სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
როგორ გადარჩა "ჯარისკაცის მამა" დაჩეხვას
როგორ გადარჩა "ჯარისკაცის მამა" დაჩეხვას

ვი­საც რეზო ჩხე­ი­ძის უკ­ვდა­ვი ფილ­მი "ჯა­რის­კა­ცის მამა" უნა­ხავს, არა­სო­დეს და­ა­ვი­წყდე­ბა ის მა­მა­პა­პუ­რი ალი­ყუ­რი, რი­თაც რი­გი­თი გი­ორ­გი მა­ხა­რაშ­ვი­ლი რუს ჯა­რის­კაცს უმას­პინ­ძლდე­ბა, მის და­სა­ცა­ვად გა­მო­ვარ­დნილ ოფი­ცერს კი სა­ყე­ლო­თი და­ით­რევს და გი­ნე­ბა­საც მი­ა­ყო­ლებს, რად­გა­ნაც მათ ბრძო­ლის ვე­ლად ქცე­ულ გერ­მა­ნულ ქა­ლაქ­ში ვი­ღა­ცის მად­ლი­ა­ნი ხე­ლით გა­შე­ნე­ბუ­ლი ვაზი გა­ა­ნად­გუ­რეს. კი­ნა­ღამ სწო­რედ ეს სეც­ნა გახ­და მი­ზე­ზი იმი­სა, რომ "ჯა­რის­კა­ცის მამა" არა­თუ თა­რო­ზე შე­მო­ე­დოთ, არა­მედ სა­ერ­თოდ და­ე­ჩე­ხათ.

ფილ­მი 1964 წელს გა­და­ი­ღეს. მა­შინ­დე­ლი წე­სი­სა­მებრ, სუ­რა­თი "და­სამ­ტკი­ცებ­ლად" მოს­კოვ­ში უნდა წა­ე­ღოთ და თუ იქა­უ­რი კო­მი­სია "დაბ­რა­კავ­და", უა­რეს შემ­თხვე­ვა­ში სა­მუ­და­მოდ თა­რო­ზე შე­მო­დე­ბა, უკე­თეს შემ­თხვე­ვა­ში კი გა­ნად­გუ­რე­ბა არ ას­ცდე­ბო­და. გა­ი­მარ­თა და­ხუ­რუ­ლი ჩვე­ნე­ბა. წარ­მო­იდ­გი­ნეთ,კი­ნო­დარ­ბა­ზი, სა­დაც სა­კავ­ში­რო კი­ნოს ჩი­ნოს­ნე­ბი­სა და ათა­სი ჯუ­რის ცენ­ზო­რე­ბის მხარ­დამ­ხარ მრავ­ლად სხე­დან სა­პა­რა­დო ფორ­მა­ში გა­მო­წყო­ბი­ლი მი­ლი­ცი­ი­სა და სამ­ხედ­რო უწყე­ბის ოფიც­რე­ბი და გე­ნერ­ლე­ბი. დას­რულ­და ფილ­მი, დარ­ბა­ზი გა­სუ­სუ­ლი კარ­გა ხანს იყო, მერე კი და­ი­წყო და რა და­ი­წყო... წა­მო­ვი­და ლან­ძღვა-გი­ნე­ბის ნი­აღ­ვა­რი. სუ­რა­თის თა­რო­ზე შე­მო­დე­ბას ვინ­ღა ჩი­ვის, რე­ჟი­სო­რი და გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფი იმის მო­ლო­დინ­შია, რომ დარ­ბა­ზი­დან გას­ვლის­თა­ნა­ვე და­ა­პა­ტიმ­რე­ბენ. მთე­ლი ეს და­ვი­და­რა­ბა კი იმ ცნო­ბილ სცე­ნა­ში ნაჩ­ვე­ნებ­მა კა­ხურ­მა ალი­ყურ­მა გა­მო­იწ­ვია, რის გა­მოც ფილ­მის შემ­ქმნე­ლე­ბი სუ­ბორ­დი­ნა­ცი­ის დარ­ღვე­ვა­ში, ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი შუღ­ლის გაღ­ვი­ვე­ბა­სა და კი­დევ ათას ან­ტი­საბ­ჭო­თა ქმე­დე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს. ბო­ლოს ერთი ხნო­ვა­ნი გე­ნე­რა­ლი წა­მოდ­გა, რო­მელ­საც სა­ბო­ლოო გა­ნა­ჩე­ნი უნდა გა­მო­ე­ტა­ნა. "ოფი­ცერს რი­გით­მა ჯა­რის­კაც­მა კი არ და­არ­ტყა, არა­მედ მა­მამ ას­წავ­ლა შვი­ლებს ჭკუა!" - გა­ნა­ცხა­და გე­ნე­რალ­მა, რო­მელ­მაც ფილმში გად­მო­ცე­მუ­ლი ამ­ბა­ვი სწო­რად შე­ა­ფა­სა.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

