სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ალერგია - XXI საუკუნის შავი ჭირი
ალერგია - XXI საუკუნის შავი ჭირი

ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ ჯერ კი­დევ 1993 წელს გა­მო­აქ­ვეყ­ნა პრო­გი­ო­ზი იმის თა­ო­ბა­ზე, რომ XXI სა­უ­კუ­ნე­ში ყვე­ლა­ზე სწრა­ფად გავ­რცე­ლე­ბა­დი და­ა­ვა­დე­ბე­ბი ალერ­გი­უ­ლი ბუ­ნე­ბის პა­თო­ლო­გი­ე­ბი იქ­ნე­ბო­და. დღეს ეს პროგ­ნო­ზი მარ­თლდე­ბა. სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის იმუ­ნო­ლო­გი­ის კვლე­ვი­თი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი ადას­ტუ­რე­ბენ, რომ წლი­დან წლამ­დე კა­ტას­ტრო­ფუ­ლად იზ­რდე­ბა ალერ­გი­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი აღარ და­ვო­ბენ იმის შე­სა­ხებ, რომ ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცი­ე­ბის გახ­ში­რე­ბას, ერთი მხრივ, ჰი­გი­ე­ნის წე­სე­ბის და­უც­ვე­ლო­ბა ან მათი მე­ტის­მე­ტად გულ­მოდ­გი­ნე დაც­ვა იწ­ვევს, მე­ო­რე მხრივ კი ორ­გა­ნიზ­მის ჰი­პერმგრძნო­ბე­ლო­ბას ქი­მი­უ­რი მრეწ­ვე­ლო­ბა უწევს პრო­ვო­ცი­რე­ბას.

ჰი­გი­ე­ნა

ჰი­გი­ე­ნის წე­სე­ბის და­უც­ვე­ლო­ბი­სას ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მში და­უბ­რკო­ლებ­ლად ხვდე­ბი­ან ალერ­გე­ნე­ბი და აზი­ა­ნე­ბენ მას, გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი დაც­ვი­სას კი ადა­მი­ა­ნის იმუ­ნუ­რი სის­ტე­მა სა­ერ­თოდ ვერ ხვდე­ბა ჩვე­უ­ლებ­რივ ალერ­გე­ნებს, ვერ იღებს მათი ბუ­ნე­ბის შე­სა­ხებ სა­თა­ნა­დო ინ­ფორ­მა­ცი­ას, ამი­ტომ სავ­სე­ბით ჩვე­უ­ლებ­რივ აგენტს დიდი სა­შიშ­რო­ე­ბის მომ­ტა­ნად აღიქ­ვამს და მწვა­ვედ რე­ა­გი­რებს მათ­ზე.

ქი­მი­უ­რი მრეწ­ვე­ლო­ბა

წარ­მო­ე­ბი­სას გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის არას­რუ­ლი და­მუ­შა­ვე­ბა, არა­სა­თა­ნა­დო უტი­ლი­ზა­ცია და მათი ნარ­ჩე­ნე­ბის დიდი რა­ო­დე­ნო­ბით გა­რე­მო­ში მოხ­ვედ­რა აბინ­ძუ­რებს ჰა­ერს, წყალს და საკ­ვებ პრო­დუქ­ტებს, რომ­ლებ­ზეც ორ­გა­ნიზ­მი სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რად რე­ა­გი­რებს. ამ კუ­თხით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ქი­მი­ის ძლი­ე­რი შე­მოჭ­რა თა­ნა­მედ­რო­ვე დი­ა­სახ­ლის­თა საქ­მი­ა­ნო­ბა­ში.

მი­ნი­დო­სიე

  • ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბულ და­ა­ვა­დე­ბებს შო­რის ალერ­გი­ას დღეს მე­სა­მე ად­გი­ლი უკა­ვია. იგი პლა­ნე­ტის ყო­ველ მე­ხუ­თე მცხოვ­რებს აღე­ნიშ­ნე­ბა. მას გან­სა­კუთ­რე­ბით კარ­გად იც­ნო­ბენ ამე­რი­კა­სა და გერ­მა­ნი­ა­ში.
  • ეს არის და­ა­ვა­დე­ბა, რო­მელ­საც ყვე­ლა ოჯა­ხი კარ­გად იც­ნობს, რად­გან ერთ-ერთ წევ­რს აუ­ცი­ლებ­ლად ექ­ნე­ბა ამ­გვა­რი რე­აქ­ცი­ე­ბი რო­მე­ლი­მე ტი­პის ალერ­გე­ნის მი­მართ.
  • და­ა­ვა­დე­ბულ­თა რი­ცხვი 10 წე­ლი­წად­ში ერთხელ ორ­მაგ­დე­ბა. რე­აქ­ცი­ა­თა ასე­თი ტემ­პით გავ­რცე­ლე­ბი­სას რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია, დე­და­მი­წის მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­ხე­ვა­რი ალერ­გი­უ­ლი გახ­დეს.
  • ალერ­გია არ არის მხო­ლოდ იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი რე­აქ­ცი­ის შე­დე­გი - მის გან­ვი­თა­რე­ბა­ში უდი­დეს როლს ას­რუ­ლებს ნერ­ვუ­ლი და ენ­დოკ­რი­ნუ­ლი სის­ტე­მის სხვა­დას­ხვა ტი­პის მოშ­ლი­ლო­ბე­ბი.
  • მრა­ვალ მეც­ნი­ერს მი­აჩ­ნია, რომ ეს XXI სა­უ­კუ­ნის შავი ჭი­რია.

ალერ­გი­ულ და­ა­ვა­დე­ბა­თა სტრუქ­ტუ­რა

  • ალერ­გი­ულ და­ა­ვა­დე­ბა­თა შო­რის ყვე­ლა­ზე ხში­რია სა­სუნ­თქი გზე­ბის ალერ­გო­ზე­ბი, მათ შო­რის რი­ნი­ტე­ბის წილი 15-20%-ია, ბრონ­ქუ­ლი ას­თმი­სა - 70-80%, ხოლო შე­რე­უ­ლი ფორ­მე­ბი­სა - 60-95%.
  • და­ა­ვა­დე­ბულ­თა 20%-ს კვე­ბი­თი ალერ­გია აქვს, 9%-ს მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ალერ­გი­უ­ლი სურ­დო ტან­ჯავს, 4%-ს წამ­ლის­მი­ე­რი ალერ­გია აქვს, ხოლო 1%-ის­თვის სა­სიკ­ვდი­ლოა მწე­რის ნაკ­ბე­ნი.
  • სტა­ტის­ტი­კის თა­ნახ­მად, მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ნო­ზით და­ა­ვა­დე­ბუ­ლია მო­სახ­ლე­ო­ბის 0,2-დან 39%-მდე. ყვა­ვი­ლე­ბის მტვე­რი პრობ­ლე­მებს ყვე­ლა­ზე მე­ტად 10-დან 40 წლამ­დე ასა­კის პი­რებს უქ­მნის.
  • 14 წლამ­დე 2-ჯერ მე­ტად ავად­დე­ბი­ან ვა­ჟე­ბი, ხოლო 15-დან 50 წლამ­დე - გო­გო­ნე­ბი და ქა­ლე­ბი.
  • პო­ლი­ნო­ზით და­ა­ვა­დე­ბულ­თა 50%-ს ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცია პირ­ვე­ლად 15 წლამ­დე უვ­ლინ­დე­ბა. 30 წლამ­დე ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცი­ე­ბი უვ­ლინ­დე­ბა და­ა­ვა­დე­ბულ­თა 90%-ს.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ალერგია - XXI საუკუნის შავი ჭირი

ალერგია - XXI საუკუნის შავი ჭირი

ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჯერ კიდევ 1993 წელს გამოაქვეყნა პროგიოზი იმის თაობაზე, რომ XXI საუკუნეში ყველაზე სწრაფად გავრცელებადი დაავადებები ალერგიული ბუნების პათოლოგიები იქნებოდა. დღეს ეს პროგნოზი მართლდება. სხვადასხვა ქვეყნის იმუნოლოგიის კვლევითი ინსტიტუტები ადასტურებენ, რომ წლიდან წლამდე კატასტროფულად იზრდება ალერგიული ადამიანების რაოდენობა. სპეციალისტები აღარ დავობენ იმის შესახებ, რომ ალერგიული რეაქციების გახშირებას, ერთი მხრივ, ჰიგიენის წესების დაუცველობა ან მათი მეტისმეტად გულმოდგინე დაცვა იწვევს, მეორე მხრივ კი ორგანიზმის ჰიპერმგრძნობელობას ქიმიური მრეწველობა უწევს პროვოცირებას.

ჰიგიენა

ჰიგიენის წესების დაუცველობისას ადამიანის ორგანიზმში დაუბრკოლებლად ხვდებიან ალერგენები და აზიანებენ მას, გადაჭარბებული დაცვისას კი ადამიანის იმუნური სისტემა საერთოდ ვერ ხვდება ჩვეულებრივ ალერგენებს, ვერ იღებს მათი ბუნების შესახებ სათანადო ინფორმაციას, ამიტომ სავსებით ჩვეულებრივ აგენტს დიდი საშიშროების მომტანად აღიქვამს და მწვავედ რეაგირებს მათზე.

ქიმიური მრეწველობა

წარმოებისას გამოყენებული პროდუქტების არასრული დამუშავება, არასათანადო უტილიზაცია და მათი ნარჩენების დიდი რაოდენობით გარემოში მოხვედრა აბინძურებს ჰაერს, წყალს და საკვებ პროდუქტებს, რომლებზეც ორგანიზმი სხვადასხვანაირად რეაგირებს. ამ კუთხით მნიშვნელოვანია საყოფაცხოვრებო ქიმიის ძლიერი შემოჭრა თანამედროვე დიასახლისთა საქმიანობაში.

მინიდოსიე

  • ყველაზე გავრცელებულ დაავადებებს შორის ალერგიას დღეს მესამე ადგილი უკავია. იგი პლანეტის ყოველ მეხუთე მცხოვრებს აღენიშნება. მას განსაკუთრებით კარგად იცნობენ ამერიკასა და გერმანიაში.
  • ეს არის დაავადება, რომელსაც ყველა ოჯახი კარგად იცნობს, რადგან ერთ-ერთ წევრს აუცილებლად ექნება ამგვარი რეაქციები რომელიმე ტიპის ალერგენის მიმართ.
  • დაავადებულთა რიცხვი 10 წელიწადში ერთხელ ორმაგდება. რეაქციათა ასეთი ტემპით გავრცელებისას რამდენიმე წელიწადში მოსალოდნელია, დედამიწის მოსახლეობის ნახევარი ალერგიული გახდეს.
  • ალერგია არ არის მხოლოდ იმუნური სისტემის გაძლიერებული რეაქციის შედეგი - მის განვითარებაში უდიდეს როლს ასრულებს ნერვული და ენდოკრინული სისტემის სხვადასხვა ტიპის მოშლილობები.
  • მრავალ მეცნიერს მიაჩნია, რომ ეს XXI საუკუნის შავი ჭირია.

ალერგიულ დაავადებათა სტრუქტურა

  • ალერგიულ დაავადებათა შორის ყველაზე ხშირია სასუნთქი გზების ალერგოზები, მათ შორის რინიტების წილი 15-20%-ია, ბრონქული ასთმისა - 70-80%, ხოლო შერეული ფორმებისა - 60-95%.
  • დაავადებულთა 20%-ს კვებითი ალერგია აქვს, 9%-ს მთელი წლის განმავლობაში ალერგიული სურდო ტანჯავს, 4%-ს წამლისმიერი ალერგია აქვს, ხოლო 1%-ისთვის სასიკვდილოა მწერის ნაკბენი.
  • სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში პოლინოზით დაავადებულია მოსახლეობის 0,2-დან 39%-მდე. ყვავილების მტვერი პრობლემებს ყველაზე მეტად 10-დან 40 წლამდე ასაკის პირებს უქმნის.
  • 14 წლამდე 2-ჯერ მეტად ავადდებიან ვაჟები, ხოლო 15-დან 50 წლამდე - გოგონები და ქალები.
  • პოლინოზით დაავადებულთა 50%-ს ალერგიული რეაქცია პირველად 15 წლამდე უვლინდება. 30 წლამდე ალერგიული რეაქციები უვლინდება დაავადებულთა 90%-ს.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს