პანკისი-სირიის სასიკვდილო მარშრუტი - "იყო დრო ბავშვებს სპარსელებზე ყიდდნენ, ახლაც ყიდიან"

პანკისი-სირიის სასიკვდილო მარშრუტი - "იყო დრო ბავშვებს სპარსელებზე ყიდდნენ, ახლაც ყიდიან"

2 აპრილს პანკისის ხეობაში ორი გაუჩინარებული სკოლის მოსწავლის ადგილსამყოფელი გახდა ცნობილი. პანკისის ხეობის სოფელ ომალოს სკოლის XI კლასელი რამზან ბაღაკაშვილი (18 წლის) და X კლასელი მუსლიმ კუშტანაშვილი (17 წლის) გაკვეთილების შემდეგ შინ აღარ დაბრუნებულან

პანკისი-სირიის სასიკვდილო მარშრუტი

"თუ გავითვალისწინებთ, რაოდენ მნიშვნელოვანია "ისლამური სახელმწიფოსთვის", ჰქონდეს წვდომა პანკისის ხეობაზე, კავკასიის ამ მნიშვნელოვან წერტილზე, თანაც რუსეთის საზღვრის ახლოს, ძნელი არ არის, მიხვდე, რა გეგმები აქვს მას საქართველოსთან დაკავშირებით".

ტოფიქ აბასოვი, პოლიტოლოგი

"ვერავინ დათვლის, ამ პატარა ადგილას რამდენი სახელმწიფოს ინტერესი­ იკვეთება. ჩვენ ვიცით, რომ პანკისის ხეობაში "ისლამურ სახელმწიფოს" სამხედრო ბანაკი აქვს, იქიდან გზავნის მეომრებს სირიაში".

ვალიდ აბაზი, გენერალი,

2015 წლის მარტი, ალეპო

"ადრე ხეობაში ბიჭის ყოლა საამაყო იყო, ახლა გვეშინია. არც ერთმა დედამ არ იცის, შინიდან გასულები დაბრუნდებიან, თუ არა. საქართველოში იყო დრო ბავშვებს სპარსელებზე ყიდდნენ, ახლაც ყიდიან. დოლარების გულისთვის სასაკლაოზე უშვებენ".

ასმათი, სოფ. დუისი

"აქედან ბიჭები, როგორც თეა­ტრში, ისე მიდიან საომრად სირიაში".

ზელიმხანი, სოფ. ბირკიანი

2 აპრილს პანკისის ხეობაში ორი გაუჩინარებული სკოლის მოსწავლის ადგილსამყოფელი გახდა ცნობილი.

პანკისის ხეობის სოფელ ომალოს სკოლის XI კლასელი რამზან ბაღაკაშვილი (18 წლის) და X კლასელი მუსლიმ კუშტანაშვილი (17 წლის) გაკვეთილების შემდეგ შინ აღარ დაბრუნებულან. მშობლებმა ბიჭები ჯერ სკოლაში, შემდეგ მეგობრებში მოიკითხეს - მათი ასავალ-დასავალი არავინ იცოდა. ბოლოს, მოზარდების გაუჩინარების შესახებ პოლიციასაც აცნობეს. ორი დღის შემდეგ თავად ბიჭებმა შეატყობინეს მშობლებს, თურქეთში ვართო. მიხვდნენ - სირიაში მიდიოდნენ საომრად... უკვე რამდენიმე წელია, პანკისელი ახალგაზრდები საომრად სირიაში მიდიან, მაგრამ მომხდარმა აღაშფოთა ხეობა... ფიქრობენ, რომ ყმაწვილები თავად ვერ გადაწყვეტდნენ წასვლას, მეტიც, თურქეთში გადაფრენაში (ძალიან ხელმოკლედ ცხოვრობდნენ), ცხადია, მათ "ვიღაც დაეხმარა". ამასთან, მუსლიმ კუშტანაშვილი არასრულწლოვანია და მშობლის თანხმობის გარეშე ქვეყანას ვერ დატოვებდა. ამ ფაქტის შემდეგ ხეობაში კვლავ ალაპარაკდნენ, რომ პანკისი-სირიის სასიკვდილო მარშრუტზე სპეცსამსახურებს­ თავისი ინტერესები აქვთ და ამით კარგადაც ხეირობენ.

ასმათი (სოფელი დუისი): - ძალიან გაგვამწარა შინაგან საქმეთა მინისტრის ნათქვამმა. რას ჰქვია, მესაზღვრეს ბავშვი გაეპარა!.. ქისტებს საზღვრის გადალახვისას­ საათობით გვამოწმებს ათასი ჯურის სამსახური, უკირკიტებენ ჩვენს საბუთებს, ასობით კითხვას გვისვამენ... არავინ არავის ეპარება, ეგ ალბათ მაგათაც აწყობთ. ძალიან კარგად იციან, აქ ვინ რას აკეთებს, მაგრამ ჩანს, ხელს უწყობენ. მინისტრმა მთელ ხეობას დაგვცინა, თითქოს ჩვენ ხალხი არ ვიყოთ, აბა, თბილისში ვინმეს ბავშვი გაეშვა მოტყუებით ომში, რა ამბები ატყდებოდა?!

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია