ამ ქალმა რეკორდი დაამყარა - ჯერ არავის გაუჩენია ამ ასაკში ოთხი ტყუპი, თანაც ასე - მას უკვე ჰყავს 13 შვილი და 7 შვილიშვილი. ამბობს, რომ კიდევ ერთხელ დაორსულება უმცროსი ქალიშვილის თხოვნით გადაწყვიტა, რომელიც ახლა 9 წლისაა.
ანეგრეტ რაუნიკი ბერლინში ცხოვრობს. რუსული და ინგლისური ენების მასწავლებელია. 65 წლის ასაკში თავისით ვეღარ დაორსულდებოდა, ამიტომ ჩარია ექიმები და ხელოვნური განაყოფიერება გაიკეთა. თუმცა ამას ნამდვილად არ ელოდა, რომ ერთდროულად ოთხი ტყუპი ჩაესახებოდა.
ახლა 21 კვირის ორსულია და მოუთმენლად ელოდება შვილებს. ამბობს, რომ არ ეშინია - იმედი აქვს, უფროსი შვილები დაეხმარებიან გაზრდაში. ორსულობა გართულების გარეშე მიმდინარეობს. როცა ეკითხებიან თავისი შვილების მომავალზე, ქალი აღნიშნავს, რომ სავსებით გაცნობიერებული აქვს თავისი ასაკი, თუმცა თავს გაცილებით ახალგაზრდულად გრძნობს. თანაც, მისი უფროსი შვილები ჰპირდებიან, რომ ყველანაირად ამოუდგებიან გვერდში - უფროსი ვაჟი უკვე 44 წლისაა.