სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"საუკუნის ძარცვა" და ჯელტმენური შეთანხმება "კანონიერ ქურდებსა" და სამართალდამცავებს შორის: თბილისის ყოფილი პროკურორი დუმილს არღვევს
"საუკუნის ძარცვა" და ჯელტმენური შეთანხმება "კანონიერ ქურდებსა" და სამართალდამცავებს შორის: თბილისის ყოფილი პროკურორი დუმილს არღვევს

ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი თბი­ლი­სის ყო­ფი­ლი პრო­კუ­რო­რი ვა­ლე­რი გრი­გა­ლაშ­ვი­ლი­ გახ­ლავთ. ის დღეს დუ­მილს არ­ღვევს და გვი­ამ­ბობს, რო­გორ და­უბ­რუნ­და 40 მი­ლი­ო­ნად შე­ფა­სე­ბუ­ლი ლუ­კას კრა­ნა­ხის "მა­ჭან­კა­ლი" სა­ხელ­მწი­ფოს. 10 წელ­ზე მეტ­ხანს ვერ მი­აკ­ვლი­ეს გა­ტა­ცე­ბულ ნახ­ატს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა, ერთ დღეს კი გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ნა­ხა­ტი ქუ­ჩა­ში იპო­ვეს.

- "მა­ჭან­კლის" გა­ტა­ცე­ბა მუ­ზე­უ­მი­დან XX სა­უ­კუ­ნის ყველ­აზე მას­შტა­ბურ ძარ­ცვად შეფ­ასდა. 90-იან წლებ­ში­ ბევ­რი ნა­მუ­შე­ვა­რი და­ი­კა­რგა სა­გა­მო­ფე­ნო დარ­ბა­ზე­ბი­დან, "მა­ჭან­კა­ლი" კი ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უ­მი­დან გა­ი­ტა­ცეს. მერე უც­ნა­უ­რად აღ­მო­ა­ჩი­ნეს - ვი­ღა­ცამ­ ქუ­ჩა­ში და­ტო­ვა 40-მი­ლი­ო­ნი­ა­ნი ნა­ხა­ტი.

- 1994 წლის 28-29 ივ­ლი­სის ღა­მეს, და­ახ­ლო­ე­ბით ღა­მის 2 სა­ათ­ზე, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ხუთ­მა ბო­როტ­მოქ­მედ­მა მუ­ზე­უ­მის მცვე­ლი სამი პოლ­ი­ცი­ე­ლი გა­ნა­ი­ა­რა­ღა და მუ­ზე­უ­მი­დან სამი სუ­რა­თი გა­ი­ტა­ცა, მათ შო­რის - 40 მილ­იო­ნად შე­ფა­სე­ბუ­ლი გერ­მა­ნე­ლი მხატ­ვრის, ლუ­კას კრა­ნა­ხის "მა­ჭან­კა­ლი".

სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა­ზე ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი შე­დევ­რის გა­ტა­ცე­ბა კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­როს ერ­თგვარ გა­მოწ­ვე­ვას ჰგავ­და. თუმ­ცა, ამას ვე­რაფ­რით უპა­სუ­ხეს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა. მა­შინ თბი­ლი­სში სრუ­ლი ქა­ო­სი იყო. შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი­ ბანდ­ფორ­მი­რე­ბე­ბი ქა­ლაქ­ში­ და­თა­რე­შობ­დნენ. მარ­თა­ლია, მა­შინ სა­ხელ­მწი­ფოს პირ­ველ­მა პი­რებ­მა ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უ­მის და­ყა­ჩა­ღე­ბის ფაქ­ტი პი­რად კონ­ტროლ­ზე აიყ­ვა­ნეს, მაგ­რამ საქ­მე ვერ გა­იხ­სნა და გა­ტა­ცე­ბუ­ლი სუ­რა­თე­ბის ადგი­ლსამ­ყო­ფე­ლიც ვერ დად­გინ­და.

- 10 წლის შემ­დეგ, თქვე­ნი პრო­კუ­რო­რო­ბის დროს იპო­ვეს ეს ნა­ხა­ტი...

- 2004 წლის 10 მა­ისს სამ­სა­ხურ­ში ვი­ყა­ვი. მო­ვი­და მო­ქა­ლა­ქე და მი­თხრა, რომ ჩემი ნახ­ვა­ სურ­და გავ­ლე­ნი­ან "კა­ნო­ნი­ერ ქურ­დს", გოგი ჩი­ქო­ვანს, რო­მე­ლიც იმ­ხა­ნად­ გუ­ლი­კო ჩა­ფი­ძის კლი­ნი­კა­ში იწვა მძი­მე მდგ­ომა­რე­ო­ბა­ში. უარი გან­ვა­ცხა­დე გოგი ჩი­ქო­ვა­ნის მო­ნა­ხუ­ლე­ბა­ზე და შევ­თა­ვა­ზე, რომ ჩემს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში მყო­ფი პრო­კუ­რო­რი მო­ი­ნა­ხუ­ლებ­და კრი­მი­ნა­ლურ ავ­ტო­რი­ტეტს. არა, მას მხო­ლოდ თქვენ­თან სურს სა­უ­ბა­რი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვად ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან თე­მა­ზეო...

- და "კა­ნო­ნი­ერ ქურ­დს" მი­ა­კი­თხეთ?

- ჩა­ფი­ძის კლი­ნი­კა­ში სა­ღა­მოს მი­ვე­დი. გოგი ჩი­ქო­ვა­ნი რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში იწვა, ეს იყო პრო­ფე­სო­რის იე­რის მქო­ნე, ხან­ში შე­სუ­ლი კაცი. ვე­რა­ვინ იფიქ­რებ­და, რომ "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი" იყო. დიდ­ხანს ვი­სა­უბ­რეთ. ჭკვი­ა­ნი მო­სა­უბ­რე გა­მოდ­გა. მად­ლო­ბა გა­და­მი­ხა­და შე­წუ­ხე­ბის­თვის და დას­ძი­ნა, გენ­დო­ბი და ვიცი, კარგ საქ­მეს, რომ­ლის გა­კე­თე­ბა­საც ვა­პი­რებ, ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ არ გა­მო­ი­ყე­ნებ.­ არ და­მაბ­რა­ლებთ იმ და­ნა­შა­ულს, რაც მე არ ჩა­მი­დე­ნი­აო. მერე ხე­ლით ანიშ­ნა მომ­ვლელ ქალს და ის ოთა­ხი­დან გა­ვი­და. შე­წუ­ხე­ბულ­მა მი­თხრა, ამ ხნის კაცი ვარ, ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რი რამ მი­ნა­ხავს, მაგ­რამ ასე­თი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი­ თუ არ­სე­ბობ­დნენ, არ ვი­ცო­დი. ვე­რა­ზე ვცხოვ­რობ, კერ­ძო სახ­ლში, სახ­ლს გა­ლა­ვა­ნი­ აქვს. და­ვი­ნა­ხე, ნიღ­ბი­ა­ნი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ხალ­ხი რო­გორ გად­მოხ­ტა გა­ლა­ვან­ზე. სა­ნამ კარს გა­ვა­ღებ­დი, შე­მო­მიმ­ტვრი­ეს. გა­ზი­დეს ყვე­ლა­ფე­რი, თუ რამე ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბა მქონ­და. ნერ­ვი­უ­ლო­ბის გამო ინ­ფარ­ქტით აქ მო­მა­თავ­სე­სო. შევ­თა­ვა­ზე, მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ განც­ხა­დე­ბით მო­ე­მარ­თა ან შე­ვად­გენ­დი ოქმს და ხელ­მო­წე­რით და­ე­ფიქ­სი­რე­ბი­ნა თა­ვი­სი­ პო­ზი­ცია, რაც სა­ფუძ­ვე­ლი გახ­დე­ბო­და სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის აღძვ­რისა. უარი თქვა: მე სხვა ცხოვ­რე­ბით ვი­ცხოვ­რე და ჩემს ცხოვ­რე­ბას ვერ გა­დავ­ხა­ზა­ვო. ბო­ლოს მთხო­ვა, დავ­ხმარ­ებო­დი იმ ნივ­თე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა­ში, რაც მის­თვის ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სი იყო. ეს იყო ბე­ჭე­დი­ და ჯვა­რი. მას შემ­დეგ, რაც ამ ნივ­თებს და­მიბ­რუ­ნებთ,­ მე ჩა­გა­ბა­რებთ "მა­ჭან­კალს". ის სა­ხელ­მწი­ფოს სა­კუთ­რე­ბა იყო და უნდა და­უბ­რუნ­დეს მუ­ზე­უმ­სო. ასე­ვე მთხო­ვა

ერთი ახალ­გაზ­რდის­თვის პა­ტიმ­რო­ბის შეც­ვლა არა­სა­პა­ტიმ­რო აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბით.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"საუკუნის ძარცვა" და ჯელტმენური შეთანხმება "კანონიერ ქურდებსა" და სამართალდამცავებს შორის: თბილისის ყოფილი პროკურორი დუმილს არღვევს

"საუკუნის ძარცვა" და ჯელტმენური შეთანხმება "კანონიერ ქურდებსა" და სამართალდამცავებს შორის: თბილისის ყოფილი პროკურორი დუმილს არღვევს

ჩვენი რესპონდენტი თბილისის ყოფილი პროკურორი ვალერი გრიგალაშვილი­ გახლავთ. ის დღეს დუმილს არღვევს და გვიამბობს, როგორ დაუბრუნდა 40 მილიონად შეფასებული ლუკას კრანახის "მაჭანკალი" სახელმწიფოს. 10 წელზე მეტხანს ვერ მიაკვლიეს გატაცებულ ნახ­ატს სამართალდამცავებმა, ერთ დღეს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნახატი ქუჩაში იპოვეს.

- "მაჭან­კლის" გატაცება მუზეუმიდან XX საუკუნის ყველ­აზე მასშტაბურ ძარცვად შეფ­ასდა. 90-იან წლებში­ ბევრი ნამუშევარი დაიკა­რგა საგამოფენო დარბაზებიდან, "მაჭანკალი" კი ხელოვნების მუზეუმიდან გაიტაცეს. მერე უცნაურად აღმოაჩინეს - ვიღაცამ­ ქუჩაში დატოვა 40-მილიონიანი ნახატი.

- 1994 წლის 28-29 ივლისის ღამეს, დაახლოებით ღამის 2 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა ხუთმა ბოროტმოქმედმა მუზეუმის მცველი სამი პოლ­ი­ციელი განაიარაღა და მუზეუმიდან სამი სურათი გაიტაცა, მათ შორის - 40 მილ­იონად შეფასებული გერმანელი მხატვრის, ლუკას კრანახის "მაჭანკალი".

საქართველოში არსებული ყველაზე ძვირად ღირებული შედევრის გატაცება კრიმინალური სამყაროს ერთგვარ გამოწვევას ჰგავდა. თუმცა, ამას ვერაფრით უპასუხეს სამართალდამცავებმა. მაშინ თბილი­სში სრული ქაოსი იყო. შეიარაღებული­ ბანდ­ფორმირებები ქალაქში­ დათარეშობდნენ. მართალია, მაშინ სახელმწიფოს პირველმა პირებმა ხელოვნების მუზეუმის დაყაჩაღების ფაქტი პირად კონტროლზე აიყვანეს, მაგრამ საქმე ვერ გაიხსნა და გატაცებული სურათების ადგი­ლსამყოფელიც ვერ დადგინდა.

- 10 წლის შემდეგ, თქვენი პროკურორობის დროს იპოვეს ეს ნახატი...

- 2004 წლის 10 მაისს სამსახურში ვიყავი. მოვიდა მოქალაქე და მითხრა, რომ ჩემი ნახვა­ სურდა გავლენიან "კანონიერ ქურდს", გოგი ჩიქოვანს, რომელიც იმხანად­ გულიკო ჩაფიძის კლინიკაში იწვა მძიმე მდგ­ომარეობაში. უარი განვაცხადე გოგი ჩიქოვანის მონახულებაზე და შევთავაზე, რომ ჩემს დაქვემდებარებაში მყოფი პროკურორი მოინახულებდა კრიმინალურ ავტორიტეტს. არა, მას მხოლოდ თქვენთან სურს საუბარი სახელმწიფოებრივად ძალიან მნიშვნელოვან თემაზეო...

- და "კანონიერ ქურდს" მიაკითხეთ?

- ჩაფიძის კლინიკაში საღამოს მივედი. გოგი ჩიქოვანი რეანიმაციაში იწვა, ეს იყო პროფესორის იერის მქონე, ხანში შესული კაცი. ვერავინ იფიქრებდა, რომ "კანონიერი ქურდი" იყო. დიდხანს ვისაუბრეთ. ჭკვიანი მოსაუბრე გამოდგა. მადლობა გადამიხადა შეწუხებისთვის და დასძინა, გენდობი და ვიცი, კარგ საქმეს, რომლის გაკეთებასაც ვაპირებ, ჩემს წინააღმდეგ არ გამოიყენებ.­ არ დამაბრალებთ იმ დანაშაულს, რაც მე არ ჩამიდენიაო. მერე ხელით ანიშნა მომვლელ ქალს და ის ოთახიდან გავიდა. შეწუხებულმა მითხრა, ამ ხნის კაცი ვარ, ცხოვრებაში ბევრი რამ მინახავს, მაგრამ ასეთი პოლიციელები­ თუ არსებობდნენ, არ ვიცოდი. ვერაზე ვცხოვრობ, კერძო სახლში, სახლს გალავანი­ აქვს. დავინახე, ნიღბიანი შეიარაღებული ხალხი როგორ გადმოხტა გალავანზე. სანამ კარს გავაღებდი, შემომიმტვრიეს. გაზიდეს ყველაფერი, თუ რამე ძვირფასეულობა მქონდა. ნერვიულობის გამო ინფარქტით აქ მომათავსესო. შევთავაზე, მომხდარის შესახებ განც­ხადებით მოემართა ან შევადგენდი ოქმს და ხელმოწერით დაეფიქსირებინა თავისი­ პოზიცია, რაც საფუძველი გახდებოდა სისხლის სამართლის საქმის აღძვ­რისა. უარი თქვა: მე სხვა ცხოვრებით ვიცხოვრე და ჩემს ცხოვრებას ვერ გადავხაზავო. ბოლოს მთხოვა, დავხმარ­ებოდი იმ ნივთების დაბრუნებაში, რაც მისთვის ძალიან ძვირფასი იყო. ეს იყო ბეჭედი­ და ჯვარი. მას შემდეგ, რაც ამ ნივთებს დამიბრუნებთ,­ მე ჩაგაბარებთ "მაჭანკალს". ის სახელმწიფოს საკუთრება იყო და უნდა დაუბრუნდეს მუზეუმსო. ასევე მთხოვა

ერთი ახალგაზრდისთვის პატიმრობის შეცვლა არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებით.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია