ალექსანდრ ნოვაკი - 2019 წლის შემდეგ რუსული გაზის უკრაინული ტრანზიტი აღარ განხორციელდება

ალექსანდრ ნოვაკი - 2019 წლის შემდეგ რუსული გაზის უკრაინული ტრანზიტი აღარ განხორციელდება

დიდი ალბათობით, რუსეთი 2019 წლიდან უარს იტყვის უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტზე და არსებულ კონტრაქტს აღარ გააგრძელებს, - ამის შესახებ რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრ ნოვაკმა განაცხადა.

"ცოტა ხნის წინ გაჟღერდა "გაზპრომის" ხელმძღვანელის განცხადება, რომ უკრაინასთან სატრანზიტო კონტრაქტი 2019 წლის შემდეგ აღარ გაგრძელდება. ამიტომ ახლა, ყოველგვარი ძალისხმევა იქითკენ არის მიმართული, რომ თურქეთში აშენდეს გაზის ტრანსპორტირებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა თურქეთ-საბერძნეთის საზღვარზე და მოხდეს სამხრეთ-აღმოსავლეთისა და ცენტრალური ევროპის მომხმარებლებისთვის გაზის ამ მარშრუტით მიწოდება", - განუცხადა ნოვაკმა ჟურნალისტებს.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა