მერაბ მეტრეველის სახლში ძლიერი აფეთქება მოხდა

მერაბ მეტრეველის სახლში ძლიერი აფეთქება მოხდა

საცხოვრებელი სახლი გლდანის მეორე მიკრორაიონის 25-ე კორპუსში, სადაც დღეს დილით აფეთქება მოხდა, "პალიტრა TV"-ს ტელეწამყვან მერაბ მეტრეველს ეკუთვნის. ამის შესახებ მეტრეველმა სოციალურ ქსელში დაწერა.

Fb.com/მერაბ მეტრეველი:

"აღდგომა დღეს დილის ცხრის ნახევარზე რომ დაგირეკავენ, შენი სახლი აფეთქდაო... ბინა დაგირავებული მქონდა. მოგირავნემ შეარემონტა და გააქირავა. ვინც ბინაში ცხოვრობდა, მძიმედაა. ქვედა სართულზე კი 65 წლის ქალი დაიღუპა. სინკარი დაეცა. ბინას აღარც იატაკი აქვს, აღარც ჭერი და ერთი კედელიც აღარ არსებობს. სავარაუდოდ, გაზმა გაჟონა", - წერს მეტრეველი.

შეგახსენებთ, რომ სამაშველო სამუშაოების ფარგლებში აღნიშნული საცხოვრებელი კორპუსიდან საერთო ჯამში 4 ადგილობრივი მცხოვრების გამოყვანა მოხდა.

ოთხი პირიდან ერთი მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი. 65 წლის ქალი გარდაიცვალა, ორ პირს კი ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირდა.

იხილეთ დეტალები

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია