სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"თითოეული თანამშრომელი უმძიმეს მდგომარეობაშია" - რა ხდება კოტე თოლორდავას მშობლიურ თეატრში მისი ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ
"თითოეული თანამშრომელი უმძიმეს მდგომარეობაშია" - რა ხდება კოტე თოლორდავას მშობლიურ თეატრში მისი ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ

რო­დე­საც სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რებ­მა მსა­ხი­ობ კოტე თო­ლორ­და­ვას მო­უ­ლოდ­ნე­ლი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებგ­ვამ­ცნეს, სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­სტებ­ში იქვე იმა­საც აღ­ნიშ­ნავ­დნენ, რომ მსა­ხი­ო­ბი პო­პუ­ლა­რუ­ლი ცნო­ბი­ლი სე­რი­ა­ლით - "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" გახ­და, სა­დაც დიტო შა­რა­შე­ნი­ძის როლი ითა­მა­შა. ეს ტყუ­ი­ლი არ ყო­ფი­ლა, მაგ­რამ კო­ტეს მთა­ვა­რი და სა­ინ­ტე­რე­სო რო­ლე­ბი უმე­ტე­სად მა­ინც თე­ატ­რის სცე­ნა­ზე აქვს შექ­მნი­ლი.

ყო­ვე­ლი პრე­მი­ე­რის წინ, რო­გორც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი, ყო­ველ­თვის დიდ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას გრძნობ­და... ჩემი მას­თან ჩა­წე­რი­ლი ბოლო ინ­ტერ­ვი­უც, რო­მე­ლიც რუ­სულ კი­ნო­გა­და­ღე­ბას ეხე­ბო­და, მე­ო­რე დღის­თვის იმი­ტომ გა­და­მი­დო, რომ პრე­მი­ე­რის­თვის ემ­ზა­დე­ბო­და...

თე­ატ­რის სცე­ნა­ზეც არა­ერთ სპექ­ტაკლში მყავს ნა­ნა­ხი და არა­ერ­თხელ დავ­რწმუნ­დი იმა­ში, რომ მარ­თლა ნი­ჭი­ე­რი და კარ­გი მსა­ხი­ო­ბი იყო. ის ნო­დარ დუმ­ბა­ძის სა­ხე­ლო­ბის მო­ზარ­დმა­ყუ­რე­ბელ­თა სა­ხელ­მწი­ფო თე­ატ­რის და­სის წევ­რი გახ­ლდათ და თე­ატ­რის მიმ­დი­ნა­რე რე­პერ­ტუ­არ­ში ბევრ სპექ­ტაკლში თა­მა­შობ­და ისე, რომ მოს­კოვ­ში გამ­გზავ­რე­ბის წინ თე­ატ­რში, დღის 12 სა­ათ­ზე პრე­მი­ე­რა ითა­მა­შა და იქი­დან­ვე გაფ­რინ­და...

თე­ატ­რი, რომ­ლის მსა­ხი­ო­ბიც კოტე იყო, ამ სა­ში­ნე­ლი ამ­ბით დღეს უზო­მოდ შე­წუ­ხე­ბუ­ლია. Ambebi.ge თე­ატ­რის პრე­სას­თან და სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნელს, თა­თია პაქ­საშ­ვილს გა­ე­სა­უბ­რა.

- თი­თო­ე­უ­ლი მსა­ხი­ო­ბის იმ­ქვეყ­ნად წას­ვლა ძა­ლი­ან დიდი ტრა­გე­დი­აა. კო­ტეს შემ­თხვე­ვა­ში კი ათ­მა­გად ტრა­გი­კუ­ლია ეს ფაქ­ტი. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ადა­მი­ანს ერთი ძლი­ე­რი ფრთა რომ მო­ტყდეს, აი, ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვართ. არ არ­სე­ბობს თე­ატ­რში ადა­მი­ა­ნი, დაც­ვის სამ­სა­ხუ­რი­დან და­წყე­ბუ­ლი, გარ­დე­რო­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, მსა­ხი­ო­ბებ­ზე აღარ ვლა­პა­რა­კობ, თი­თო­ე­უ­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. კოტე ჩვენ­თვის დიდი და­ნაკ­ლი­სი და და­ნა­კარ­გია. მით უმე­ტეს, რომ იყო ახალ­გაზ­რდა, ნი­ჭი­ე­რი, მხი­ა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი.

2 წე­ლი­წად­ზე მე­ტია, აქ ვმუ­შა­ობ და არ მახ­სოვს, მის­გან რა­ი­მე მწყე­ნო­და, ან რა­ი­მე­ზე გვე­კა­მა­თა. ახლა თე­ატ­რში დღე, სა­ა­თი არ გა­დის, რომ მას­ზე არ ვი­ფიქ­როთ და არ გა­ვიხ­სე­ნოთ... დას­ში 109 მსა­ხი­ო­ბია, 109-ვეს ცრემ­ლი აქვს თვალ­ზე. არა იმი­ტომ, რომ მოჩ­ვე­ნე­ბი­თია ეს ყვე­ლა­ფე­რი, არა, გულ­წრფე­ლად დაგ­ვწყდა გული. არც ის მახ­სოვს, მას­ზე ვინ­მეს წყე­ნა ჰქო­ნო­და. ისე, ეს რო­გორ მოხ­დე­ბო­და, როცა სი­ცო­ცხლით სავ­სე, მხი­ა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი იყო, რო­მე­ლიც სულ­სა და გულს დებ­და იმ საქ­მე­ში, რა­საც აკე­თებ­და და მუდ­მი­ვად იმას ცდი­ლობ­და, არა­ვინ გა­ებ­რა­ზე­ბი­ნა.

- მათ, ვინც არ იცის იმის შე­სა­ხებ, რომ კო­ტეს თე­ატ­რში უამ­რა­ვი როლი ჰქონ­და შეს­რუ­ლე­ბუ­ლი და დღე­საც ყვე­ლა წამ­ყვან სპექ­ტაკლში თა­მა­შობ­და, ვუ­თხრათ, რომ ის მხო­ლოდ "ბა­ბუ­ლი­კა" არ იყო...

- არა მარ­ტო ჩვენს თე­ატ­რში, რო­ლე­ბი აქვს შეს­რუ­ლე­ბუ­ლი "მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლი­ში", თე­ატ­რა­ლურ სარ­დაფ­ში, ჯი­ბის თე­ატ­რში და თე­ატ­რში ათე­ო­ნელ­ზე, ასე­ვე "ძველ სახ­ლში," მაგ­რამ კოტე მა­ინც მო­ზარ­დმა­ყუ­რე­ბელ­თა და­სის სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი წევ­რი გახ­ლდათ.

"დეჟა ვიუ" იყო ასე­თი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი წარ­მოდ­გე­ნა (რე­ჟი­სო­რი ხა­თუ­ნა მი­ლო­რა­ვა), რო­მე­ლიც დიდ­ხანს იდ­გმე­ბო­და, ბო­ლოს სი­ცო­ცხლე ამო­წუ­რა და რე­პერ­ტუ­ა­რი­დან მო­იხ­სნა, სა­დაც კოტე მსა­ხი­ობ ნინო ლეჟა­ვას­თან ერ­თად, სა­ოც­რად თა­მა­შობ­და... სამ­წუ­ხა­როა, რომ ფარ­თო მა­ყუ­რე­ბელ­მა ეს არ იცის და ის მხო­ლოდ "ბა­ბუ­ლი­კას­თან", ტე­ლე­სე­რი­ალ­თან ასო­ცირ­დე­ბა... რთუ­ლია ეს ყვე­ლა­ფე­რი... მაგ­რამ კოტე ამ სპექ­ტაკლში აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იყო. მი­მაჩ­ნია, რომ "დეჟა ვი­უ­ში" გა­სა­ხი­ე­რე­ბუ­ლი როლი მის თე­ატ­რა­ლურ შე­მოქ­მე­დე­ბა­ში ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სოა.

კოტე ამ სე­ზონ­ზე არა­ერთ წარ­მოდ­გე­ნა­ში იყო და­კა­ვე­ბუ­ლი, მათ შო­რის, დი­მიტ­რი ხვთი­სი­აშ­ვი­ლის სპექ­ტაკლში "ირი­ნეს ბედ­ნი­ე­რე­ბა," სა­დაც ვიქ­ტო­რი გახ­ლდათ; "კუ­კარ­ა­ჩა­ში" კი მურ­ტა­ლო იყო. შალ­ვა გა­წე­რე­ლი­ას ეს დად­გმა 2013 წელს ოთარ ბა­ღა­თუ­რი­ამ აღად­გი­ნა; ბესო კუპ­რე­იშ­ვი­ლის რო­სი­ნის "სე­ვე­ლი­ელ და­ლაქ­ში" (სა­ბავ­შვო თო­ჯი­ნუ­რი ოპე­რა) წამ­ყვა­ნის როლი ჰქონ­და. შექ­სპი­რის "რო­მეო და ჯუ­ლი­ე­ტა­ში" (ლე­ვან წუ­ლა­ძის რე­ჟი­სუ­რა) - კა­პუ­ლე­ტი, ჯუ­ლი­ე­ტას მამა; ოთარ ბა­ღა­თუ­რი­ას "ამი­კო­ში" - ტა­რი­ე­ლი; გუ­რამ ბრე­გა­ძის "სა­მე­ფო ძრო­ხა­ში" - მწყემ­სი... ხოლო მისი ბოლო საპ­რე­მი­ე­რო სპექ­ტაკლში კი ია­კობ გრი­მი აღ­მოჩ­ნდა. ზუს­ტად 9 აპ­რილს ითა­მა­შა. სპექ­ტაკ­ლი დი­მიტ­რი ხვთი­სი­აშ­ვილ­მა ძმე­ბი გრი­მე­ბის ზღაპ­რე­ბის "პრინ­ცე­სა, ბა­ყა­ყი, ჰენ­ზე­ლი და გრე­ტე­ლი" დად­გა. იქ გრიმ­საც თა­მა­შობ­და და პა­ტა­რა ბი­ჭ­საც. ორი გარ­და­სახ­ვი­თი როლი ჰქონ­და. ამით კი მსა­ხი­ო­ბის სას­ცე­ნო შე­მოქ­მე­დე­ბა­ში ბოლო პრე­მი­ე­რა, რე­პე­ტი­ცი­ე­ბი და ბოლო სპექ­ტაკ­ლი და­ფიქ­სირ­და. დიახ, ბოლო ფე­ი­ერ­ვერ­კუ­ლი სპექ­ტაკ­ლი, - ასე გა­მო­ვი­და... პრე­მი­ე­რა ყვე­ლამ მი­ვუ­ლო­ცეთ, დღის 12 სა­ათ­ზე ითა­მა­შა და შემ­დეგ გზაც და­ვუ­ლო­ცეთ, მოს­კოვ­ში გაფ­რინ­და ისე, რომ უკან აღარ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა... 

- რო­გორ გან­წყო­ბა­ზე იყო?

- მხი­ა­რულ­ზე, რო­გორც ყო­ველ­თვის, ალ­ბათ ადა­მი­ა­ნი გარ­დაც­ვა­ლე­ბის წინ ყო­ველ­თვის რა­ღა­ცას ში­ნა­გა­ნად გრძნობს... ისე, რაც მას ახა­სი­ა­თებ­და, ძა­ლი­ან ჩქა­რი იყო, მუდ­მი­ვად სა­დღაც გარ­ბო­და, ზოგ­ჯერ ვსაყ­ვე­დუ­რობ­დი კი­დეც, მოდი, ამ­დენ საქ­მეს ნუ გა­ა­კე­თებ და ერთს მიჰ­ყე­ვი-მეთ­ქი, მაგ­რამ ასე­თი იყო, აქ­ტი­უ­რი, მოძ­რა­ვი. სი­ცო­ცხლით სავ­სეს სხვა­ნა­ი­რად არ შეძ­ლო. ყველ­გან უნ­დო­და მის­ვლა. ყვე­ლა პა­ტი­ჟებ­და, ყვე­ლას უყ­ვარ­და და მა­საც არა­ვის წყე­ნი­ნე­ბა არ უნ­დო­და... ეს ყვე­ლა­ფე­რი ეტყო­ბა, ასე ეწე­რა.

კოტე დღეს უკვე ყვე­ლას ძა­ლი­ან გვაკ­ლია...

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ| "კოტე თო­ლორ­და­ვას გარ­დაც­ვა­ლე­ბამ მთლი­ა­ნად შეც­ვა­ლა ჩვე­ნი გეგ­მე­ბი"

იხი­ლეთ ვი­დეო: კოტე თო­ლორ­და­ვას ბოლო რე­პე­ტი­ცია თე­ატ­რში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"თითოეული თანამშრომელი უმძიმეს მდგომარეობაშია" - რა ხდება კოტე თოლორდავას მშობლიურ თეატრში მისი ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ

"თითოეული თანამშრომელი უმძიმეს მდგომარეობაშია" - რა ხდება კოტე თოლორდავას მშობლიურ თეატრში მისი ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ

როდესაც საინფორმაციო სამსახურებმა მსახიობ კოტე თოლორდავას მოულოდნელი გარდაცვალების შესახებგვამცნეს, საინფორმაციო ტექსტებში იქვე იმასაც აღნიშნავდნენ, რომ მსახიობი პოპულარული ცნობილი სერიალით - "ჩემი ცოლის დაქალები" გახდა, სადაც დიტო შარაშენიძის როლი ითამაშა. ეს ტყუილი არ ყოფილა, მაგრამ კოტეს მთავარი და საინტერესო როლები უმეტესად მაინც თეატრის სცენაზე აქვს შექმნილი.

ყოველი პრემიერის წინ, როგორც პროფესიონალი, ყოველთვის დიდ პასუხისმგებლობას გრძნობდა... ჩემი მასთან ჩაწერილი ბოლო ინტერვიუც, რომელიც რუსულ კინოგადაღებას ეხებოდა, მეორე დღისთვის იმიტომ გადამიდო, რომ პრემიერისთვის ემზადებოდა...

თეატრის სცენაზეც არაერთ სპექტაკლში მყავს ნანახი და არაერთხელ დავრწმუნდი იმაში, რომ მართლა ნიჭიერი და კარგი მსახიობი იყო. ის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრის დასის წევრი გახლდათ და თეატრის მიმდინარე რეპერტუარში ბევრ სპექტაკლში თამაშობდა ისე, რომ მოსკოვში გამგზავრების წინ თეატრში, დღის 12 საათზე პრემიერა ითამაშა და იქიდანვე გაფრინდა...

თეატრი, რომლის მსახიობიც კოტე იყო, ამ საშინელი ამბით დღეს უზომოდ შეწუხებულია. Ambebi.ge თეატრის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს, თათია პაქსაშვილს გაესაუბრა.

- თითოეული მსახიობის იმქვეყნად წასვლა ძალიან დიდი ტრაგედიაა. კოტეს შემთხვევაში კი ათმაგად ტრაგიკულია ეს ფაქტი. წარმოიდგინეთ, ადამიანს ერთი ძლიერი ფრთა რომ მოტყდეს, აი, ასეთ მდგომარეობაში ვართ. არ არსებობს თეატრში ადამიანი, დაცვის სამსახურიდან დაწყებული, გარდერობით დამთავრებული, მსახიობებზე აღარ ვლაპარაკობ, თითოეული თანამშრომელი უმძიმეს მდგომარეობაშია. კოტე ჩვენთვის დიდი დანაკლისი და დანაკარგია. მით უმეტეს, რომ იყო ახალგაზრდა, ნიჭიერი, მხიარული ადამიანი.

2 წელიწადზე მეტია, აქ ვმუშაობ და არ მახსოვს, მისგან რაიმე მწყენოდა, ან რაიმეზე გვეკამათა. ახლა თეატრში დღე, საათი არ გადის, რომ მასზე არ ვიფიქროთ და არ გავიხსენოთ... დასში 109 მსახიობია, 109-ვეს ცრემლი აქვს თვალზე. არა იმიტომ, რომ მოჩვენებითია ეს ყველაფერი, არა, გულწრფელად დაგვწყდა გული. არც ის მახსოვს, მასზე ვინმეს წყენა ჰქონოდა. ისე, ეს როგორ მოხდებოდა, როცა სიცოცხლით სავსე, მხიარული ადამიანი იყო, რომელიც სულსა და გულს დებდა იმ საქმეში, რასაც აკეთებდა და მუდმივად იმას ცდილობდა, არავინ გაებრაზებინა.

- მათ, ვინც არ იცის იმის შესახებ, რომ კოტეს თეატრში უამრავი როლი ჰქონდა შესრულებული და დღესაც ყველა წამყვან სპექტაკლში თამაშობდა, ვუთხრათ, რომ ის მხოლოდ "ბაბულიკა" არ იყო...

- არა მარტო ჩვენს თეატრში, როლები აქვს შესრულებული ''მარჯანიშვილიში'', თეატრალურ სარდაფში, ჯიბის თეატრში და თეატრში ათეონელზე, ასევე "ძველ სახლში," მაგრამ კოტე მაინც მოზარდმაყურებელთა დასის სრულუფლებიანი წევრი გახლდათ.

"დეჟა ვიუ" იყო ასეთი არაჩვეულებრივი წარმოდგენა (რეჟისორი ხათუნა მილორავა), რომელიც დიდხანს იდგმებოდა, ბოლოს სიცოცხლე ამოწურა და რეპერტუარიდან მოიხსნა, სადაც კოტე მსახიობ ნინო ლეჟავასთან ერთად, საოცრად თამაშობდა... სამწუხაროა, რომ ფართო მაყურებელმა ეს არ იცის და ის მხოლოდ ''ბაბულიკასთან'', ტელესერიალთან ასოცირდება... რთულია ეს ყველაფერი... მაგრამ კოტე ამ სპექტაკლში აბსოლუტურად განსხვავებული იყო. მიმაჩნია, რომ "დეჟა ვიუში" გასახიერებული როლი მის თეატრალურ შემოქმედებაში ერთ-ერთი საუკეთესოა.

კოტე ამ სეზონზე არაერთ წარმოდგენაში იყო დაკავებული, მათ შორის, დიმიტრი ხვთისიაშვილის სპექტაკლში "ირინეს ბედნიერება," სადაც ვიქტორი გახლდათ; "კუკარაჩაში" კი მურტალო იყო. შალვა გაწერელიას ეს დადგმა 2013 წელს ოთარ ბაღათურიამ აღადგინა; ბესო კუპრეიშვილის როსინის "სეველიელ დალაქში" (საბავშვო თოჯინური ოპერა) წამყვანის როლი ჰქონდა. შექსპირის "რომეო და ჯულიეტაში" (ლევან წულაძის რეჟისურა) - კაპულეტი, ჯულიეტას მამა; ოთარ ბაღათურიას "ამიკოში" - ტარიელი; გურამ ბრეგაძის "სამეფო ძროხაში" - მწყემსი... ხოლო მისი ბოლო საპრემიერო სპექტაკლში კი იაკობ გრიმი აღმოჩნდა. ზუსტად 9 აპრილს ითამაშა. სპექტაკლი დიმიტრი ხვთისიაშვილმა ძმები გრიმების ზღაპრების "პრინცესა, ბაყაყი, ჰენზელი და გრეტელი" დადგა. იქ გრიმსაც თამაშობდა და პატარა ბიჭსაც. ორი გარდასახვითი როლი ჰქონდა. ამით კი მსახიობის სასცენო შემოქმედებაში ბოლო პრემიერა, რეპეტიციები და ბოლო სპექტაკლი დაფიქსირდა. დიახ, ბოლო ფეიერვერკული სპექტაკლი, - ასე გამოვიდა... პრემიერა ყველამ მივულოცეთ, დღის 12 საათზე ითამაშა და შემდეგ გზაც დავულოცეთ, მოსკოვში გაფრინდა ისე, რომ უკან აღარ დაბრუნებულა... 

- როგორ განწყობაზე იყო?

- მხიარულზე, როგორც ყოველთვის, ალბათ ადამიანი გარდაცვალების წინ ყოველთვის რაღაცას შინაგანად გრძნობს... ისე, რაც მას ახასიათებდა, ძალიან ჩქარი იყო, მუდმივად სადღაც გარბოდა, ზოგჯერ ვსაყვედურობდი კიდეც, მოდი, ამდენ საქმეს ნუ გააკეთებ და ერთს მიჰყევი-მეთქი, მაგრამ ასეთი იყო, აქტიური, მოძრავი. სიცოცხლით სავსეს სხვანაირად არ შეძლო. ყველგან უნდოდა მისვლა. ყველა პატიჟებდა, ყველას უყვარდა და მასაც არავის წყენინება არ უნდოდა... ეს ყველაფერი ეტყობა, ასე ეწერა.

კოტე დღეს უკვე ყველას ძალიან გვაკლია...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ასევე დაგაინტერესებთ| "კოტე თოლორდავას გარდაცვალებამ მთლიანად შეცვალა ჩვენი გეგმები"

იხილეთ ვიდეო: კოტე თოლორდავას ბოლო რეპეტიცია თეატრში

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია