ნუცუბიძის ქუჩაზე ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი დააკავეს, რომელიც, თვითმხილველების ინფორმაციით, სამართალდამცავებზე თავდასხმას აპირებდა, - ამის შესახებ "კურიერი" იტყობინება.
თვითმხილველების ინფორმაციით, დაკავებულს შელაპარაკება მოუვიდა დაცვის პოლიციის თანამშრომელთან. მათი თქმით, მამაკაცი დაცვის პოლიციის თანამშრომელისთვის დანის დარტყმას აპირებდა, რა დროსაც ის დააკავეს.
ადგილზე რამდენიმე ათეული პატრულის თანამშრომელი იყო მობილიზებული.