სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
თამარ ბერუჩაშვილი - საქართველო-ევროკავშირს შორის ხელშეკრულების წარმატებული განხორციელება საერთო ინტერესებში შედის
თამარ ბერუჩაშვილი - საქართველო-ევროკავშირს შორის ხელშეკრულების წარმატებული განხორციელება საერთო ინტერესებში შედის

სა­ქარ­თვე­ლო-ევ­რო­კავ­შირს შო­რის ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის წარ­მა­ტე­ბუ­ლი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სებ­ში შე­დის, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა თა­მარ ბე­რუ­ჩაშ­ვილ­მა და­ნი­ელ, შვედ და პო­ლო­ნელ კო­ლე­გას­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცე­სი სამი ქვეყ­ნის კო­ლე­გა მი­ნის­ტრებ­თან შეხ­ვედ­რა­ზე გან­ხილ­ვის ერთ-ერთ მთა­ვარ თე­მას წარ­მო­ად­გენ­და.

"ჩვე­ნი გან­ხილ­ვის მთა­ვარ თე­მას წარ­მო­ად­გენ­და სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცე­სი და რი­გის სა­მი­ტის­თვის მზა­დე­ბა. ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბის ხელ­მო­წე­რი­სა და მისი დრო­ე­ბი­თი ძა­ლა­ში შეს­ვლის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ევ­რო­კავ­შირ­სა და წევრ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­თან სრუ­ლი­ად ახალ სა­მარ­თლებ­რივ ჩარ­ჩო­ში მო­ექ­ცა, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის პრო­ცეს­ში კი ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა კი­დევ უფრო გაღ­რმავ­დე­ბა პო­ლი­ტი­კურ, ეკო­ნო­მი­კურ, უსაფრ­თხო­ე­ბის, სო­ცი­ა­ლურ, კულ­ტუ­რის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში, რა­მაც მო­მა­ვალ­ში ევ­რო­კავ­შირ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის მტკი­ცე სა­ფუძ­ვე­ლი უნდა შექ­მნას. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის წარ­მა­ტე­ბუ­ლი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ჩვენს სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სებ­შია. ჩვენ მად­ლი­ე­რი ვართ და­ნი­ის, პო­ლო­ნე­თის და შვე­დე­თის მიერ შე­თან­ხმე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი რე­ფორ­მე­ბის მხარ­და­ჭე­რის­თვის და ასე­ვე იმ და­გეგ­მი­ლი ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბი­სა და პროგ­რა­მე­ბის­თვის. მინ­და გან­სა­კუთ­რე­ბით აღ­ვნიშ­ნო, რომ სა­ქარ­თვე­ლო პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი ქვეყ­ნის სტა­ტუ­სით სარ­გებ­ლობს ამ ქვეყ­ნებ­თან რე­ფორ­მე­ბის მხარ­და­ჭე­რის კუ­თხით. აქვე მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო სა­მი­ვე ქვე­ყა­ნას ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბის რა­ტი­ფი­კა­ცი­ის­თვის და იმე­დი გა­მოვ­თქვა, რომ ევ­რო­კავ­ში­რის სხვა ქვეყ­ნე­ბიც მალე შე­უ­ერ­თდე­ბი­ან მათ რი­გებს", - გა­ნა­ცხა­და თა­მარ ბე­რუ­ჩაშ­ვილ­მა.

სა­გა­რეო უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა ხაზი გა­უს­ვა თა­ვის მხრივ სა­ქარ­თვე­ლოს ძა­ლის­ხმე­ვას ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის დღის წეს­რი­გის წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სა და რი­გის სა­მიტ­ზე კონ­კრე­ტუ­ლი პროგ­რე­სის წარ­მო­ჩე­ნის კუ­თხით და აღ­ნიშ­ნა, რომ რი­გის სა­მიტს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დატ­ვირ­თვა აქვს სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­შირ­თან შემ­დგო­მი პო­ლი­ტი­კუ­რი ასო­ცი­რე­ბი­სა და ეკო­ნო­მი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის თვალ­საზ­რი­სით.

"ასე­ვე ვე­ლით, რომ ეს სა­მი­ტი მნიშ­ვნე­ლო­ვან წვლილს შე­ი­ტანს ევ­რო­კავ­შირ­თან სა­ვი­ზო ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბა­ში", - გან­მარ­ტა სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა. თა­მარ ბე­რუ­ჩაშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო სან­დო პარტნი­ო­რია ევ­რო­კავ­ში­რის­თვის მსოფ­ლი­ო­ში უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და სტა­ბი­ლუ­რო­ბის, ასე­ვე ენერ­გე­ტი­კუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის ხელ­შე­წყო­ბის პრო­ცეს­ში.

"მინ­და აღ­ვნიშ­ნო რომ ჩვე­ნი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წვლი­ლი ევ­რო­კავ­ში­რის კრი­ზი­სე­ბის მარ­თვის ოპე­რა­ცი­ის წარ­მა­ტე­ბა­ში ცენ­ტრა­ლუ­რი აფ­რი­კის რეს­პუბ­ლი­კა­ში. ჩვენ ვაგ­რძე­ლებთ ევ­რო­კავ­შირ­თან პარტნი­ო­რო­ბას ახალ ოპე­რა­ცი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, რო­გო­რი­ცაა სამ­ხედ­რო მრჩე­ველ­თა მი­სია ცენ­ტრა­ლუ­რი აფ­რი­კის რეს­პუბ­ლი­კა­ში და სამ­ხედ­რო საწ­ვრთე­ლი მი­სია მა­ლი­ში", - აღ­ნიშ­ნა ბე­რუ­ჩაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, და­ნი­ის, პო­ლო­ნე­თის და შვე­დე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრებ­თან შეხ­ვედ­რა­ზე სა­უ­ბა­რი შე­ე­ხო სა­ქარ­თვე­ლოს წვლილ­საც ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­ში.

"აღ­ვნიშ­ნეთ, რომ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის არ­ჩე­ვა­ნი, ნა­ტო­ში ინ­ტეგ­რა­ცია სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო და უსაფრ­თხო­ე­ბის პო­ლი­ტი­კის ძი­რი­თა­დი ორი­ენ­ტი­რია. ვი­სა­უბ­რეთ ალი­ან­სში სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცე­სი­სა და არ­სე­ბი­თი პა­კე­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა­ზე. ამ ეტაპ­ზე ჩვე­ნი მთა­ვა­რი მი­ზა­ნია არ­სე­ბი­თი პა­კე­ტის დრო­უ­ლი და ეფექ­ტუ­რი იმპლე­მენ­ტა­ცია და აქ­ტუ­ა­ლუ­რია მო­კავ­ში­რე­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა ამ პრო­ცეს­ში", - გა­ნა­ცხა­და მან.

ბე­რუ­ჩაშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათ დე­ტა­ლუ­რად ისა­უბ­რეს სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის შე­სა­ხებ, რო­მელ­საც რუ­სე­თის მიერ ჩვე­ნი ქვეყ­ნის ოკუ­პა­ცია და ანექ­სია ჰქვია.

"ვი­სა­უბ­რეთ 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის შემ­დეგ ჩვე­ნი ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ოკუ­პა­ცი­ი­სა და მიმ­დი­ნა­რე მცო­ცავ ანექ­სი­ა­ზე, რაც რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მიერ ჯერ სო­ხუმ­თან, შემ­დეგ ცხინ­ვალ­თან ე.წ. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის გა­ფორ­მე­ბით გა­მო­ი­ხა­ტა. ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბი, რო­გორც სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა გმო­ბენ ამ ფაქტს, რო­მე­ლიც საფრ­თხეს უქ­მნის არა მარ­ტო ჩვე­ნი ქვეყ­ნის, არა­მედ მთლი­ა­ნად რე­გი­ო­ნის სტა­ბი­ლუ­რო­ბა­სა და უსაფრ­თხო­ე­ბას და რომ რუ­სე­თის ქმე­დე­ბე­ბი უხე­შად არ­ღვევს სა­ერ­თა­შო­რი­სო ნორ­მებ­სა და პრინ­ცი­პებს", - აღ­ნიშ­ნა თა­მარ ბე­რუ­ჩაშ­ვილ­მა. სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა ხაზი გა­უს­ვა იმა­საც, რომ სა­ქარ­თვე­ლო, და­ნია, შვე­დე­თი და პო­ლო­ნე­თი არი­ან სა­უ­კე­თე­სო პარტნი­ო­რე­ბი და მე­ზობ­ლე­ბი არა გე­ოგ­რა­ფი­უ­ლად, არა­მედ პო­ლი­ტი­კუ­რად და ეკო­ნო­მი­კუ­რად.

"ჩვენ ვართ ე.წ. ერთი და იგი­ვე კლუ­ბის, "აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რო­ბის", წევ­რე­ბი, ერ­თად ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბას, რაც, ბუ­ნებ­რი­ვია, არ არის ჩვე­ნი სა­ბო­ლოო მი­ზა­ნი, მაგ­რამ ქმნის სო­ლი­დურ სა­ფუძ­ვლებს სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვა­ლი ინ­ტეგ­რა­ცი­ის­თვის ევ­რო­კავ­შირ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს და­სა­ბუ­რუ­ნებ­ლად ევ­რო­პულ ოჯახ­ში. დღეს გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სტა­ბი­ლუ­რო­ბა, უსაფრ­თხო­ე­ბა და კე­თილ­დღე­ო­ბა ევ­რო­კავ­ში­რის სა­მე­ზობ­ლო­ში. ეს ამო­ცა­ნე­ბი სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შეა და მო­ი­თხოვს ერ­თი­ან ძა­ლის­ხმე­ვას. ჩვენ­მა შეხ­ვედ­რამ დღეს კი­დევ ერთხელ და­ა­დას­ტუ­რა, რომ მზად ვართ ერ­თი­ა­ნი ძა­ლის­ხმე­ვით ვუზ­რუნ­ველ­ყოთ ამ მიზ­ნე­ბი­სა და ამო­ცა­ნე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა", - აღ­ნიშ­ნა სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

სი­ახ­ლე!

თუ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ხართ მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი თე­მე­ბით და არ გსურთ, მი­ი­ღოთ სხვა, თქვენ­თვის უინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია, მო­ი­წო­ნეთ გვერ­დი, რო­მელ­ზეც მხო­ლოდ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ა­ხე­ე­ბი თავ­სდე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

თამარ ბერუჩაშვილი - საქართველო-ევროკავშირს შორის ხელშეკრულების წარმატებული განხორციელება საერთო ინტერესებში შედის

თამარ ბერუჩაშვილი - საქართველო-ევროკავშირს შორის ხელშეკრულების წარმატებული განხორციელება საერთო ინტერესებში შედის

საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების წარმატებული განხორციელება საერთო ინტერესებში შედის, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა დანიელ, შვედ და პოლონელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე განმარტებით, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი სამი ქვეყნის კოლეგა მინისტრებთან შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთ მთავარ თემას წარმოადგენდა.

"ჩვენი განხილვის მთავარ თემას წარმოადგენდა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი და რიგის სამიტისთვის მზადება. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერისა და მისი დროებითი ძალაში შესვლის შემდეგ საქართველოს ურთიერთობები ევროკავშირსა და წევრ სახელმწიფოებთან სრულიად ახალ სამართლებრივ ჩარჩოში მოექცა, ხელშეკრულების განხორციელების პროცესში კი ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება პოლიტიკურ, ეკონომიკურ, უსაფრთხოების, სოციალურ, კულტურის, მეცნიერებისა და განათლების სფეროში, რამაც მომავალში ევროკავშირში ინტეგრაციის მტკიცე საფუძველი უნდა შექმნას. ხელშეკრულების წარმატებული განხორციელება ჩვენს საერთო ინტერესებშია. ჩვენ მადლიერი ვართ დანიის, პოლონეთის და შვედეთის მიერ შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების მხარდაჭერისთვის და ასევე იმ დაგეგმილი ახალი პროექტებისა და პროგრამებისთვის. მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო, რომ საქართველო პრიორიტეტული ქვეყნის სტატუსით სარგებლობს ამ ქვეყნებთან რეფორმების მხარდაჭერის კუთხით. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო სამივე ქვეყანას ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციისთვის და იმედი გამოვთქვა, რომ ევროკავშირის სხვა ქვეყნებიც მალე შეუერთდებიან მათ რიგებს", - განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა თავის მხრივ საქართველოს ძალისხმევას ევროინტეგრაციის დღის წესრიგის წარმატებით განხორციელებისა და რიგის სამიტზე კონკრეტული პროგრესის წარმოჩენის კუთხით და აღნიშნა, რომ რიგის სამიტს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს საქართველოს ევროკავშირთან შემდგომი პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით.

"ასევე ველით, რომ ეს სამიტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის დასრულებაში", - განმარტა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა. თამარ ბერუჩაშვილის შეფასებით, საქართველო სანდო პარტნიორია ევროკავშირისთვის მსოფლიოში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის, ასევე ენერგეტიკული უსაფრთხოების ხელშეწყობის პროცესში.

"მინდა აღვნიშნო რომ ჩვენი შეიარაღებული ძალების განსაკუთრებული წვლილი ევროკავშირის კრიზისების მართვის ოპერაციის წარმატებაში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. ჩვენ ვაგრძელებთ ევროკავშირთან პარტნიორობას ახალ ოპერაციებში მონაწილეობით, როგორიცაა სამხედრო მრჩეველთა მისია ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში და სამხედრო საწვრთელი მისია მალიში", - აღნიშნა ბერუჩაშვილმა.

მისივე თქმით, დანიის, პოლონეთის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს წვლილსაც ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

"აღვნიშნეთ, რომ ქართველი ხალხის არჩევანი, ნატოში ინტეგრაცია საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითადი ორიენტირია. ვისაუბრეთ ალიანსში საქართველოს ინტეგრაციის პროცესისა და არსებითი პაკეტის განხორციელების მიმდინარეობაზე. ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი მიზანია არსებითი პაკეტის დროული და ეფექტური იმპლემენტაცია და აქტუალურია მოკავშირეების ჩართულობა ამ პროცესში", - განაცხადა მან.

ბერუჩაშვილის ინფორმაციით, მათ დეტალურად ისაუბრეს საქართველოში არსებული გამოწვევების შესახებ, რომელსაც რუსეთის მიერ ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია და ანექსია ჰქვია.

"ვისაუბრეთ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციისა და მიმდინარე მცოცავ ანექსიაზე, რაც რუსეთის ფედერაციის მიერ ჯერ სოხუმთან, შემდეგ ცხინვალთან ე.წ. ხელშეკრულებების გაფორმებით გამოიხატა. ჩვენი პარტნიორები, როგორც საერთაშორისო საზოგადოება გმობენ ამ ფაქტს, რომელიც საფრთხეს უქმნის არა მარტო ჩვენი ქვეყნის, არამედ მთლიანად რეგიონის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას და რომ რუსეთის ქმედებები უხეშად არღვევს საერთაშორისო ნორმებსა და პრინციპებს", - აღნიშნა თამარ ბერუჩაშვილმა. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ საქართველო, დანია, შვედეთი და პოლონეთი არიან საუკეთესო პარტნიორები და მეზობლები არა გეოგრაფიულად, არამედ პოლიტიკურად და ეკონომიკურად.

"ჩვენ ვართ ე.წ. ერთი და იგივე კლუბის, "აღმოსავლეთ პარტნიორობის", წევრები, ერთად ვახორციელებთ ასოცირების შეთანხმებას, რაც, ბუნებრივია, არ არის ჩვენი საბოლოო მიზანი, მაგრამ ქმნის სოლიდურ საფუძვლებს საქართველოს მომავალი ინტეგრაციისთვის ევროკავშირში, საქართველოს დასაბურუნებლად ევროპულ ოჯახში. დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტაბილურობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა ევროკავშირის სამეზობლოში. ეს ამოცანები სერიოზული გამოწვევების წინაშეა და მოითხოვს ერთიან ძალისხმევას. ჩვენმა შეხვედრამ დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მზად ვართ ერთიანი ძალისხმევით ვუზრუნველყოთ ამ მიზნებისა და ამოცანების განხორციელება", - აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."