როგორ გადარჩა "ჯარისკაცის მამა" დაჩეხვას

როგორ გადარჩა "ჯარისკაცის მამა" დაჩეხვას

ვისაც რეზო ჩხეიძის უკვდავი ფილმი "ჯარისკაცის მამა" უნახავს, არასოდეს დაავიწყდება ის მამაპაპური ალიყური, რითაც რიგითი გიორგი მახარაშვილი რუს ჯარისკაცს უმასპინძლდება, მის დასაცავად გამოვარდნილ ოფიცერს კი საყელოთი დაითრევს და გინებასაც მიაყოლებს, რადგანაც მათ ბრძოლის ველად ქცეულ გერმანულ ქალაქში ვიღაცის მადლიანი ხელით გაშენებული ვაზი გაანადგურეს. კინაღამ სწორედ ეს სეცნა გახდა მიზეზი იმისა, რომ "ჯარისკაცის მამა" არათუ თაროზე შემოედოთ, არამედ საერთოდ დაეჩეხათ.

ფილმი 1964 წელს გადაიღეს. მაშინდელი წესისამებრ, სურათი "დასამტკიცებლად" მოსკოვში უნდა წაეღოთ და თუ იქაური კომისია "დაბრაკავდა", უარეს შემთხვევაში სამუდამოდ თაროზე შემოდება, უკეთეს შემთხვევაში კი განადგურება არ ასცდებოდა. გაიმართა დახურული ჩვენება. წარმოიდგინეთ,კინოდარბაზი, სადაც საკავშირო კინოს ჩინოსნებისა და ათასი ჯურის ცენზორების მხარდამხარ მრავლად სხედან საპარადო ფორმაში გამოწყობილი მილიციისა და სამხედრო უწყების ოფიცრები და გენერლები. დასრულდა ფილმი, დარბაზი გასუსული კარგა ხანს იყო, მერე კი დაიწყო და რა დაიწყო... წამოვიდა ლანძღვა-გინების ნიაღვარი. სურათის თაროზე შემოდებას ვინღა ჩივის, რეჟისორი და გადამღები ჯგუფი იმის მოლოდინშია, რომ დარბაზიდან გასვლისთანავე დააპატიმრებენ. მთელი ეს დავიდარაბა კი იმ ცნობილ სცენაში ნაჩვენებმა კახურმა ალიყურმა გამოიწვია, რის გამოც ფილმის შემქმნელები სუბორდინაციის დარღვევაში, ნაციონალური შუღლის გაღვივებასა და კიდევ ათას ანტისაბჭოთა ქმედებაში დაადანაშაულეს. ბოლოს ერთი ხნოვანი გენერალი წამოდგა, რომელსაც საბოლოო განაჩენი უნდა გამოეტანა. "ოფიცერს რიგითმა ჯარისკაცმა კი არ დაარტყა, არამედ მამამ ასწავლა შვილებს ჭკუა!" - განაცხადა გენერალმა, რომელმაც ფილმში გადმოცემული ამბავი სწორად შეაფასა.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია