრო, პირველ რიგში განოს. განო ჩემი ჯგუფელი იყო სამსახიობოზე, ვიცი მისთვის რა დიდი ტკივილია, განსაკუთრებული სიყვარული ჰქონდათ. ჩემს გარშემო ასეთი სიყვარული იშვიათია.

ანრი ჯოხაძე:

სიმღერის იდეა ნინი ბადურაშვილისგან და რუსა მორჩილაძესგან წამოვიდა. პირველი სეზონის მონაწილეებს დაგვიძახეს და გაჩნდა იდეა, ჩაგვეწერა სიმღერა, რომელიც ნინიმ და კოტემ იმღერეს პროექტში. კლიპის შექმნის იდეა მე გამიჩნდა. თავიდან ეს არც იყო ჩაფიქრებული. ვიფიქრეთ, საკონცერტო ვარიანტი საკმარისი იქნებოდა. როცა ვნახეთ გადაღებული მასალა, სერიოზული ხარვეზები იყო და იქვე გაჩნდა სინქრონის ჩაწერის და კოტეს კადრებით სიმღერის ჩაწერის იდეა. იქვე, კულისებში გავაკეთეთ ეს.

- მეგობრობდით კოტესთან?

- პოზიტიური ადამიანი იყო. რომ დამინახავდა, მიყურებდა და განოსთან ერთად იხეოდა ჩემს სისულელეებზე. "პალიტრა TV"-ს ეთერში ვიყავი სტუმრად მასთან და განოსთან, ბევრი ვიხალისეთ. არაჩვეულებრივი ადამიანი იყო.

იხილეთ ვიდეოკლიპი

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია